საკმლის ხე, კევის ხე, საღსაღაჯი (ლათ.
იშვიათი რელიქტური ჯიშია. მისი სიმაღლე 2-10 (15) მ აღწევს. აქვს ფართოდ გადაშლილი და ხშირად მიწის პირამდე ჩამოსული მომრგვალო ვარჯი. ყვავილობს აპრილში, ფოთლების გამოტანამდე. ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება.
საკმლის ხე | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Pistacia atlantica | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Pistacia mutica, Pistacia atlantica | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 19365844 | ||||||||||||||
|
გავრცელებულია მცირე აზიიდან დასავლეთ ირანამდე. ყირიმსა და კავკასიის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე (ანაპა, გელენჯიკი), აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიაში. საქართველოში იზრდება ქართლში, გარე კახეთსა და ქიზიყში. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი, კარგად შენახული კორომია შირაქის ზეგანზე (ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი). მეორე დიდი მასივი არის აზერბაიჯანში ყარაბაღის ველზე (სულთადის კორომი, ისიც ნაკრძალია).
საკმლის ხის კორომები ნათელი ტყის, საკმლისხიანის ან არიდული მეჩხერი ტყის სახელით არის ცნობილი და ვაკეებსა და მთისწინეთში გვხვდება. ხარობს მთის კალთებზეც, სადაც შერეულია სხვა ქსეროფილურ მერქნიან სახეობებთან (აკაკი, ბერყენა, ქართული ნეკერჩხალი, მუხა, თელა, ჯაგრცხილა, ღვია და სხვა). მთებში ზღვის დონიდან 1000 მ-მდე აღწევს. სინათლისა და სითბოს მოყვარულია, კარგად ეგუება ნიადაგისა და ჰაერის სიმშრალეს, იტანს ნიადაგის დამლაშებასაც. პერსპექტიული მშრალი და ხრიოკი ადგილების გასამწვანებლად. რგავენ აგრეთვე ბაღ-პარკებში ეულად და მცირე ჯგუფებად (თბილისის ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე ხეა).
იზრდება ძალიან ნელა (120 წლისა 5 მ სიმაღლეს აღწევს). ცოცხლობს დიდხანს, 250-300 წელს (გვხვდება 1000 წლისაც კი). აქვს მკვრივი, მაგარი და მძიმე მერქანი, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. ღეროს ძივთში (გუმფისი) 75% ფისი და 25% ეთეროვანი ზეთებია. მშრალ ფისს ხმარობენ კევად. საღებავის დასამზადებლად, პარფიუმერიაში. ნაყოფი შეიცავს 60%-მდე ზეთს, რომელსაც ტექნიკური მიზნებისათვის იყენებენ, ფოთოლი — 20%-მდე ტანიდებს. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ამიერკავკასიაში საკმლის ხეს იყენებენ ნამდვილი ფსტის (ლათ. Pistacia vera) საძირედ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article საკმლის ხე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.