სექსუალური ორიენტაცია

სექსუალური ორიენტაცია — ადამიანის ემოციური, რომანტიკული და/ან სექსუალური მიზიდულობა საპირისპირო ან იმავე სქესისა თუ გენდერის, ორივე სქესის ან ერთზე მეტი გენდერის მიმართ.

ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის მიხედვით, სექსუალური ორიენტაცია ასევე გამოხატავს „პიროვნული და სოციალური იდენტობის განცდას, რომელიც დამყარებულია იმ მიზიდულობებზე, მათ გამომხატველ ქცევებსა და იმ ჯგუფის მიკუთვნებულობაზე, რომლის წევრებიც ამ ემოციებს იზიარებენ“.

მკვლევართა შორის არსებული კონსენსუსის თანახმად, სექსუალური ორიენტაცია არა არის არჩევანი. არ არსებობს სექსუალური ორიენტაციის გამომწვევი მარტივი, ერთი მიზეზი. კვლევები აჩვენებს, რომ ესაა გენების, ჰორმონებისა და გარემოს გავლენათა კომბინაცია. სექსუალური ორიენტაცია, როგორც წესი, სამი სახის ტერმინით გამოიხატება: ჰეტეროსექსუალობა, ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა. ზოგჯერ სექსუალური ორიენტაციის მეოთხე კატეგორიად ასევე მიიჩნევა ასექსუალობა.

ადამიანის სექსუალობის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური გაგება, ანუ ჰეტეროსექსუალურ-ჰომოსექსუალური კონტინუუმი (განგრძობითი სპექტრი), სექსუალურ ორიენტაციას ათავსებს ჰეტეროსექსუალურ-ჰომოსექსუალურ კონტინუუმს შორის. კონცეფცია ძირითადად ეფუძნება ალფრედ კინსის 1940 წლის კვლევას სექსუალურობაზე; კინსის რესპონდენტთა მნიშვნელოვანმა რიცხვმა განაცხადა თავისი ბისექსუალობის შესახებ, ჰეტეროსექსუალობასთან/ჰომოსექსუალობასთან შედარებით, რაც ადრე იყო ნავარაუდევი. ამ კონტინუუმს დიდი გავლენა ჰქონდა 1970 და 1980-იანი წლების ფემინისტურ და გეი მოძრაობებზე, რადგან მეცნიერები და მოძრაობების ლიდერები ცდილობდნენ განესხვავებინათ სქესი (მაგ. მამაკაცად ან ქალად ყოფნა) გენდერისა და სექსუალობის სოციალური, კულტურული და ფსიქოლოგიური ასპექტებისგან. კინსლის შკალას ღირსებებად ითვლება ის, რომ მან ამოაგდო სექსუალური ორიენტაციის დიქოტომიური კლასიფიკაცია და დაუშვა ადამიანური სექსუალობის ახალი პერსპექტივები. მიუხედავად ამისა, შკალამ კრიტიკაც დაიმსახურა, რადგან იგი მაინც არ იყო ჭეშმარიტი კონტინუუმი. მიუხედავად იმისა რომ შვიდი კატეგორია, სექსუალური ორიენტაციის უფრო ზუსტ დიფერენციაციას იძლევა ვიდრე დიქოტომიური შკალა, მაინც რთულია იმის გარკვევა თუ რომელ კატეგორიას შეესაბამება ინდივიდი.

სექსუალური ორიენტაციის ფორმები

  • ჰეტეროსექსუალობა — მხოლოდ ან განსაკუთრებულად საპირისპირო სქესით გატაცება. (ჰეტეროსექსუალი)
  • ჰომოსექსუალობა — მხოლოდ ან განსაკუთრებით საკუთარი სქესით გატაცება (გეი, ლესბოსელი, ჰომოსექსუალი)
  • ბისექსუალობა — როგორც საკუთარი, ასევე საპირისპირო სქესით გატაცება; არა აუცილებლად ერთ დონეზე და არა აუცილებლად ერთდროულად.
  • პანსექსუალობა — საზღვრებს შორის მოქცეული სქესის გარდა სხვა „გარდამავალი“ სქესით გატაცებაც. (პანსექსუალი)
  • ასექსუალობა — სხვებისადმი სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობა. (ასექსუალი)

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში, რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“.

სქოლიო

Tags:

სექსუალური ორიენტაცია სექსუალური ორიენტაციის ფორმებისექსუალური ორიენტაცია რესურსები ინტერნეტშისექსუალური ორიენტაცია ლიტერატურასექსუალური ორიენტაცია სქოლიოსექსუალური ორიენტაციაგენდერისქესი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ელენე ახვლედიანიმარჯნის რიფიფერნანდო მაგელანიგამარჯვების დღეირემიზაქარია ფალიაშვილიდედამიწაბატონებიერეკლე IIჭანჭახისწვერიპარიზისიყვარულიმასტურბაციალადო გუდიაშვილიავსტრალიასეფსისილეკიანობასამეგრელოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიფარნავაზ Iძველი ეგვიპტეჰაერიერთეულთა საერთაშორისო სისტემაალპებიგალაკტიონ ტაბიძეგიორგი ლეონიძემერაბ მამარდაშვილითუშეთიC ჰეპატიტივარძიაგიორგი მაზნიაშვილიგულიადამიანის ჩონჩხიალტრუიზმიცენტნერიაზერბაიჯანიგოგირდიმიუზიკლიგლობალიზაციაგანმანათლებლობატიციან ტაბიძესქესობრივი აქტიაბო თბილელის წამებადოფამინიბალდუინ IV იერუსალიმელიექვთიმე თაყაიშვილისისხლიზოდიაქოვარდების რევოლუციაჰოლოკოსტიკაცხის სვეტიდიმიტრი ყიფიანიამერიკის შეერთებული შტატებიცადამაყვანამელადემეტრე II თავდადებულიმარიამ მეგვიპტელიურანირომის დაარსებაბათუმის ბოტანიკური ბაღიმიხეილ ხერგიანიზედსართავი სახელითბილისის ზღვათბილისის მეტროპოლიტენისახარებაესპანეთიიგინახშირბადიქუთაისითირკმელინიუტონის კანონებიგიორგი III (საქართველოს მეფე)შინაური ძაღლი🡆 More