ლუციუს ანეუს სენეკა

ლუციუს ანეუს სენეკა (ლათ.

დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4, კორდუბა (კორდობა) — გ. ახალი წელთაღრიცხვის 65, რომი) — რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე. ნერონის აღმზრდელი და სტოიციზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი. მიეკუთვნებოდა მხედრის წოდებას. დაახლოებით 33 წელს ტიბერიუსის დროს გახდა კვესტორი. მისი პანთეიზმი ეწინააღმდეგება რელიგიური მოძღვრების მონოთეისტურ იდეებს. სენეკას მიხედვით, უზენაესი ღმერთია შემოქმედი გონი. სულის ჭეშმარიტი არსებობა შესაძლებელია მხოლოდ სხეულის გარეშე, რომელიც ბოროტების სათავედაა მიჩნეული. სენეკას მოძღვრებაში ადამიანის მიზნად დასახულია აფექტებისაგან განთავისუფლება. მისი აზრით, ღვთაებრივი შეწყალების გარეშე შეუძლებელია განწმენდა და ღმერთამდე ამაღლება. სენეკა იზიარებს ძველ სტოელთა თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ სამყარო პერიოდულად ინთქმება ხანძარში, აგრეთვე პროვიდენციულ-ფატალისტურ მოძღვრებას ღმერთის, განგების, ბედისწერისა და ბუნების კანონების შესახებ, რომლებიც სენეკასთვის ერთმანეთის სინონიმებია. იგი იცავს ზოგადსტოურ კოსმოპოლიტიზმს, ამქვეყნიურ სახელმწიფოს კოსმიურის ნაწილად მიიჩნევს და ამტკიცებს მის ბუნებრივ აუცილებლობას. სენეკა ქადაგებდა ადამიანთა საყოველთაო თანასწორობას (მონათა ჩათვლით). სენეკას ლიტერატურული შემოქმედებიდან აღსანიშნავია სატირა იმპერატორ კლავდიუსის გარდაცვალების გამო „გაკვახება“.

ლუციუს ანეუს სენეკა
ლუციუს ანეუს სენეკა
სენეკას მარმარილოს ბიუსტი, XVII საუკუნე, პრადოს მუზეუმი
დაბადების თარიღი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4
კორდუბა (კორდობა
გარდაცვალების თარიღი ახალი წელთაღრიცხვის 65
რომი
საქმიანობა ფილოსოფია
დრამატურგია
პოეზია

მისი სახელით ჩვენამდე მოღწეული ტრაგედიებიდან მნიშვნელოვანია „მედეა“, „ოიდიპოსი“, „თიესტე“, „ფედრა“, „გაშმაგებული ჰერკულესი“, „აგამემნონი“, „ტროელი ქალები“, „ფინიკიელი დიაცები“, „ეტელი ჰერკულესი“, „ოქტავია“. ამ ტრაგედიებმა დიდი გავლენა მოახდინა შექსპირსა და ფრანგ კლასიცისტებზე (პიერ კორნელი, ჟან რასინი), ხოლო ფილოსოფიურმა ტრაქტატებმა „ნუგეშისცემანი მარციუსისადმი“, „რიცხვისათვის“ და სხვა — მემუარულ-ეთიკური ჟანრის მწერლებზე (მიშელ დე მონტენი). სენეკას მიეწერება აგრეთვე რიგი მცირე ლექსი („ეპიგრამები“).

ლიტერატურა

ლუციუს ანეუს სენეკა 
არის გვერდი თემაზე:
ლუციუს ანეუს სენეკა 
არის გვერდი თემაზე:
  • ურუშაძე ა., მაჭავარიანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 286.
  • Pernice G., Seneca morale, Tortona, 1964;
  • Bourgery A., Sénéque-prosateur, P., 1922;
  • Hermann L., Le théátre de Sénéque, P., 1924;
  • Lana I., L. Anneo Seneca..., Torino, 1963;
  • Seneca. Ed. by C. D. N. Costa, L. — Boston, 1974.

Tags:

3365ადამიანიაფექტიკვესტორიკლავდიუსიკორდობა (ესპანეთი)ლათინური ენამონოთეიზმინერონიპანთეიზმირომისტოიციზმისხეულიტიბერიუსიღმერთიძვ. წ. 4ხანძარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეკატერინე IIჰარი პოტერიალკოჰოლური სასმელისაქართველოს პარლამენტიაღდგომათეთნულდიპაბლო პიკასოკახეთის მხარეეგზისტენციალიზმიალექსანდრე მაკედონელივერძი (ასტროლოგია)კრწანისის ბრძოლასოლიკო ვირსალაძეგერმანიის ქალაქების სიაინფორმაციაეკოლოგიაჯვაროსნული ლაშქრობებიარსებითი სახელიქართული ენათამარ ჩერგოლეიშვილიკონსტანტინოპოლის დაცემარუსეთის იმპერიაიმანუელ კანტილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიიალბუზიუინსტონ ჩერჩილივენერაორგაზმიბულგარეთიტყეფუტურიზმიქართული გვარისაქართველოს მდინარეების სიადეციმეტრიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ოლიმპიური თამაშებიჭადრაკიქართლის სამეფოათონის ივერთა მონასტერიგაერთიანებული სამეფოლადო ასათიანიბაბუაწვერაბორჯომიბაბისმთაგიორგი ანწუხელიძეგიორგი IV ლაშაქართული ხალხური ცეკვებიქუთაისიცენტნერიმდინარექართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოჯალალედინისი ქოული ბატარუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ნიკო ფიროსმანითვითმმართველობასიღნაღიკილომეტრიკურო (ასტროლოგია)ივანე ჯავახიშვილიმარო მაყაშვილიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემანიუტონის კანონებივახტანგ I გორგასალინიკორწმინდამაროკომსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითაქემენიანთა იმპერიაგიორგი III (საქართველოს მეფე)ზმნაენცეფალოპათია22 აპრილიბახტრიონის ბრძოლაკვიპროსიმიხეილ მესხის სტადიონიაჭარაალპები🡆 More