საქართველოს თავდაცვის ძალები (2019 წლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალები) — საქართველოს სამხედრო ძალების ძირითადი და არასაომარ მდგომარეობაში ერთადერთი სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება.
სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ოპერატიული მართვისა — გენერალური შტაბი. საქართველოს თავდაცვის ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან. თავდაცვის ძალების რეზერვს აყალიბებს და ორგანიზაციას უწევს საქართველოს ეროვნული გვარდია.
საქართველოს თავდაცვის ძალები | |
---|---|
საქართველოს თავდაცვის ძალების დროშა | |
საქართველოს თავდაცვის ძალების გერბი | |
შეიქმნა | 30 აპრილი, 1991 |
ნაწილები | სახმელეთო ჯარები ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა ეროვნული გვარდია |
შტაბი | თბილისი, საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
მთავარსარდალი | სალომე ზურაბიშვილი |
თავდაცვის მინისტრი | ირაკლი ჩიქოვანი |
შტაბის უფროსი | გიორგი მათიაშვილი |
ცოცხალი ძალა | |
ხელმისაწვდომი სამსახურითვის | მამ. 1 038 736, ასაკი: 15–49 |
გამოსადეგი სამსახურითვის | მამ. 827 281, ასაკი: 15–49 |
სამხედრო ასაკი | 18 წელი სავალდებულო და ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურისთვის |
აქტიური | 37 000 |
ფინანსები | |
ბიუჯეტი | ₾ 1,3 მილიარდი (2023) |
ინდუსტრია | |
ადგილობრივი მომწოდებლები | თბილავიამშენი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ |
უცხოელი მომწოდებლები | ნატო თურქეთი ისრაელი აშშ უკრაინა |
ისტორია | |
წოდებები | საქართველოს სამხედრო წოდებები |
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონით „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“. 2010 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37000-მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60000 ადამიანი.
2012 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) განსაზღვრულია არაუმეტეს 37000 კაცისა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article საქართველოს თავდაცვის ძალები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.