საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი უწყება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად.
სამსახური შექმნილია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 2009 |
იურისდიქცია | დამოუკიდებელი |
თანამშრომლები | 221 (2016 წ. საშტატო განრიგით) |
ყოველწლიური ბიუჯეტი | 10 785 000 ₾ (2020) |
უწყების ხელმძღვანელი | გოგიტა თოდრაძე, აღმასრულებელი დირექტორი |
უწყების ტიპი | სსიპ |
საიტი | |
www.geostat.ge |
საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ჰყავს ორი მოადგილე, რომელთა დაქვემდებარებაში შედის 11 სხვადასხვა დეპარტამენტი. აღმასრულებელი დირექტორი ასევე არის ორი სათათბირო ორგანოს — საბჭოს წევრი: ესენია საქსტატის საბჭო და მრჩეველთა საბჭო.
This article uses material from the Wikipedia ქართული article საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.