სუათისის მყინვარი

სუათისის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

სუათისის მყინვარი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სუათისი.

მდებარეობს ხევის კავკასიონზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — სუათისის აუზში. სიგრძე 5,4 კმ, ფართობი 10,2 კმ². მყინვარის ენის სიმაღლეა ზღვის დონიდან 3000 მ. საზრდოობს მწვერვალების ჯიმარაიხოხისა და მაილის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. მყინვარის ენიდან გამოედინება მდინარე სუათისი. მისასვლელი გზაა სოფელ აბანოდან. სუათისის მყინვარი შედგება სამი ნაწილისაგან: დასავლეთი სუათისი, ცენტრალური სუათისი და აღმოსავლეთი სუათისი.

სუათისის მყინვარი
კოორდინატები: 42°42′21″ ჩ. გ. 44°26′10″ ა. გ. / 42.70583° ჩ. გ. 44.43611° ა. გ. / 42.70583; 44.43611
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქედი ხევის კავკასიონი
ფართობი 10,2 კმ²
სიგრძე 5,4 კმ
სუათისის მყინვარი — საქართველო
სუათისის მყინვარი
სუათისის მყინვარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
სუათისის მყინვარი

მყინვარი აღმოსავლეთ სუათისი მდინარე სუათისის აუზში ფართობით ყველაზე დიდია. მყინვარი ხოხის ქედის სამხრეთ ფერდობიდან მოედინება. მას ორ კამერიანი ფირნი აქვს. მორფოლოგიურად ხეობის ტიპის მყინვარია, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიცა აქვს. მყინვარის ფართობი 7,68 კმ²-ია. ამ მაჩვენებლით მყინვარი აღმოსავლეთ სუათისი საქართველოს მყინვარებს შორის მერვე ადგილს იკავებს და ისეთ მყინვარებსაც კი აჭარბებს ფართობით როგორიცაა ქვიში (7,45 კმ²), ცენტრალური ლეხზირი (6,27 კმ²), დოლრა (5,48 კმ²) და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მდინარე ენგურის აუზის შემდეგ ასეთი დიდი ზომის მყინვარი არც რიონის და არც კოდორის აუზებში არ გვხვდება. მყინვარის სიგრძე 6,61 კილომეტრია. მისი ენა ზღვის დონიდან 2240 მეტრზე მთავრდება. მყინვარის ენიდან გამომავალი წყალი ორ ნაკადად მოედინება, რომელსაც მყინვარის ენის წინ, გასწვრივად მდებარე რიგელი ყოფს. აღნიშნულ წყალგამყოფ რიგელზე 0,01 კმ² ფართობის მყინვარული წარმოშობის მცირე ტბა მდებარეობს.

ლიტერატურა

  • ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;

Tags:

აბანო (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)ზღვის დონეთერგიმაილიმდინარემყინვარიმყინვარის ენამცხეთა-მთიანეთის მხარესაქართველოყაზბეგის მუნიციპალიტეტიხევის კავკასიონიხეობაჯიმარა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სიმძლავრეტოლგვერდა სამკუთხედიიმერეთიხევისბერი გოჩაქართული საბჭოთა ენციკლოპედიარუმინეთიზურმუხტივახტანგ VIწითელავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024რუსთავილიტრიელინიზმიეროზიააღდგომამყინვარწვერიავტორიტარიზმიასწლიანი ომისვანური კოშკიდიდება (ჰიმნი)კურდღელითბილისის ზღვაYouTubeბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)მალტაიუდაიზმიბულგარეთიელ კლასიკოყინწვისის მონასტერიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაკაცია-ადამიანი?!დემოკრატიაცადამაყვანაზებულონიდედამიწის ისტორიაასურეთირელიგიარუსეთის იმპერიაალკოჰოლიზმიმართლმადიდებლობაწნევადასავლეთ რომის იმპერიის დაცემამცხეთანოე ჟორდანიანატვრის ხე (ფილმი)ხარებაგიორგი მაზნიაშვილიალეგორიათბილისიშინაური კატაფესახიკონსერვატიზმიაშშ-ის ისტორიასერგო ორჯონიკიძეკოლხეთის სამეფორელიგია საქართველოშიფინეთიშველირუსული დამწერლობანიკო ფიროსმანიკახეთის მხარე23 აპრილივიკიპედიანაციონალიზმიურანიჭაბუა ამირეჯიბიმტკვარითამარ ჩერგოლეიშვილიკონსტანტინე გამსახურდიავულკანითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიაშშ-ის სამოქალაქო ომიმარტივი რიცხვითხის რქა (ასტროლოგია)საქართველოს სამხედრო წოდებებიზედსართავი სახელი🡆 More