სულთან აჰმედის მეჩეთი

სულთან აჰმედის მეჩეთი, ასევე ცისფერი მეჩეთი (თურქ.

Sultanahmet Camii) — მდებარეობს სტამბოლში, თურქეთში. საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო.

სულთან აჰმედის მეჩეთი
სულთან აჰმედის მეჩეთი
სულთან აჰმედის მეჩეთი
მეჩეთის თაღები
სულთან აჰმედის მეჩეთი
მეჩეთი ღამით

ისტორია

მეჩეთი შენდებოდა 1609–1616 წლებში სულთან აჰმედ I-ის ბრძანებით, რომლის სახელსაც ის ამჟამად ატარებს. სულთანი დაკრძალულია მეჩეთის აკლდამაში. მეჩეთი სტამბოლის უძველეს რაიონში მდებარეობს, რაც 1453 წლამდე კონსტანტინოპოლის, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის, ცენტრს წარმოადგენდა. მის გვერდით მდებარეობს უძველესი იპოდრომი, ხოლო მოშორებით აია-სოფია, ყოფილი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ამჟამად მუზეუმად არის გადაკეთებული.

მეჩეთთან სიახლოვეს მდებარეობს თოფქაფის სასახლე, ოსმალეთის სულთნების რეზიდენცია 1853 წლამდე, და ასევე ბოსფორის სანაპიროც. ზღვიდან ამ მეჩეთის გუმბათები და მინარეთები ქალაქის ძველი უბნის პანორამის მთავარი ნაწილია, რაც მშენებელთა ჩანაფიქრი იყო.

მეჩეთის მდებარეობა ჰაგია სოფიას პირდაპირ წინასწარ განზრახული იყო, იმის დემონსტრაციისთვის, რომ ოსმალურ და ისლამურ არქიტექტორებს და მშენებლებს შეეძლოთ მათი ქრისტიანი წინამორბედების ქმნილებებთან პაექრობა. თუმცა არქიტექტორმა ვერ მოახერხა ჰაგია სოფიაზე უფრო დიდი გუმბათის შექმნა, ნაცვლად მან მეჩეთს დიდებული იერი მისი მინარეთების, ნახევარგუმბათებისა და გუმბათების უზადო პროპორციებით შესძინა. მიუხედავად ამისა, ნაგებობამ ჰაგია სოფიას ზომაში ვერ გაუსწრო, რამაც დიდად განარისხა სულთანი აჰმედი. შედეგად, ეს ორი ნაგებობა უნიკალურ ისტორიულ და არქიტექტურულ ანსამბლს ქმნის.

სულთან აჰმედ I–ის ბრძანებით მეჩეთი იზნიქში წარმოებული 210 000 ფილით იქნა შემკული. ეს უზარმაზარი წარმოება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სულთანმა მეჩეთის მშენებლობის დასრულებამდე იზნიქის სახელოსნოებს სპეციალური დეკრეტით სხვა შეკვეთების მიღება აუკრძალა. შთამბეჭდავია უპირველეს ყოვლისა თავად ფილების დეკორი, ყვავილოვანი ორნამენტების წალკოტი – მოყვავილე ვარდებით, ტიტებით, მიხაკებით. ფერთა გამაში უმეტესწილად ნათელი მწვანე და ლურჯი ტონები სჭარბობს. გასაკვირი არცაა, რომ სულთან აჰმედის მეჩეთი ევროპაში სწორედ ცისფერი მეჩეთის სახელითაა ცნობილი. სარკმელების უმეტესობა სწორედ საუცხოო ლურჯ ტონებში ციალებს. სარკმელების ზემო ნაწილები უმეტესად ნაზი ვარდისფერითაა გაფორმებული.

სულთან აჰმედის არქიტექტორს, სედეფჰარ მეჰმეტ აღას, ნაბრძანები ჰქონდა არ დაეზოგა სახსრები, რათა შექმნილიყო ყველაზე დიადი და მშვენიერი ისლამური სალოცავი მსოფლიოში. მეჩეთის ძირითადი ნაგებობა თითქმის კუბის ფორმისაა (53x51 მ). ისევე როგორც ყველა მეჩეთი, ის განლაგებულია იმგვარად, რომ როცა მლოცველები სალას (ისლამურ ლოცვას) ასრულებენ, მათ პირი მექასკენ აქვთ.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

Tags:

სულთან აჰმედის მეჩეთი ისტორიასულთან აჰმედის მეჩეთი გალერეასულთან აჰმედის მეჩეთი იხილეთ აგრეთვესულთან აჰმედის მეჩეთი სქოლიოსულთან აჰმედის მეჩეთი რესურსები ინტერნეტშისულთან აჰმედის მეჩეთითურქეთითურქული ენაისლამური არქიტექტურამეჩეთისტამბოლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს პარლამენტიბრაზილიარუსუდანითემურლენგიაგნოსტიციზმიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოკაცია-ადამიანი?!იგავ-არაკიჩარლი ჩაპლინირომანტიზმიბელარუსირენესანსიქრისტეფორე კოლუმბიპოლიმერებიზებულონიტბაკუნთებისანტიმეტრიქალწული (ასტროლოგია)შარკა ბლუეიფელის კოშკიხვიჩა კვარაცხელიაბაყაყიათონის ივერთა მონასტერიბათუმის ბოტანიკური ბაღისეფსისიგიორგობამელადემოკრატიააფრიკის ქვეყნების სიათავისუფლება (ფილოსოფია)საქართველოს მდინარეების სიაჟანრი ლოლაშვილიაჭარათებულოსმთაპარიზიწყალიყინწვისის მონასტერიმარიამ მეგვიპტელისაქართველო XV საუკუნეშიორგაზმიდელფინებიკლიმენტი წიტაიშვილიმყინვარწვერიმიხეილ ჯავახიშვილისალომე ზურაბიშვილიადამიანის უფლებებიმასტურბაცია24 აპრილიდავითგარეჯანიკოლოზ ბარათაშვილირომიგიორგი III (საქართველოს მეფე)ვატერლოოს ბრძოლამიწისძვრაშველისსრკ-ის დაშლავოლფგანგ ამადეუს მოცარტისპილოსებრნირთველივეფხისტყაოსანიიუსტინიანე Iქართველებიიტალიაფერმენტებიკოლოსეუმინაცვალსახელიდემეტრე Iტალკიევერესტიქართველები რუსეთშიმაცივარიენგურის ჰიდროელექტროსადგურინიკო ფიროსმანიჰიმალაიაფხაზეთი🡆 More