სმოლენსკი (რუს.
Смоле́нск; ბელარ. Смаленск; ლიეტ. Smolenskas; პოლ. Smoleńsk; გერმ. Smolensk) — რუსეთის ოლქის სმოლენსკის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც გაშენებულია მდინარე დნეპრის სანაპიროზე. ქალაქიდან 360 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი მოსკოვი. ეს ქალაქი მდებარეობს რუსეთის ოფიციალური საზღვრის სიახლოვეს, მას სტრატეგიული ადგილი უკავია სწორედ ამის გამო აქ იმართებოდა დიდი ბრძოლები ნაპოლეონთან და ჰიტლერთან. სწორედ ამ დაპყრობლებმა დაანგრიეს ქალაქის ირგვლივ აგებული გალავანი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სმოლენსკი Смоленск | |||||
სმოლენსკი 1912 წელს | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | სმოლენსკი | ||||
შიდა დაყოფა | Leninsky District, Zadneprovsky District და Promyshlenny District | ||||
კოორდინატები | 54°47′00″ ჩ. გ. 32°03′00″ ა. გ. / 54.78333° ჩ. გ. 32.05000° ა. გ. | ||||
მერი | ედუარდ ალექსის ძე კაჩანოვსკი | ||||
დაარსდა | 863 | ||||
პირველი ხსენება | 863 | ||||
ფართობი | 288.5 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 242 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 316,500 კაცი (2002) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5, ზაფხულში UTC+6 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 4852 | ||||
საფოსტო ინდექსი | 620xxx | ||||
ოფიციალური საიტი | admcity.smolensk.ru | ||||
მოსახლეობა: 325,137 (2002 აღწერით); 341,483 (1989 აღწერით). საშუა სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 1,097 ადამიანს.
2009 წლის მარტიდან ქალაქის მერია ედუარდ ალექსის ძე კაჩანოვსკი.
სმოლესნსკი დაარსდა 863 წელს. თავდაპირველად ეს ქალაქი შედიოდა კიევის რუსეთის შემადგენლობაში, მოგვიანებით სმოლენსკს მონღოლები აკონტროლებდნენ. XV საუკუნიდან უკვე ეს ტერიტორია შედის გაძლიერებული რუსეთის სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ უკვე როდესაც ის სუსტდება სმოლენსკი, შედის პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1632 წელს რუსეთის სამეფოსა და პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს შორის სწორედ სმოლენსკთან გაიმართა ბრძოლა, ამ ბრძოლის შედეგად რუსეთს კვლავ დაუბრუნდა ეს ტერიტორია. ამ პერიოდიდან უკვე სმოლენსკში ცოცხლდება კულტურული ცხოვრება, იგება მრავალი შენობა და მართლმადიდებლური ეკლესია.
სმოლენსკს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია უკავია, სწორედ ამ გზებით ხდება დედაქალაქ მოსკოვთან დაკავშირება უმოკლესი გზებით. სწორედ ამის გამო უკვე მოგვიანებით სმოლენსკის ტერიტორრიაზე ცნობილმა დამპყრობლებმა გაიარეს. 1812 წელს რუსეთში ნაპოლეონის შეჭრა სწორედ სმოლენსკის გზებით განხორციელდა. 1812 წლის 6 ოქტომბერს, ნაპოლეონს მოუხდა მოსკოვის დატოვება. საფრანგეთის ჯარს მოუწია მის მიერვე გაჩანაგებულ სმოლენსკის გზით უკან დახევა.
სმოლენსკის მხარეში უდიდესი ბრძოლები უკვე მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომშიც გაიმართა. 1941 წელს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ერთ-ერთი პირველი ბრძოლა სწორედ აქ მოხდა. ამ ბრძოლაში საბჭოთა კავშირი დამარცხდა, სწორედ ამის გამო გერმანელებს გზა უკვე მოსკოვისკენ გაეხსნათ.
2010 წლის 10 აპრილს— ქალაქის სიახლოვეს მდებარე სმოლენსკის აეროპორტზე, პოლონეთის მთავრობის თვითმფრინავი ტუ-154, დაჯდომისას აფეთქდა. აფეთქების დროს პოლონური დელეგაციის წარმომადგენლები დაიღუპნენ, მათ შორის იყო პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სმოლენსკი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.