ლიხის ქედი

ლიხის ქედი, სურამის ქედი — ქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარესა და იმერეთის მხარეს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე.

მდებარეობს კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა სისტემების დამაკავშირებელ სუბმერიდიანულ ქედზე, რომელიც საქართველოს ყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად (ძვ. წყაროებით „ლიხთიმერად“ და „ლიხთამერად“). ლიხის ქედი კასპიისა და შავი ზღვების წყალგამყოფია. შუა მონაკვეთი ტექტონიკურად ეკუთვნის ძირულის კრისტალურ მასივს, ჩრდილოეთი — კავკასიონს, სამხრეთი — მცირე კავკასიონს. ქედის სიგრძე ერწოს უღელტეხილიდან ლომისმთამდე 102 კმ-ია. აბსოლუტური სიმაღლე ცვალებადობს 900-2470 მ ფარგლებში. მწვერვალებიდან აღსანიშნავია: რიბისი (2470 მ), ალხაშენდა (2319 მ), ბილურთა (2166 მ), რუსთავი (1926 მ), ლოხონი (1925), ვირიგვერდი (1644 მ), შვილდისი (1443 მ), ედისჯვარი (1320 მ), საბუეთი (1248 მ), წაქვა (1220 მ), კაპრებისმთა (1177 მ); უღელტეხილებიდან — რიკოთი (999 მ), ჯვარი (936 მ), ფონა და სხვა.

ლიხის ქედი
ლიხის ქედის ლანდშაფტი
ლიხის ქედის ლანდშაფტი
კოორდინატები: 42°12′56″ ჩ. გ. 43°36′04″ ა. გ. / 42.215806° ჩ. გ. 43.601306° ა. გ. / 42.215806; 43.601306
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარე
იმერეთის მხარე
უმაღლესი წერტილი რიბისი
სიმაღლე 2470 
სიგრძე 102 კმ
ლიხის ქედი — იმერეთის მხარე
ლიხის ქედი
ლიხის ქედი სურათები ვიკისაწყობში

ლიხის ქედი ასრულებს კლიმატგამყოფის როლს, მაგრამ კოლხეთის დაბლობისა და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურ-ბოტანიკური ოლქების საზღვარი წყალგამყოფს კი არ მიუყვება, არამედ — ქედის აღმოსავლეთ კალთებს. ქედის უმეტესი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყითაა შემოსილი (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი). განაპირა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში წიწვიანებიცაა. სუბალპური და ალპური მდელოები მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ ბოლოზეა (მთები რიბისი და ალხაშენდა). სხვა უტყეო უბნები ანთროპოგენური წარმოშობისაა. ქედში გაყვანილია წიფის სარკინიგზო და რიკოთქვეშა საავტომობილო გვირაბები, ხოლო ქედზე გადის ხაშური-ზესტაფონის და გომი-საჩხერის საავტომობილო გზები.

ლიხის ქედი
ლიხის ქედის პანორამა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ლიტერატურა

ლიხის ქედი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ალხაშენდაბილურთაერწოს უღელტეხილიიმერეთის მხარეკავკასიონიკაპრებისმთაკასპიის ზღვალომისმთალოხონიმთამცირე კავკასიონიმწვერვალირიბისირიკოთის უღელტეხილისაქართველოტექტონიკაუღელტეხილიქედიშავი ზღვაშიდა ქართლის მხარე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სომხეთიკავკასიონიადამიანის ჩონჩხიქეთევან დედოფალისაქართველოს ოქროს ხანაბიპოლარული აშლილობაირაკლი ღარიბაშვილინარკოტიკისაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაკრიშტიანუ რონალდუსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიააფხაზებიკუბიზმითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიკაცხის სვეტიიგისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიბუნებრივი რესურსებიირანისი ქოული ბატამდინარეგოდერძის ნამარხი ტყეციყვისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024კვარცირუსეთის ისტორიასაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაზმნაექვთიმე თაყაიშვილირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიალექსანდრე მაკედონელიაზიანიუ-იორკიტოტალიტარიზმიაფხაზეთის მოსახლეობასტიქიური უბედურებაგიორგი XIIქართლის გაქრისტიანებამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიფუტკრებიგიორგი მიქაუტაძენაკრძალითავისუფლების მოედანი (თბილისი)სოხუმის დაცემააღდგომაილია ჭავჭავაძედუბაის საამირობორჯღალაჭიანჭველასებრნიშხარარომის იმპერიადონ კიხოტივახტანგ I გორგასალიჯვაროსნული ლაშქრობებიმიხეილ ლომონოსოვიწყალიავსტრალიავახტანგ VIმყინვარწვერიეგვიპტებრაზილიაათეროსკლეროზივაჟა-ფშაველაჰიპერბოლა (ენა)ხეთების სამეფოგამზრდელი (პოემა)ბელგიაბაში-აჩუკიმსოფლიოს ვალუტებიაპენდიციტიჰიმალაიბორჯომი (წყალი)ქართული ღვინოყაზახეთიმშვილდოსანი (ასტროლოგია)მიწისძვრაკორდილიერებიაკა მორჩილაძე🡆 More