საშინელებათა ფილმი

საშინელებათა ფილმი — კინემატოგრაფიული ჟანრი, რომლის მიზანია მაყურებელში შიშისა და მღელვარების გამოწვევა.

საყოველთაოდ ცნობილი საშინელებათა ფილმებია: „ფრანკენშტეინი“, „დრაკულა“, „კივილი“, „საშინელება თელების ქუჩაზე“, „პარასკევს 13-ში“ და სხვ.

ისტორია

მუნჯი კინო

საშინელებათა ფილმები კინოს შექმნის პირველივე წლებიდან იღებს სათავეს. პირველი მუნჯური საშინელებათა ფილმები იყო ჟორჟ მელიეს ეშმაკის ციხე-სიმაგრე (1896), რომელიც ვამპირებზე მოგვითხრობს. გერმანელმა პოლ ვეგენერმა 1913 წელს გადაიღო ფილმი Der Golem, რომელმაც 1930-იანი წლებიდან შთააგონა ჰოლივუდს მონსტრებზე ფილმები.

მეორე ფილმი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საშინელებათა ფილმების განვითარებაზე არის ისევ გერმანული ფ.ვ. მურნოს ნოსფერატუ ვამპირი (1922), რომელიც ვამპირებზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. რობერ ვეინის დოქტორ კალიგარის კაბინეტს კინორეჟისორები დღესაც მოდელად მიიჩნევენ.

ხმოვანი კინო

1930-იან წლებში Universal Pictures-მა აშშ-ში რამდენიმე საშინელებათა ფილმი აწარმოა, რომლებშიც „გოთური“ ატმოსფერო იყო გამეფებული. ამ ფილმებს შორისაა დრაკულა და ფრანკენშტეინი.

1950-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ცივი ომისა და ატომური ბრძოლის შიშმა გავლენა იქონია საშინელებათა ფილმებზე, რომლებშიც ჩნდებიან უცხოპლანეტელები, რადიაციით ან მეცნიერული ექსპერიმენტებით მიღებული მუტანტები და გიგანტი მწერები.

1960-იანი წლებიდან საშინელებათა ფილმები უფრო შოკისმომგვრელი ხდება. ხშირად ურჩხულების მაგივრად ფსიქიკურად არასტაბილური ადამიანებია გამოყვენილი, როგორც ეს ხდება ფსიქოში. 60-იანი წლების დასასრულისთვის საშინელებათა ფილმების ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა.

1990-იანი წლებიდან ამ ჟანრის ფილმებში ჩნდება პაროდიული და ირონიული ტონი, ამის მაგალითია კივილი.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

საშინელებათა ფილმი ისტორიასაშინელებათა ფილმი რესურსები ინტერნეტშისაშინელებათა ფილმიბრემ სტოკერის დრაკულა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცივი ომიმზის სისტემაოქსიდიებრაელებიკრავაი ჯაყელისტუმარ-მასპინძელიმტკვარიუკრაინასაქართველოს კონსტიტუციამონღოლთა ბატონობა საქართველოშიმელაყვავილოვანი მცენარეებითინათინ ბოკუჩავამარტივი რიცხვიასპინძის ბრძოლატურიზმიქართველებიეკოლოგიაბაგრატიონებიანა კალანდაძესაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკავარძიაპოლონეთითემურლენგიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებილუდვიგ ვან ბეთჰოვენიტელეფონების ნომრები საქართველოშიალტრუიზმიამირანი (მითოლოგია)სალადინისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტირიმა ბერაძერუმინეთითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიადიშის ოთხთავისეფსისიევროკავშირიმურა დათვიაკაკი წერეთელიანტარქტიდაგიორგი მაზნიაშვილიქართული გვარიკუბური მეტრიცოტნე დადიანივალტორნაჰარი პოტერილიმფოციტებიბაყაყისპილოსებრნილარიმშვილდოსანი (ასტროლოგია)მონაკორუსუდანისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიკარტოფილიმიხეილ სააკაშვილიხინკალიკილომეტრირომბიმაჰმადიმღრღნელებიინგლისიალცჰაიმერის დაავადებასოზარ სუბარიერთა ლიგაევერესტიმაიმუნებიბუნებრივი რესურსებიერითროციტებიგორიალექსანდრე ყაზბეგიჩარლი ჩაპლინიმადრიდიაპენდიციტითეატრი🡆 More