სარაევო

სარაევო (ბოსნ.

2013 წლის აღწერით მოსახლეობა 450 ათასი ადამიანია, თუმცა სერბთა რესპუბლიკის მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ სარაევოს და სხვა მიმდებარე დასახლებების ჩათვლით, სავარუდო მოსახლეობა 600 000-ს აღწევს.

ქალაქი
სარაევო
ბოსნ. Sarajevo, ხორ. Sarajevo, სერბ. Сарајево
სარაევო
დროშა გერბი
სარაევო სარაევო

ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
რეგიონი ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია
კოორდინატები 43°52′00″ ჩ. გ. 18°25′00″ ა. გ. / 43.86667° ჩ. გ. 18.41667° ა. გ. / 43.86667; 18.41667
ქალაქის მერი ბენჯამინა კარიჩი
დაარსდა დაახ. 1462 წელი
ფართობი 141.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 500
მოსახლეობა 448 646 კაცი (2013)
ეროვნული შემადგენლობა ბოსნიელები (81 %), ხორვატები (5 %), სერბები (4 %)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +387 33
საფოსტო ინდექსი 71000
ოფიციალური საიტი sarajevo.ba
სარაევო — ბოსნია და ჰერცეგოვინა
სარაევო

ქალაქი დაარსებულია 1461 წელს ოსმალების მიერ. 1914 წელს სარაევოში მოკლულ იქნა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, რამაც სათავე დაუდო პირველ მსოფლიო ომს.

ბოსნია და ჰერცეგოვინას ფედერაციის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სარაევო ფედერაციის მთლიანი შიდა პროდუქტის 31%-ს აწარმოებს (2012). ქალაქის ისტორიული ცენტრი ოსმალეთის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების, XVI საუკუნე-XX საუკუნის დასაწყისი, პერიოდის შენობა-ნაგებობებისგან შედგება.

დასახლება, რომელმაც შემდგომში მიიღო სახელწოდება ბოსნა-სარაი (თურქ. saray-დან — „სასახლე“), დაახლოებით 1462 წელს თურქებმა დაარსეს. 1639 წლიდან, გარკვეული შუალედებით — ბოსნიის ელიათის ადმინისტრაციული ცენტრი, 1878 წლიდან — ავსტრია-უნგრეთის ბოსნია და ჰერცეგოვინას მთავარი ქალაქი. 1918 წლიდან — სერბების, ხორვატების და სლოვენების შემადგენლობაში. 1945 წლიდან — ბოსნია და ჰერცეგოვინას რესპუბლიკის დედაქალაქი.

1984 წელს სარაევო მასპინძლობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

ეტიმოლოგია

სარაევომ სახელწოდება მიიღო სასახლისგან, რომელიც აგებულია XV საუკუნის შუა ხანებში. ტერმინი „სარაი-ოვასი“ პირველად 1455 წლის დოკუმენტშია მოხსენიებული, და შეიძლება ნიშნავდეს ველს, რომელიც სასახლის დასავლეთით მდებარეობს: თურქული სიტყვიდან saray — „სასახლე“ და ovası — „ველი“. ასევე ქალაქის სახელწოდებისთვის გამოიყენებოდა სახელწოდება ბოსნა-სარაი (შედ. სარაი — ოქროს ურდოს დედაქალაქი): თურქულიდან სარაი — „სასახლე, ადმინისტრაციული შენობა“ (სიტყვასიტყვით „ბოსნიური სასახლე“), რომელიც XVI საუკუნეში გაზი-ჰუსრევ-ბეგმა ააგო. 1878 წელს, ბოსნიის ავსტრია-უნგრეთთან მიერთების შემდეგ ქალაქის სახელწოდება შეიცვალა სარაევოთი — სიტყვასიტყვით „სასახლის“.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სარაევო დაარსებულია შუასაუკუნოვანი ქალაქი ვრხბოსნას ადგილას (ტერმინი პირველად მოიხსენიება 1415 წელს) — „მდინარის ზედა დინება“ ან „მთა ბოსნაზე“: სერბულიდან ვრხ — „ზედა, მთა“ და ბოსნა — მდინარე, რომლის მიდამოებშიც ქალაქი მდებარეობს.

ბოსნიელები ქალაქს „შეჰერ-სარაევოს“ უწოდებდნენ, თურქები — „ახალ დამასკოს“. წარსულში არსებული ეთნორელიგიური მრავალფეროვნების გამო, ქალაქს ასევე ევროპულ ან ბალკანურ იერუსალიმსაც უწოდებდნენ.

სარაევოს პანორამა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბოსნია და ჰერცეგოვინაბოსნიური ენასარაევოს კანტონისერბთა რესპუბლიკასერბული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პარალელოგრამივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიბაგრატის ტაძარიჰარი პოტერიარაბობა საქართველოშიეროზიადავით კლდიაშვილიადმირალი (პეპელა)ჯიხვიერთიანი ნაციონალური მოძრაობასამკუთხედიხელოვნური თანამგზავრიამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკათავისუფლება (ფილოსოფია)ანბანისისხლისოციალიზმიმიხეილ ხერგიანიდანიადედოფალაიუსტინიანე Iაქემენიანთა იმპერიაბორჯომისეკულარიზმისლოვაკეთინიუ-იორკიწმინდა ნინორუმინეთიდუბაიტრეფიკინგირელიგიაკანადაბრაზილიაკომუნიზმი29 აპრილისუვერენიტეტიესპანეთისინონიმებისახელმწიფოინგლისის რევოლუციანაპოლეონ ბონაპარტიიაკობ გოგებაშვილიტოლგვერდა სამკუთხედიავსტრიაბერძნული მითოლოგიაძველი საბერძნეთითავისუფლების მოედანი (თბილისი)მელაადამიანიაგნოსტიციზმიგიორგი I (საქართველოს მეფე)ქალწული (ასტროლოგია)ბუნების დაცვაიტალიაგერგეტის სამების ეკლესიათახვიფოლკლორიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიუფლისციხემზესაქართველოს მუნიციპალიტეტებიბირთვული იარაღიბუდაპეშტიაუტიზმიმარტივი რიცხვიალიტერაციაალავერდიგოდერძის ნამარხი ტყეცილებიტაო-კლარჯეთიივანე ჯავახიშვილიავოკადოენგურის ჰიდროელექტროსადგურიკაცია-ადამიანი?!ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაჰარასულეიმან Iნოქალაქევი🡆 More