სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ნაწილი.

მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 330 ჰა. ნაკრძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
მდებარეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი წყალტუბო
ფართობი 330 ჰა
დაარსდა 1935
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Tags:

1935ბანოჯაბზაგუმბრაზღვის დონეთელაიმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიებიკარსტიკვერნაკურდღელიმაჟალომაჩვიმელამურყანიმუხამღვიმეპანტარცხილასაქართველოსახელმწიფო ნაკრძალიტურაფრინველებიშველიცაცხვიციყვიძელქვაძუძუმწოვრებიწაბლიწიფელიწყალტუბოს მუნიციპალიტეტიხომული

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მონღოლებისქესობრივი აქტიბახტრიონის ბრძოლარუსეთ-საქართველოს ურთიერთობები9 აპრილის ტრაგედიაპრიზმაინსულტითბილისის კლასიკური გიმნაზიაბალისტიკური რაკეტარიონიქაშვეთის ეკლესიაძახილის წინადადებაადოლფ ჰიტლერიქრისტეფორე კოლუმბიკრავაი ჯაყელიდიდი პანდაქანი (გეოლოგია)რევაზ ინანიშვილიგამზრდელი (პოემა)ისლანდიაბარბარიზმისიყვარულიმიწისძვრასაფრანგეთის რევოლუციასამანიშვილის დედინაცვალიოპერამცენარეები24 აპრილიჩინეთის დიდი კედელიიასამანივარდების რევოლუციაჰექტარიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემალოცვა ეფრემ ასურისაწყნარი ოკეანევინსენტ ვან გოგიევერესტიპარიზინაღვლის ბუშტითაშმიჯაბისაქართველო XIII საუკუნეშისიონის ტაძარიტიციან ტაბიძეგვირილარუმინეთისაფრანგეთიმთლიანი შიდა პროდუქტიდავით VII ულუსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიამცხეთის ჯვრის მონასტერიკოსმოპოლიტიზმიბიძინა ივანიშვილიარწივიდავით სარაჯიშვილინიუეავსტრალიავულკანიენდომეტრიოზიმიხაკიაფორიზმიდიმიტრი ყიფიანიფუტკრებიცვალებადობათა ფორმებიწმინდა გიორგიაბსოლუტური მონარქიადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმილომიჯაყოს ხიზნებიდედაენაკილომეტრიმერილინ მონროსაქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაეზიდებისაქართველო VI საუკუნეშილიტრიირაკლი კობახიძედისკრიმინაცია🡆 More