სუამი

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი) — სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ოქტომბერში ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკის მიერ — საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა (1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მასში აგრეთვე შედიოდა უზბეკეთი).

ორგანიზაციის სახელი მასში გაერთიანებულ სახელმწიფოთა სახელებისგან შემდგარი აკრონიმია. უზბეკეთის გასვლამდე მას ეწოდებოდა სუუამის ქვეყნები.

სუამი
სუამის სამდივნო კიევში
ჯაბა ლაბაძის ფოტო
სუამი
სუამი
საფოსტო მარკა - სუამის სამიტი, 22-23 მაისი, 2006. კიევი

ისტორია

თანამშრომლობა საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის სუამის ფარგლებში დაიწყო საკონსულტაციო ფორუმით, რომელიც 1997 წლის 10 ოქტომბერს შედგა სტრასბურგში. 1999 წლის აპრილში ორგანიზაციას უზბეკეთიც შეუერთდა და მას სუუამი დაერქვა.

2001 წლის 6-7 ივნისს გამართულ იალტის სამიტზე მოხდა სუუამის ქარტიის ხელმოწერა, რაც ორგანიზაციის ფორმალურად შექმნის თარიღად ითვლება.

2002 წელს უზბეკეთმა გამოაცხადა, რომ ორგანიზაციიდან გამოსვლას გეგმავდა და მას შემდეგ სუამის სამიტებსა და შეხვედრებს იგნორირებას უწევდა.

მომდევნო წლებში ორგანიზაცია სტაგნაციას განიცდის: 2004 წლის იალტის შეხვედრას ხუთი წევრიდან მხოლოდ ორი ესწრებოდა. თუმცა ბოლოდროინდელმა ფერადმა რევოლუციებმა საქართველოსა და უკრაინაში და მოლდოვაში პრო-დასავლური და ანტი-რუსული მმართველი პარტიის გაძლიერებამ სუამის წევრებს შორის თანამშრომლობა და კოორდინაცია უფრო აქტუალური გახადა, რამაც ბევრი ანალიტიკოსის აზრით შესაძლებელია სუამის მნიშვნელობის გაზრდას შეუწყოს ხელი.

სუამის ბოლო სამიტი კიშინიოვში, მოლდოვა, შედგა 2005 წლის 22 აპრილს. უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი და ასევე მოწვეული პოლონეთის პრეზიდენტი შეხვედრაზე არ გამოჩენილან. თუმცა დამკვირვებლების როლში იყვნენ რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ და ლიეტუვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევრაზიის სპეციალური წარმომადგენლის სტივენ მანისა და ეუთოს გენერალური მდივნის იან კუბისის თანდასწრებით. რუსეთის ელჩმა კიშინიოვში უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის წარმომადგენლის არმოწვევის გამო.

2005 წლის 5 მაისს უზბეკეთმა საბოლოოდ ოფიციალურად განაცხადა ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ, რის შემდეგაც მას ისევ სუამი ჰქვია.

ორგანიზაციის სტრუქტურა

  • ყოველწლიური შეხვედრა იმართება იალტაში სუამის წევრ ქვეყნებს შორის. ეს ითვლება ორგანიზაციის უმაღლეს ორგანოდ.
  • ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო არის სუამის ქვეყნების საგარეო სამინისტროთა საბჭო.
  • სამუშაო ორგანოა ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტი, რომელიც შედგება სუამის ყოველი წევრის თითო კოორდინატორისგან.
  • სუამის საინფორმაციო ოფისი კიევშია.
  • სულ რვა სამუშაო ჯგუფია, თემატური საკითხების მიხედვით: ენერგო-საინჟინრო; სატრანსპორტო; სავაჭრო-ეკონომიკური; საინფორმაციო საშუალებები და ტელეკომუნიკაციები; კულტურა; მეცნიერება და განათლება; ტურიზმი; ანტი-ტერორიზმი, ორგანიზებული კრიმინალისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

199719992005აზერბაიჯანიაკრონიმიამოლდოვასაბჭოთა კავშირისაქართველოსუუამის ქვეყნებიუზბეკეთიუკრაინა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული მითოლოგიალექსი ვეფხისა და მოყმისარუმინეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიკატალიზატორიკაპიტალიზმიწრეწირირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიგავრილოვის ღამემსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითაზოტიდიდი პანდაბაროკოქუთაისიფოტოსინთეზითინათინ ბოკუჩავაკრიშტიანუ რონალდუზაქარია ფალიაშვილიზედსართავი სახელივალტორნაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო XVIII საუკუნეშივაჟა-ფშაველაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამასტურბაციაედუარდ შევარდნაძეინგლისური ენასანქტ-პეტერბურგიგიორგი სააკაძეაგენტისაჭმლის მომნელებელი სისტემაშინაური კატაღეროვანი უჯრედიიგლუთითაობაწინადადებარომის იმპერიაიმპრესიონიზმიმზენაციონალ-სოციალიზმიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიაბანოთუბანიარაგვიჯანსუღ ჩარკვიანიზმნამიტოზიმამუკა მდინარაძეევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიჯაბა კანკავაშველილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალითავისუფლება (ფილოსოფია)მარტივი რიცხვიკვიპროსირითმავერცხლითბოგამტარობაპეპ გვარდიოლამიკროორგანიზმებიობობებიბერძნული მითოლოგიაცენტნერიალუდა ქეთელაურირუსეთ-საქართველოს ომი (2008)კურო (ასტროლოგია)გაერთიანებული ერების ორგანიზაციავულკანიპითაგორას თეორემაბუქართული ენაგველის-მჭამელიმადრიდიმიხეილ სააკაშვილიგასტრიტიაპენდიციტიგორიბუნებაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვით🡆 More