სინონიმები

სინონიმები — იდენტური მნიშვნელობის, საგნობრივი მიმართებით ერთგვარი, სხვადასხვა სიტყვები.

სინონიმები (ძვ.ბერძ. სინ 'συν' = პლუს, ონომა 'όνομα' = სახელი) — იდენტური მნიშვნელობის, საგნობრივი მიმართებით ერთგვარი, სხვადასხვა სიტყვები. (შეადარეთ ანტონიმები; სინონიმი და ანტონიმი ანტონიმებია). მაგ., სინონიმებია სიტყვები: „პროსპექტი“ და „გამზირი“, რადგან ორივე ერთსა და იმავეს აღნიშნავს. აგრეთვე სინონიმებია „მოსწავლე“ და „მოწაფე“, „ავადმყოფი“ და „სნეული“, „ლამაზი“ და „მომხიბლავი“ და ა.შ.

სინონიმები ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდნენ ემოციური ელფერით (მაღალი, ახოვანი, აყლაყუდა), შეხამებულობით(სიტყვას მინა ყოველთვის ვერ ჩავანაცვლებთ სიტყვით შუშა; მაგ., ლამპის შუშა), ხმარების მეტ-ნაკლები სიხშირით (მაგ., ყალიონი და ჩიბუხი), ხმარების სფეროს მიხედვით(მაგ., ციება და მალარია) და სხვა. სინონიმებს რომლებიც ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან დუბლეტები ეწოდებათ (ასეთებია: არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება)[1].

სინონიმების თავმოყრისას ენაში შეინიშნება მათი თავიდან აცილების ტენდენცია — ერთ-ერთი იკარგება (მაგ., „ასანთი“ და „წუმწუმა“) ან მნიშვნელობას იცვლის (მაგალითად, სიტყვა ასლი თავდაპირველად დედანს ნიშნავდა)[1].

სინონიმები მიახლოებულ მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით იძენენ და ამგვარი კონტექსტის შეცვლის შედეგად შესაძლოა ხშირად სინონიმის მნიშვნელობა დაკარგონ. ამგვარად, ზოგი ლექსიკოგრაფი ამტკიცებს, რომ არ არსებობენ სინონიმები რომელთაც შეიძლება ზუსტად ერთი და იგივე მნიშვნელობა ჰქონდეს ეტიმოლოგიის, ორთოგრაფიის, ფონეტიკური მახასიათებლების, ორაზროვნებისა და გამოყენების სპეციფიურობის გამო. სხვადასხვა სიტყვას, რომელთაც მსგავსი მნიშვნელობა აქვს ხშირად რაღაც მიზეზის გამო განსხვავდება. სინონიმები ხანდახან ევფემიზმების წყაროა.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 374.

This article uses material from the Wikipedia ქართული article სინონიმები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.

In other languages:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მთავარი გვერდიგიორგი ამილახვარიდაუნის სინდრომისულხან-საბა ორბელიანიდათო ტურაშვილიდავით IV აღმაშენებელისაქართველოთბილისიილია ჭავჭავაძეთამარ მეფევეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიშოთა რუსთაველიოთარ ჭილაძევაჟა-ფშაველაალექსანდრე მაკედონელიღამურახვიჩა კვარაცხელიაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIაფხაზეთიზედსართავი სახელიაფრიკაქუნთრუშაქვეყნების სიაქართული დამწერლობააკაკი წერეთელინიკო ფიროსმანისვანეთი9 აპრილის ტრაგედიაზმნავეგეტარიანელობასაქართველოს მდინარეების სიადიდგორის ბრძოლადედამიწაკარტოფილიგაზაფხულისვეტიცხოველიბუნიობაგალაკტიონ ტაბიძეექვთიმე თაყაიშვილისაქართველოს გეოგრაფიაფარნავაზ Iსამეგრელონოვრუზი აზერბაიჯანშიწყალიუშგულის თემიქაშვეთის ეკლესიამეორე მსოფლიო ომიტყელაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი21 მარტიჩერნობილის კატასტროფავოლფგანგ ამადეუს მოცარტისაქართველოს ისტორიათურქეთისინონიმებიეზოპეეპითეტიმიხეილ ჩხენკელისაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი V ბრწყინვალეთორნიკე ერისთავიაზიასაქართველოს წითელი ნუსხამსოფლიოს შვიდი საოცრებაწითელი წიგნიამილახვრებიჩუტყვავილასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიქრომოსომაშავი ზღვაამერიკის შეერთებული შტატებინოვრუზიაღდგომა🡆 More
/** SHOW / HIDE SECTION**/function mfTempOpenSection(getID) {var x = document.getElementById("mf-section-"+getID); if (x.style.display === "none") { x.style.display = ""; } else { x.style.display = "none"; }}