სამეული

სამეული, სამი მხატვრის შემოქმედებითი კოლექტივი: ალექსანდრე ნიკოლოზის ძე სლოვინსკი (* 10 ივნისი, 1935, თბილისი), ოლეგ მიხეილის ძე ქოჩაკიძე (* 21 თებერვალი, 1935, მოსკოვი), იური გიორგის ძე ჩიკვაიძე (* 21 ნოემბერი, 1934, თბილისი).

ქართველი ფერმწერები, თეატრის მხატვრები, არქიტექტორები, საქართველოს დამსახურებული მხატვრები (1967), კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი მხატვრები (1976-იდან).

დაამთავრეს თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი (1959). გააფორმეს სპექტაკლები: ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა" (1963), მილერის "სეილემის პროცესი" (1965), ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები" (1966) რუსთაველის სახელობია თეატრში; ფლეჩერის "ჭირვეული ქმრის მორჯულება" (1972), მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" (1974), სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (1978) - მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; ბრეხტის "ჯარისკაცი ჯარისკაცია" (1965) - მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრში; ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება" (1973) - მოსკოვის გოგოლის სახელობის თეატრში და სხვა. ქმნიან სცენოგრაფიული ხელოვნების თანადროული ეტაპის შესატყვის გონებამახვილურ დეკორატიული გარემოს, განპირობებულს კონკრეტული სპექტაკლის ამოცანებით. მუშაობენ როგორც არქიტექტორები (ავტომოტელი "უშბა", დიღომი, 1962; ტურისტული სასტუმრო, ბაკურიანი, 1974 და სხვ.); პარალელურად მოღვაწეობდნენ ხელოვნების სხვა დარგებში. გააფორმეს ბიჭვინთის საზღვაო ვაგზალი, 1968; საჭადრაკო და ალპური კლუბები თბილისში და სხვა.

ლიტერატურა

  • კინწურაშვილი ქ., ქსე, ტ. 8, გვ. 718, თბ., 1984

Tags:

10 ივნისი1934193521 თებერვალი21 ნოემბერითბილისიმარჯანიშვილის სახელობის თეატრიმოსკოვიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაცვალსახელისოლომონ Iიბრაჰიმ ტრაორეტყეტაჯიკეთიმზეთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიკავკასიაგერმანიასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაოქსიდიისააკ ნიუტონიტრეფიკინგიმერაბ მამარდაშვილიემპათიავერძი (ასტროლოგია)ვიტამინებიგნეუს პომპეუს მაგნუსინიკო ფიროსმანიგიორგი ქვილითაიამგელინიკა კვეკვესკირიუეფაჯანსუღ კახიძემექსიკადათა თუთაშხიაბუნებრივი რესურსებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქები26 მარტიჩრდილოეთ ამერიკასანქტ-პეტერბურგიჯუზეპე ვერდიმთვარის დაბნელებაისლამური სახელმწიფონიუემსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითწითელი წიგნისაბერძნეთის გეოგრაფიაქართვლის დედაბუნებასამასი არაგველილევანტე (საფეხბურთო კლუბი)დიმიტრი ყიფიანიცოტნე დადიანიქართულ-სელჩუკური ომებირესპუბლიკაFacebookვერის უბნის მელოდიებითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიქართლის გაქრისტიანებაწყნარი ოკეანეევროპა-აზიის საზღვარიბერიკაობაძველი თბილისიალექსანდრე მაკედონელის ომებითბილისის ისტორიაილია თოფურიაკურო (ასტროლოგია)ცენტნერისამხრეთი ამერიკაოთარ გაბელიაოცდაათწლიანი ომილუდვიგ ვან ბეთჰოვენინაღვლის ბუშტიინტერნეტიგრიგოლ ხანძთელიარწივიყაზახეთიჰიპერბოლა (ენა)A-GPSბერძენ-სპარსელთა ომებიკუნილინგუსიფილოსოფიალიონელ მესიქრისტიანობათეთნულდისიზმარისაჰარა🡆 More