საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა — საქართველოს ეროვნული მოძრაობის საქმიანობის მთავარი მიზანი მეოცე საუკუნის 80-იან წლებში.

მოძრაობა დასრულდა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით და საბჭოთა კავშირიდან გასვლით.

წინარეისტორია

ჯერ კიდევ 1953 წელს შეიქმნა ახალგაზრდული იატაკქვეშა ორგანიზაცია „გორგასლიანი“. სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამ პირველ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს მოჰყვა ეროვნული მოძრაობის ხანგრძლივი და რთული გზა: ლიდერების დაპატიმრება, ბრძოლა ქართული ენისთვის 1978 წელს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, განხეთილება ეროვნულ მოძრაობაში და ბოლოს - 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები.

არჩევნები

იმავე წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული და, რაც მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანია, - არასაბჭოთა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. არჩევნების შედეგებმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს: დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ ორგანიზაციებმა. 1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია. ამავე სესიაზე გაუქმდა სახელწოდება „საქართველოს სსრ“ და ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცდა რესპუბლიკის ახალი ეროვნული ჰიმნი, სახელმწიფო დროშა და გერბი. საქართველოში გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ერთადერთი შეკითხვით „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა სარეფერენდუმო შეკითხვას გასცა დადებითი პასუხი.

დამოუკიდებლობის გამოცხადება

აუდიოჩანაწერი: ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე , რითაც საბჭომ პატივი მიაგო 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას. სხდომის დღის წესრიგში შედიოდა ერთადერთი საკითხი, ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. სხდომაზე ორსაათიანი სიტყვით გამოვიდა ზვიად გამსახურდია, რომელმაც საკუთარ სიტყვაში ისაუბრა რსფსრ-ის მიერ 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევაზე, 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უკანონო ანექსიაზე, 1924 წლის აჯანყებაზე, 1989 წლის 9 აპრილზე და დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმზე. გამსახურდიას გამოსვლის შემდეგ უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ქართველ-ებრაელთა ჯგუფი და ინგუშეთის ლიდერები. დარბაზში დაუკრეს ჰიმნი „დიდება“, თუმცა დარბაზში მყოფთაგან ცოტამ თუ იცოდა მისი ტექსტი. პარალელურად მიმდინარე ქართულ-ოსური ბრძოლების მიუხედავად ეს დღე საზეიმოდ აღინიშნა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ დასწრებია დასავლეთის არცერთი სახელმწიფოს წარმოამდგენელი არ დასწრებია, დიდ სახელმწიფოებს არ უღარებიათ საქართველო დე იურედ იმავე წლის დეკემბრმდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა წინარეისტორიასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა არჩევნებისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა დამოუკიდებლობის გამოცხადებასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იხილეთ აგრეთვესაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ლიტერატურასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა რესურსები ინტერნეტშისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა1991საბჭოთა კავშირისაქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კონსერვატიზმიშინაური ძაღლიქართული გვარიარსებითი სახელითხის რქა (ასტროლოგია)ოქროს საწმისისამკუთხედიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებადეზოქსირიბონუკლეინის მჟავანატურალური რიცხვიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითთეთნულდიკანონიერი ქურდიქართული ვაზის ჯიშებიივანე ჯავახიშვილიგიორგი სააკაძეთამარ ჩერგოლეიშვილიმელანომასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასაქართველოს ქალაქებილომი (ასტროლოგია)თურქეთიკონსტანტინე გამსახურდიაიბერიამიუზიკლიკანონი (ნორმატიული აქტი)კაპიტალიზმივიქტორ დოლიძექართვლის დედავერცხლირუსეთიშინაური კატავოლფგანგ ამადეუს მოცარტიანბანიმენსტრუაციახელოვნებანატრიუმისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკავიკისაწყობისოციალიზმილომიდინოზავრებისაქართველოს გეოგრაფიახარებაკურდღელიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაბაროკომათემატიკარუსული დამწერლობაშრი-ლანკააქემენიანთა იმპერიადავითგარეჯახმოვანისაქართველო IV საუკუნეშიჯვაროსნული ლაშქრობებიარაბთა გაერთიანებული საამიროებიბარაკონიდავით IV აღმაშენებელიფობიების სიასსრკ-ის დაშლაგარემოს დაბინძურებაგელათის მონასტერიყინწვისის მონასტერიეგვიპტის პირამიდებიწიგნისიოგუნიკირჩხიბი (ასტროლოგია)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიგველებიეროზიასაქართველოს სახელმწიფო დროშაბზობათავისუფლების დიდი ქარტიაანალური სექსი🡆 More