საიათნოვა

საიათნოვა (სომხ.

Սայաթ-Նովա; სპარს. سایات‌نووا; აზერ. Sayat-Nova; დ. 14 ივნისი, 1712, ტფილისი — გ. 22 ნოემბერი, 1795, ახპატი) — საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად სომეხი პოეტი, აშუღი, მომღერალი.

საიათნოვა
სომხ. Սայաթ-Նովա
აზერ. Sayat Nova
სპარს. سایات‌نووا
საიათნოვა
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1712(1712-06-14)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი თბილისი[4]
გარდაცვალების თარიღი 22 ნოემბერი, 1795(1795-11-22)[1] [2] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი ახპატი
დასაფლავებულია სურფგევორქი
საქმიანობა პოეტი, კომპოზიტორი[5] , მომღერალი და აშუღი
მოქალაქეობა ქართლის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო
საიტი sayat-nova.am

საიათნოვა (ნამდვ. სახელი არუთიუნ საიათიანი) 1712 წელს დაიბადა თბილისში. დედა თბილისელი ჰყავდა, მამა კი წარმოშობით ან ალეპოდან ან ადანიდან უნდა ყოფილიყო. საიათნოვა განთქმული იყო საკუთარი ლექსებით, სიმღერით. უკრავდა კამანჩეზე, ჩონგურზე. ის ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. ასევე გადმოცემით მისი შუამავლობით შესაძლებელი გახდა ალიანსი საქართველოს, სომხეთსა და შირვანს შორის სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა მეფის ქალიშვილის სიყვარულის გამო კარის სამსახური დაკარგა და დანარჩენი ცხოვრება გზაში ხეტიალსა და სიმღერაში გალია. 1768 წელს ბერად შედგა ახპატში, დროდადრო თბილისს უბრუნდებოდა. დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში ახპატის მონასტერში აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს. დაკრძალულია თბილისის სურფგევორქის ეკლესიაში.

შემოქმედება

საიათნოვას ავტორობას შეიძლება მიეწეროს დღემდე მოღწეული დაახლოებით 200 სიმღერა, თუმცა სავარაუდოდ მას ათასობით სიმღერა უნდა ჰქონოდა შექმნილი. მის სიმღერათა უმრავლესობა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა. მათი დიდი ნაწილი დღესაც პოპულარულია.

საიათნოვას პოეზია ორიგინალურია სტილითა და რიტმიკით. მის პოეზიაში თავი იჩინა აღმოსავლურმა სალექსო ფორმებმა და ლექსიკამ გარკვეული გავლენა მოახდინა თანადროულსა და მომდევნო ხანის ქართულ ლიტერატურაზე. საიათნოვას ქართული ლექსები გამოსცეს იოსებ გრიშაშვილმა (1918) და ალექსანდრე ბარამიძემ (1963); სომხური ლექსები თარგმნეს ლ. მელიქსეთ-ბეგმა (1935), გ. შაჰ-ნაზარმა (1972); აზერბაიჯანული — გ. შაყულაშვილმა (1970).

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
  • 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
  • IMSLP — 2006.
  • Мкрян М. М. Саят-Нова // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 6. — С. 694–695.
  • Musicalics
  • საიათნოვა დაარქივებული 2021-05-10 საიტზე Wayback Machine. www.pencenter.ge
  • Tags:

    საიათნოვა შემოქმედებასაიათნოვა გალერეასაიათნოვა რესურსები ინტერნეტშისაიათნოვა სქოლიოსაიათნოვა14 ივნისი1712179522 ნოემბერიაზერბაიჯანული ენააშუღიახპატიპოეტისაქართველოსომეხისომხური ენასპარსული ენატფილისი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    მშვილდოსანი (ასტროლოგია)ნილოსიბაბუაწვერაგოდერძის უღელტეხილიისრაელიკევინ დე ბრეინესოკოებიბორის აკუნინილეიკოციტოზისიონის ტაძარიმაცივარიავსტრალიასაბერძნეთისიყვარულიანა დოლიძეუეფა-ს ჩემპიონთა ლიგახევისბერი გოჩადიმიტრი ყიფიანიალპებიჭიანჭველასებრნიმადრიდიეგვიპტის პირამიდებიბენიტო მუსოლინილავრენტი ბერიატიციან ტაბიძეფეხბურთის წესებიჯაბა კანკავავარძიაიგლუენდომეტრიოზიუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)თორნიკე ერისთავიბელგიადეკლარაციაალექსანდრე დუგინიტროპიკული სარტყლებიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითქანი (გეოლოგია)ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიასაქართველო IV საუკუნეშიThe Beatlesაფხაზეთის ომი (1992-1993)გიორგი XIფეხბურთიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითბორჯომი (წყალი)ლითიუმივეფხისტყაოსანიმონაკოტყეალპური დანაოჭებაასურეთიასტიგმატიზმიმზის სისტემამართლმადიდებლობათბილისის კლასიკური გიმნაზიაპორტუგალიავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიქეთო და კოტე (ოპერა)რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)აფრიკის ქვეყნების სიაჩინეთის დიდი კედელიკახეთის აჯანყება (1659)სოციალიზმითბილისიქართული ენაქართლის სამეფოავსტრალია (კონტინენტი)საქართველოს სატელეფონო კოდებიგამზრდელი (პოემა)კენგურუებიგელათის მონასტერიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიანა კალანდაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ჩემი ცოლის დაქალებიმღრღნელებიასომთავრული🡆 More