სუბალპური მცენარეულობა

სუბალპური მცენარეულობა — მაღალმთის მცენარეულობა მთის ტყის ზედა საზღვარსა და ალპური მდელოების ქვედა საზღვარს შორის.

გავრცელებულია ძირითადად ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლის მთებში (ალპები, კარპატები, კავკასია, დას. ტიან-შანი, ჰიმალაი), სადაც ნალექების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და შედარებით თანაბრად არის განაწილებული წლის განმავლობაში. სუბალპური მცენარეულობის განვითარებას ხელს უწყობა აგრეთვე თოვლის სქელი საფარი, რაც მცენარეულობას იცავს ზამთრის დაბალი ტემპერატურისაგან, ნიადაგისა და ჰაერის მაღალი სინოტივე, გაპირობებული ზედა სარტყელში არსებული ყინულისა და თოვლის დნობით. სუბალპური სარტყლის მცენარეულობა წარმოდგენილია შემდეგი დაჯგუფებებით; მაღალი მთის მეჩხერი („პარკული“ ტიპის) და ტანბრეცილი ტყეები, გართხმული ბუჩქნარი, მაღალბალახეულობა და მდელოები. სუბალპური მცენარეულობა იცვლება მთიანი სისტემის გეოგრაფიული მდებარეობის, კალთების ექპოზიციისა და დახრილობის მიხედვით. კავკასიაში, კერძოდ საქართველოში, მისი ქვედა საზღვარია ზღვის დონიდან 1800-2000 მ, ხოლო ზედა საზღვარი ძლიერ ტენიან დასავლეთ კავკასიონზე 2200-2300 მ აღწევს. შედარებით კონტინენტურ კლიმატის პირობებში (ცენტრ., აღმ. და დას. კავკასიონის ზოგიერთი ნაწილი) სუბალპური მცენარეულობა უფრო მაღლა (2500-2700 მ) იწევს. სუბალპურ სარტყელში პარკულ ტყეს ქმნის ლიტვინოვის არყი, აღმოსავლური წიფელი, სოსნოვსკის ფიჭვი, მაღალმთის ნეკერჩხალი, აღმოსავლური მუხა და სხვ.; ტანბრეცილ ტყეს ძირითადად - არყი, ჭნავი, უფრო იშვიათად - წიფელი, პონტოური მუხა.

მაღალმთის გართხმულ ბუჩქნარებს ძირითადად დეკა და ღვიის გართხმული სახეობები ქმნის. დეკიანები უფრო გავრცელებულია სუბალპური სარტყლის ზედა ნაწილში და გვხვდება როგორც არყნარის ქვეტყეში, ისე უტყეო ჩრდილო-დასავლეთ ექპოზიციის კალთებზე, ღვიიანები კი - ძირითადად კარგად განათებულ, ამობურცულ სამხრეთის ექპოზიციის ფერდობებზე.

მაღალბალახეულობა ძირითადად განვითარებულია სუბალპური სარტყლის ქვედა ნაწილში, ნოყიერ, საკმაოდ ტენიან ნიადაგზე. ხშირად ის ხევებითა და ხრამებით ტყის სარტყელშიც ჩამოდის. მისი ძირითადი კომპონენტებია დიყის, თავყვითელას, მზიურას, დეზურას და სხვა სახეობები. სუბალპური მცენარეულობის მაღალბალახეულობა ვითარდება აგრეთვე საქონლის ნაბინავრებზე (მეორეული მაღალბალახეულობა). სუბალპური მდელოები გვხვდება როგორც მაღალმთის ტყის გაკაფულ ადგილებზე, ისე ტყის ზემოთაც. სუბალპურ მდელოებში გამოიყოფა ფართოფოთლოვანი, მარცვლოვანი დაჯგუფებები. მათი ძირითადი კომპონენტებია ფრინტა, ქართული და შიშველღეროიანი ნემსიწვერა, წვრილი და ფართოფოთლოვანი ნამიკრეფია, ჭრელი თივაქასრა, ოქროს შვრიელა, ჭრელი წივანა, იისფერი ქერი, სამყურას, ბრძამის სახეობები და სხვა. სუბალპური მდელოები, როგორც სათიბი და საძოვარი, საუკეთესო საკვები ბაზაა მთის მეცხოველეობისათვის. სამხრეთ საქართველოს მაღალმთიანეთის ზოგიერთ ნაწილში სუბალპური სარტყელი არ არის გამოხატული და მის ადგილს იკავებს მაღალმთის ველები და მთის ქსეროფიტები.

ლიტერატურა

Tags:

ალპებიარყიდასავლეთი კავკასიონიზღვის დონეკავკასიაკარპატებიმუხანეკერჩხალისაქართველოსუბალპური მაღალბალახეულობასუბალპური სარტყელიტიან-შანიფიჭვიწიფელიჭნავიჰიმალაი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პლანეტაქართული დამწერლობაწინადადებასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმერაბ მამარდაშვილიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისამეგრელოირემიმეჰმედ IIაშშ-ის ისტორიაგასტრიტიჰარი პოტერიბიძინა ჩოლოყაშვილიჯაყოს ხიზნებიცხოველებიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიეთიოპიარენესანსიბელგიაშვიდწლიანი ომითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებისუვერენიტეტიგოგა ხაინდრავასაქართველოს პარლამენტიასტრიდ ლინდგრენიწმინდა ნინოვახტანგ VIენცეფალოპათიაპუნიკური ომებივარლამ ლიპარტელიანიანბანისეკულარიზმილიეტუვაშავი ზღვაბათუმიიოჰან სებასტიან ბახიქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)განახლებადი ენერგიაფარსმან II ქველივერცხლიანა კალანდაძენოე სულაბერიძებოლშევიკებინიკო ფიროსმანიღამურაძველი თბილისიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ამერიკამიტოზიგიორგი მაზნიაშვილიკარლეს პუჩდემონიმართლმადიდებლობარელიგია საქართველოშიბუნების დაცვასაქართველო IV საუკუნეშიალბერტ აინშტაინიანტონიმიფერნანდო მაგელანიტოლერანტობაჭიამაიასებრნიანგარიშთა გეგმარომითეიმურაზ Iკულტურაბათუმის ბოტანიკური ბაღიორალური სექსისაქართველოდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაარგონავტებისაქართველოს დაცული ტერიტორიებიჰემანგიომასაქართველოს დიდი სოფლებიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემააბო თბილელის წამებამერწყულიგერმანიაძირითადი საშუალების ცვეთაჯუზეპე ვერდი🡆 More