აფხაზეთი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი

საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი აფხაზეთში (რუს.

„Всесоюзный референдум о сохранении СССР“ в Абхазии) — 1991 წლის 17 მარტს აფხაზეთის ასსრ-ში ჩატარებული საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის ამკრძალავი დადგენილების მიუხედავად.

აღნიშნული რეფერენდუმის მიზანი იყო, გაერკვია მოკავშირე რესპუბლიკებში ახალი საკავშირო ხელშეკრულების, კერძოდ — სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის (სსკ) შექმნის მიმართ დამოკიდებულება. აფხაზეთის ასსრ-ში რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობამ 52.32% შეადგინა, რომლიდანაც დადებითად ხმა ელექტორატის 98.6 %-მა მისცა.

რეფერენდუმის საკითხი

აღნიშნულ საკავშირო რეფერენდუმზე ელექტორატს ევალებოდა გაეცა პასუხი შემდეგ შეკითხვაზე — „თვლით თუ არა აუცილებლობად, რომ შენარჩუნდეს საბჭოთა სოციალიტური რესპუბლიკების კავშირი, როგორც განახლებული თანასწორუფლებიანი სუვერენული რესპუბლიკების ფედერაცია, რომელშიც სრულად იქნება დაცული ნებისმიერი ნაციონალობის ადამიანის უფლებები?“ (რუს. «Считаете ли Вы необходимым сохранение Союза Советских Социалистических Республик как обновлённой федерации равноправных суверенных республик, в которой будут в полной мере гарантироваться права и свободы человека любой национальности?»).

ფონი

სსკ-ს შექმნა ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ნაკლებად ცენტრალიზებული მოდელის შექმნას. თუმცაღა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა აფხაზეთის ქართული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ამავროულად მთლიანად საქართველოს სსრ-ში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის აო-ის ტერიტორიის გარდა) მსგავსი რეფერენდუმი არ ჩატარებულა.

გაზეთ „აფხაზეთის ხმაში“ 1991 წლის 1-2 მარტის ნომრებში გამოქვეყნებული იყო ინფორმაციები ახფაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მეათე სესიის მორიგი სხდომის შესახებ, რომლებშიც არაფერი არ თქმულა იმის შესახებ, რომ სესიაზე მიღებულიყო დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე საკავშირო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. აღსანიშნავია ასევე, რომ არც სესიის დღის წესრიგის განხილვისას, არც მით უმეტეს, დღის წესრიგის დამტკიცებისას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საკითხი შეთავაზებული არ ყოფილა. როგორც გაირკვა, სესიის დამთავრების შემდეგ დღის წესრიგის დამატებით დაისვა ეს საკითხი. გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი. მთელმა რიგმა დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს, მეორე ჯგუფმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ უზენაესი საბჭოს დადგენილება დეპუტატების გვერდის ავლით მაინც მიღებულ იქნა

შედეგები

გადაწყვეტილება ხმების რაოდენობა %
მომხრე 164,231 99.06
წინააღმდეგი 1,566 0.94
დაზიანებული/ცარიელი ბიულეტენები 747
ჯამში 166,544 100
რეგისტრირებული ამომრჩევლები/აქტივობა 318,317 52.32
წყარო: RRCდაარქივებული 2015-05-29 საიტზე Wayback Machine.

შემდგომი განვითარება

1991 წლის 22 მარტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ბათილად სცნო აფხაზეთში საკავშირო რეფერენდუმის შედეგები.

ვლადისლავ არძინბა თავის ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ იქედან გამომდინარე რომ საქართველოს მაშინდელი მთავრობისაგან არსებობდა რეფერენდუმის მასალების ხელში ჩაგდების საშიშროება, წინასწარი თადარიგის დაჭერით მასალები ადრევე გადაიგზავნა სსრკ ცსკ-შიო.

12 სექტემბერს გაზეთ „Свободная Грузия“-ში, გამოქვეყნდა საქართველოს პროკურორის წერილი სსრკ ცსკ-ს თავჯდომარის ვ. ორლოვის მიმართ, რომელშიც იგი სთხოვდა რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობას.

წლის ბოლოს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი იყო, სსრკ სახალხო დეპუტატთა ბოლო კრებაზე ორლოვმა საქმის კურსში ჩააყენა არძინბა, რომ აპირებდა რეფერენდუმის შედეგების გადაცემას თბილისისთვის. აღნიშნულის უფლება არძინბამ არ მისცა და მისი დამხმარის ხელით გამოითხოვა ცსკ-დან რეფერენდუმის მასალები და გაანადგურა.

რესპუბლიკებში რომელშიც ჩატარდა რეფერენდუმი, ამომრჩეველთა უმრავლესობის სურვილით დადგინდა სსკ-ს შექმნა, თუმცა მის შესრულებას ხელი შეუშალა ჯერ 1991 წლის აგვისტოში განვითარებულმა მოსკოვის პუტჩმა, ხოლო შემდგომ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლამ 26 დეკემბერს.

იხილეთ აგრეთვე

კომენტარები

(საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, N3 (608), გვ. 24-26, თბ., 1991 წ. ISSN 0203-2023 )

სქოლიო

Tags:

აფხაზეთი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი რეფერენდუმის საკითხიაფხაზეთი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი ფონიაფხაზეთი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი შედეგებიაფხაზეთი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი შემდგომი განვითარებააფხაზეთი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი იხილეთ აგრეთვეაფხაზეთი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი კომენტარებიაფხაზეთი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი სქოლიოაფხაზეთი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი17 მარტი1991აფხაზეთის ასსრრუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლობიფოცხვერიკვარციალეკო ელისაშვილისაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებისსრკ-ის დაშლაბორჯომიზაფხულიირაკლი კობახიძესისხლის მიმოქცევის სისტემაარაბთა გაერთიანებული საამიროები24 აპრილიჰაერისაქართველო XVII საუკუნეშიევროპის ჰიმნიმზის დაბნელებაკოსმოპოლიტიზმიბახტრიონის ბრძოლაირლანდიაპეტრე I დიდიკურდღელიპირველი მსოფლიო ომინაციონალ-სოციალიზმიანტონიმისიონის ტაძარიბულგარეთიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენალიონელ მესიშალვა პაპუაშვილისაქართველოს პრემიერ-მინისტრიკახა კალაძერუსუდანიქრისტესისხლაანტანტათევზებისაქართველოს სახელმწიფო გერბისალომე ზურაბიშვილიგიორგი მაზნიაშვილისაქართველოს საპროტესტო გამოსვლები (2023)თავისუფლების მოედანი (თბილისი)ადამიანის უფლებებისაჭმლის მომნელებელი სისტემაინგლისითევდორე კველთელიელექტრული დენიგიორგი III (საქართველოს მეფე)ოლიმპიური თამაშებიიტალიაქაშვეთის ეკლესიათემურლენგისაქართველოს თავდაცვის ძალებივეფხისტყაოსანინიკოლოზ ბარათაშვილიტელეფონების ნომრები საქართველოშიაია-სოფიას ტაძარისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაბაროკოთორნიკე ოქრიაშვილიალპებიებრაელებისოკოებიმდინარეიუდაიზმისაქართველოს სოფლებიბაყაყირიონიიულიუს კეისარიფუტკრებიმალტაგაერთიანებული ერების ორგანიზაციაიმერეთის მხარეგამზრდელი (პოემა)მონაკომილიმეტრიეპითეტისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკადინოზავრებისისხლი🡆 More