გადაცემა სტუდენტური დემოკრატია

გადაცემა სტუდენტური დემოკრატია ეძღვნება ახალგაზრდობას, კერძოდ სტუდენტებს და მზადდება მათთან ერთად.

გადაცემა სტუდენტური დემოკრატია
გოჩა ტყეშელაშვილი - გადაცემის წამყვანი

გადაცემა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, გამოავლინონ საკუთარი ინტელექტი, დასვან კითხვები და მოკლედ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებაც მათთვის საინტერესო: I. ისტორიულ; II. აქტუალურ და III. ე.წ. მსუბუქ თემებზე (გადაცემაში თითოეულ თემას ეთმობა 20-25 წუთი); გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს სტუდენტებისთვის საინტერესო პიროვნება, რომლის შერჩევაც ხდება სტუდენტებთან და გადაცემის წამყვანთან ერთად. გადაცემა მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, მშვიდ და საინტერესო გარემოში. გადაცემას ამჟამად საქართველოს სატელევიზიო სივრცეში ანალოგი არ აქვს;

გადაცემაში მონაწილეობს 4 წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის წარმატებული და ამავე დროს აქტიური სტუდენტების გუნდი; თითოეული გუნდი შედგება 10 სტუდენტისგან, რომელთაგან ერთი გუნდის სპიკერია. გადაცემის ბოლოს, სტუმარი აფასებს თითოეულ გუნდს მათი აქტიურობისა და მომზადების დონის მიხედვით ქულათა ოთხბალიანი სისტემით. სტუმრის შეფასება კონფიდენციალურია და ილუქება კონვერტში. ყოველი თვის ბოლო გადაცემაში ხდება აღნიშნული კონვერტების გახსნა და სტუმართა შეფასებების საფუძველზე, ყველაზე დაბალი ქულების მქონე ორი უმაღლესი სასწავლებელი ტოვებს პროექტს და მათ ენაცვლება სხვა უმაღლესი სასწავლებლები.

გადაცემა ეთერში გადის ყოველ ხუთშაბათს, ტელეკომპანია "მზე" -ზე. საღამოს 18:35 საათზე, განმეორებით -ორშაბათს 13:00 საათზე. გადაცემის ავტორი და წამყვანია მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი;

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კალიუმიგელათის მონასტერიავსტრალია (კონტინენტი)ენერგიასაქართველო XV საუკუნეშიმტირალას ეროვნული პარკინოე რამიშვილიამერიკის შეერთებული შტატებიასკარიდისებრნიბაში-აჩუკი (ფილმი)ევროპის მდინარეების სიაამირანი (მითოლოგია)ზმნალარიეგვიპტეწითელი წიგნივაჟა-ფშაველადავითგარეჯასაათი (ერთეული)მონღოლეთიჯონჯოლიბუნებრივი რესურსებიმზეგველის-მჭამელიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიკვარცივანდალიზმილუვრიბასიანის ბრძოლანატრიუმირიონიგია ყანჩელიიორდანიაჯონ მალკოვიჩიეზოპეწრეწირიპოპ-მუსიკაგიორგი V ბრწყინვალეგამაფრთხილებელი შეფერილობაძუძუმწოვრებიტყეორგაზმიცხენისწყალიშოთა რუსთაველიწნევარითმასერგო ორჯონიკიძენარიყალაბაგრატ III (საქართველოს მეფე)საქართველო IX-X საუკუნეებშიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024დევი ჭანკოტაძეადამიანის ჩონჩხი16 აპრილირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიხორვატიასაქართველოს მთებიმონარქიაკაპიტალიზმისაქართველოს ფრინველთა სიაანგარიშთა გეგმამუშთაიდის ბაღიღამურანილოსითამარ მეფებუნების დაცვანიზიბისის ზავიბარბარიზმიკრიშტიანუ რონალდუსიურრეალიზმიეოზონოფილებივიეტნამიგალაკტიონ ტაბიძერომის რესპუბლიკაათეროსკლეროზინიჰილიზმიმსოფლიოს შვიდი საოცრება🡆 More