საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება დაარსდა 1907 წელს თბილისში, ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით, ისტორიის მოყვარულთა წრის ბაზაზე.

საზოგადოების წესდება ფართოდ განხილვის შემდეგ 1907 წლის 30 ივნისს დამტკიცდა.

საზოგადოების წევრები იყოფოდნენ კატეგორიებად: მზრუნავნი, საპატიონი, ნამდვილნი, კორესპონდენტნი და დამხმარენი. მზრუნავისა და საპატიო წევრის არჩევა ხდებოდა საზოგადოების კრებაზე ხმების უმრავლესობით. ნამდვილი წევრების არჩევა შეიძლებოდა საზოგადოების 2 წევრის წინადადებით. კორესპონდენტებსა და დამხმარეებს ირცევდა საბჭო. საზოგადოების საქმეებს მართავდა საზოგადოების კრება და საბჭო. საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ საზოგადოების თავმჯდომარე, თავმჯდომარის ამხანაგი, მუზეუმისა და ბიბლიოთეკის მცველი, ხაზინადარი, მდივანი და 4 წევრი. საზოგადოებას ჰქონდა განყოფილებები: საისტორიო საარქოლოგიო, საეთნოგრაფიო, საანთროპოლოგიო, სალინგვისტო და სანუმიზმატიკო.

საზოგადოებამ დაარსებისთანავე დიდი თანაგრძნობა მოიპოვა საქართველოს მოსახლეობაში, სხვადასხვა სახის შემოსაწირავები (ფული, წიგნები, ხელნაწერები და სხვა), ამასთან წესდების შესაბამისად საზოგადოების წევრთა მიერ შემოტანილი თანხა (მაგ. მზრუნავი ყოველწლიურად 600 მანეთს იხდიდა) აძლიერებდა საზოგადოებას და საშუალებას აძლევდა ფართო სასარგებლო საზოგადო საქმიანობის გაშლისათვის. საზოგადოების წევრები აგროვებდნენ და ინახავდნენ საქართველოს და მისი მოსაზღვრე ქვეყნების არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, ლიტერატურის და ეთნოგრაფიის მასალებს.

საზოგადოებამ გამოსცა სამეცნიერო შრომების 2 სერია: „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. 1914 წელს გამოსცა ვეფხისტყაოსანი, 1916 — „შაჰნამეს“ ქართული თარგმანი (I ტომი).

დიდი ყურადღება ექცეოდა ექსკურსია-ექსპედიციების მოწყობას, რომლებსაც ფართო მეცნიერული ხასიათი ჰქონდათ (გროვდებოდა ძვ. წიგნები, ხელნაწერები, ტარდებოდა არქეოლოგიური გამოკვლევები). მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენები. მნიშვნელოვანი იყო ძველი ქართული ხუროთმოძღვართა ნამუშევრების გამოფენა (VI—XIX საუკუნეები). საზოგადოება დიდი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. ფართო აუდიტორიისათვის სხვადასხვა საკითხებზე კითხულობდნენ ლექციებს საზოგადოების წევრები: ი. ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, მ. ჯანაშვილი, ა. შანიძე, დ. კარიჭაშვილი, პავლე ინგოროყვა.

საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სალექსიკონო და სალინგვისტო საქმიანობას. სათანადო მასალების შეგროვებაში, კვლევასა და სისტემაშ მოყვანაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იუსტ. აბულაძემ, ს. გიორგაძემ, გ. იმნაიშვილმა, პ. კარბელაშვილმა, ი. სონღულაშვილმა და სხვებმა. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველოლოგიის ცენტრი იყო რევოლუციამდელ საქართველოში. მის წევრებს დიდი ღვაწლი მიუძღვით თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში.

საქართველოში საბჭოების დამყარების შემდეგ საზოგადოების საქმიანობა მრავალმხრივი და საინტერესო გახდა. მუზეუმი და წიგნთსაცავი გამდიდრდა ახალი ძვირფასი ისტორიული კოლექციებით. ამ კოლექციათა ერთი ნაწილი მოსკოვიდან და ლენინგრადიდან (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი) დაუბრუნდა რესპუბლიკას. 1923 წელს სიგელ-გუჯრებისა და სხვა საბუთების რაოდენობამ 10000 მიაღწია. 1922 წელს საზოგადოებას სათავეში ჩაუდგა ივანე ჯავახიშვილი. მასთან ერთად საზოგადოების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ აკაკი შანიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, შალვა ამირანაშვილი, გიორგი ჩიტაია, სარგის კაკაბაძე და სხვები. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება აკადემიის მიმართულების ერთადერთი დაწესებულება იყო თავისი დროისათვის.

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობა ახალი ძალითა და მასშტაბით გაიშალა 1959 წლიდან, როცა შეიქმნა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება.

ლიტერატურა

  • მეტრეველი რ., საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, თბ., 1952

Tags:

ექვთიმე თაყაიშვილითბილისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აპენდიციტიპროპაგანდაფოცხვერიიუნესკოთურქეთისაქართველოს მმართველთა სიააფხაზეთიეთიკაბაქტერიებიჩარლი ჩაპლინიდავით სარაჯიშვილიინგლისური ენაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიგია ყანჩელიშავი ზღვაინსულტიხვიჩა კვარაცხელიამაიმუნებივაჟა-ფშაველასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესეკულარიზმი9 აპრილის ტრაგედიაუილიამ შექსპირიაშშ-ის ისტორიაცხოველებიალავერდიგოდერძის ნამარხი ტყეცილებიხაშურიიუსტინიანე Iთემურლენგიდუბაის საამიროკაცხის სვეტირომან ფიფიახელისუფლების დანაწილებამერაბ მამარდაშვილისაფრანგეთიდელფინებიგერგეტის სამების ეკლესიავინსენტ ვან გოგითეთნულდისოლიკო ვირსალაძეზვიად გამსახურდიაგერმანიატერენტი გრანელიმონა ლიზაყაზახეთისაქართველოს სამეფოპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიმაცივარიმიწისძვრააბსცისაკომუნიზმიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)გიორგი ქოჩორაშვილიშუა საუკუნეებიიმერეთიჭიამაიასებრნისასანიანთა იმპერიაჟანრი ლოლაშვილიჯიმარასაქართველოს სოფლებიფსიქოლოგიასაჭმლის მომნელებელი სისტემაბაყაყიფილების ტექტონიკაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაგიორგი I (საქართველოს მეფე)ნატურალური რიცხვიფოტოსინთეზიჭინჭარისამცხე-ჯავახეთის მხარეჰემანგიომადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიპორტუგალიაქართული ვაზის ჯიშებითერგდალეულებიანემია🡆 More