1921 საბჭოთა კავშირის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია რუსეთ-საქართველოს ომში

საბჭოთა რუსეთის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია რუსეთ-საქართველოს ომში (1921) — საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ დაწყებული ომის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის გადაყენების, ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების და საქართველოს ანექსიის პერიოდში განხორციელებული საიდუმლო ოპერაცია.

წინაპირობა

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პრობლემას წარმოადგენდა ფულის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლა. ასეთი ტიპის სპეკულაციასთან ბრძოლა მიბარებული ჰქონდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის სპეციალურ დანაყოფს - საგანგებო რაზმს, რომელიც შედიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. საგანგებო რაზმი კონტრსადაზვერვო საქმიანობებასთან ერთად ითავსებდა ისეთი ტიპის სამუშაოსაც, როგორც ფინანსური დაზვერვაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 1920 წლის ანგარიშის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში საგანგებო რაზმმა გამოააშკარავა და დააპატიმრა ყალბი ფულისა და საბუთების დამამზადებელი 33 პირი. მაშინდელი ქართული ფულადი ერთეულის, ბონის (მანეთის) ლოკალურ გაყალბებას, მაშინ იწვევდა შემდეგი ფაქტორები:

  • 1) ბონი იყო ყველაზე მყარი ვალუტა ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც მიიღებოდა რუსული რუბლისა და ამერიკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის ბონის პარიტეტული კურსით. ქართულ ბონზე გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად იზრდებოდა სპეკულანტთა ინტერესიც, მისი გაყალბებით ფინანსური სარგებლიანობის მისაღებად.
  • 2) ქართული ბონი თავისუფლად მიმოიქცეოდა როგორც სომხეთის და აზერბაიჯანის, ასევე ჩრდილოკავკასიის ემირატის ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტი საგრძნობლად ზრდიდა სპეკულანტთა ყურადღებას ქართული მანეთის გასაყალბებლად.
  • 3) ქართული ფული 1921 წლამდე იბეჭდებოდა უხარისხო, უდამცავნიშნო ქაღალდზე. მხოლოდ 500 და 1000 მანეთის ნომინალის ქართული ბონების მცირე პარტია დაიბეჭდა რუსეთის იმპერიიდან შემორჩენილ დამცავნიშნიან

ქაღალდზე, ე.წ. „ჰორიზონტალური რომბებით“ გაფორმებულ ფილიგრანზე. 1921 წლამდე არანაირ ტექნიკურ სირთულეს არ წარმოადგენდა შესაბამისი საბეჭდი დაზგების დამზადება და კუსტარულად ქართული ბანკნოტების დაბეჭდვა.

1919 წლის მიწურულს საქართველოს მთავრობამ დაადგინა რომ აუცილებელი იყო ქვეყანაში ჭვირნიშნიანი ფულის საბეჭდი ქაღალდის დიდი რაოდენობით შემოტანა. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, კონსტანტინე კანდელაკის, 1919 წლის 13 დეკემბრის მოხსენებაში ვკითხულობთ: „სახელმწიფო ქაღალდების დამამზადებელ ექსპედიციას მალე გამოელევა ქაღალდი... თუ ახლავე არ მივიღეთ სათანადო ზომები და არ დავამზადეთ მასალა, დავრჩებით ფულის ნიშნებს მოკლებული... საჭირო რაოდენობა სპეციალური ქაღალდისა სამი მილიარდი მანეთის დასამზადებლად უდრის 590.000 ფურცელს, ღირებულება კი 1 მილიონ 200 ათას იტალიურ ლირას... ჩვენს ბონზედ ეს ჯამი შეადგენს 24 მილიონს დღევანდელი კურსით“.

იტალიიდან საქართველოში დამცავნიშნიანი საბეჭდი ქაღალდის ჩამოტანას საქართველოს მთავრობის მიერ იტალიაში წარმომადგენლად გაგზავნილი ნიკოლოზ ჯაყელი კურირებდა. იტალიიდან საქართველოში შემოსული ფილიგრანული ფულის საბეჭდი ქაღალდის დამცავი ნიშნები, ჭვირნიშნები, ვიზუალურად ჩარჩოში ჩასმული ქართული ასოებია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხატვრული კომბინაცია.

საბჭოთა რუსეთმა საქართველოსთან "ეკონომიკური ომი" 1921 წლის რუსეთსაქართველოს ომამდე ერთი წლით ადრე დაიწყო. 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა დაამყარა სრული კონტროლი ჩრდილოეთ კავკასიაზე და გააწითლა საქართველოს მეზობელი, სავაჭრო-სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები: აზერბაიჯანი და სომხეთი. გარდა ამისა, 1920 წლის მაისში მოხდა ლოკალური სამხედრო შეტაკება რუსეთისა და საქართველოს სამხედრო ნაწილებს შორის. 1920 წლის მიწურულს საქართველო აღმოჩნდა სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში, საქართველომ დაკარგა სავაჭროეკონომიკური პარტნიორები ჩრდილოკავკასიის ემირატის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების გაუქმების სახით. ეკონომიკურ იზოლაციაში მყოფ საქართველოს რესპუბლიკას 1921 წლის 15 თებერვალს საბჭოთა რუსეთის არმია თავს დაესხა და მის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. 1921 წლის 24 თებერვალს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გავრცელდა ფინანსთა სამინისტროს მოწოდებები საქართველოს მოსახლეობისადმი, სადაც აღნიშნული იყო რომ ბოლშევიკები ქალაქ კავკავში (ამჟამინდელ ვლადიკავკაზში) და ქალაქ ნაზრანში ამზადებდნენ აუარებელ ყალბ ქართულ ბანკნოტებს, რომლის შემოდენაც ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ფინანსთა სამინისტრო თავის განცხადებასთან ერთად დეტალურად იძლეოდა ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გაერჩია საქართველოს მოქალაქეს ნამდვილი, ოფიციალურად გამოშვებული ქართული ბონი, ყალბი, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დამზადებული ბონისაგან:

1921 საბჭოთა კავშირის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია რუსეთ-საქართველოს ომში 
„ ბოლშევიკები ყალბ ბონებს ამზადებენ

თბილისი, თებ. 24. ფინანსთა სამინისტრო საყოველთაოდ აცხადებს, რომ ჩვენი მტრების - ბოლშევიკებს მიერ აუარებელი ყალბი ათას მანეთიანი ბონები იბეჭდება კავკავში და ს. ნაზრანში, რომლებსაც სხვადასხვა საშუალებით ეზიდებიან საქართველოსაკენ. ამ ყალბ ბონების დამახასიათებელი ნიშნები შემდეგია: პირველ გვერდზე, სადაც არაბულ ციფრით აწერია 1000 ამ რიცხვის ქვევით ყალბ ბონებზე სწერია: ბონებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს რესპუბლიკა მთელი თავი ქონებით, ხოლო ნამდვილ ბონებზე სწერია: მთელი თავისი ქონებით. ამავე გვერდზე ფინანსთა მინისტრის კ. კანდელაკის ხელის მოწერა შემდეგნაირად არის გამოსახული: ასო კ-ნის ზევით დასმული აქვს წერტილი, ხოლო ნამდვილ ბონზე ასო კ-ნის მარჯვინ ქვევით ასვია წერტილი. მეორე გვერდზე, სადაც რესპუბლიკის ღერბია გამოსახული, ამ ღერბის ქვევით ყალბ ბონზე აწერია: დაიაჯება სისხლის სამართლის წესით, ხოლო ნამდვილ ბონზე

სწერია: დაისჯება სისხლის სამართლის წესით. (სდს).“

საბჭოთა ფინანსური დაზვერვის სამსახური შედიოდა საბჭოთა რუსეთის უშიშროების - საგანგებო კომისიის (ჩეკა-ს) ქვედანაყოფში. ფინანსური დაზვერვა ექვემდებარებოდა ჩეკა-ს სპეკულაციასთან ბრძოლის განყოფილებას.

ომის დაწყებიდან მე-9 დღეს ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ყალბი ბანკნოტები შემოდიოდა საქართველოში და ასევე საკუთარ განცხადებაში აღნიშნა კონკრეტული ქალაქებიც - კავკავი და ნაზრანი, სადაც იბეჭდებოდა ყალბი ქართული ბონები, გვაფიქრებინებს, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ზუსტად იცოდნენ აღნიშნული ოპერაციის დეტალები. ფაქტი იმისა, რომ ქართული უშიშროება ფლობდა ინფორმაციას თუ სად, რომელ ქალაქში იყო განთავსებული ყალბი ფულის საბეჭდი მანქანები, გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ქართული დაზვერვა უფრო კონკრეტულ ინფორმაციასაც ფლობდა: ქართულმა მხარემ იცოდა ყალბი ფულის ბეჭდვის კონკრეტული ადგილსამყოფელი კავკავში და ნაზრანში, ასევე ფლობდა ინფორმაციას იმ პირებზე, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ საიდუმლო სპეცოპერაციის დაგეგმვაგანხორციელებაში. რა თქმა უნდა აღნიშნული დეტალები მიწოდებული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვისაც. ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათლად იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ ქართული სპეცსამსახურები ფლობდნენ ზუსტ ინფორმაციას, რა სახის ფულის გაყალბება მიმდინარეობა საბჭოთა რუსეთის ტერიტორიაზე და საჯაროდ უთითებდნენ კიდეც კონკრეტულ ადგილს, სადაც იყო განთავსებული აღნიშნული ფულის საბეჭდი მანქანები.

სპეცოპერაციის დეტალები

  • 1) ყალბი ბანკნოტებით საქართველოს ეკონომიკაზე „შტურმი“ დაიგეგმა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, რადგან შესაბამისი

სპეცოპერაციის გეგმის შემუშავებას, შესაბამისი საბეჭდი დაზგებისა და ლითოგრაფიული ყალიბების ჩამოსხმას სჭირდება შესაბამისი დრო. ასევე, ყალბი ფულის საქართველოში გასაშვებად საჭირო იქნებოდა საკმაოდ დიდი რაოდენობის წინასწარ დაბეჭდილი ბანკნოტების მარაგის შექმნა, საუბარია მილიონობით ყალბი ქართული ბონების რეზერვის შექმნაზე, რომელსაც უნდა გამოეწვია სავაჭრო-ბიზნეს საქმიანობების სრული პარალიზება საქართველოში, სამხედრო მოქმედებების პარალელურად.

  • 2) რუსეთის საბჭოთა სარდლობა სერიოზულად განიხილავდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ომის დროში განგრძობადობის სცენარს.

რუსეთის ბოლშევიკური მთავრობა დარწმუნებული რომ ყოფილიყო თავის სამხედრო პოტენციალში, სამხედრო სამზადისის პარალელურად ფინანსური შეტევის ოპერაციას არ დაიწყებდა, რადგან აზრს იქნებოდა მოკლებული. ყალბი ფულით მოწინააღმდეგე ქვეყნის ეკონომიკის „დაბომბვას“ აზრი აქვს ომის დროში გაწელვის შემთხვევაში, როდესაც სამხედრო მოქმედებები გრძელდება რამდენიმე თვე, რამდენიმე წელი. ამ დროს ფინანსური შეტევა ძალიან ეფექტიანია, რადგან იწვევს ოპონენტი სახელმწიფოს ეკონომიკის პარალიზებას, აქვეითებს მის თავდაცვითუნარიანობას და ახდენს საზოგადოებაში არეულობის შეტანას, იწვევს „სედიციის ეფექტს“.

  • 3) საბჭოთა ფინანსური დაზვერვის უწყებებმა გაყალბებისთვის შეარჩიეს სწორედ 1000 მანეთის ნომინალის ქართული ბანკნოტები, რადგან აღნიშნული ფულადი ერთეული წარმოადგენდა უმაღლესი ნომინალის - 5000 მანეთის ნომინალის ბანკნოტის შემდგომ რიგით მეორე ყველაზე მაღალ საფასო ფულად ერთეულს, რომელიც იბეჭდებოდა უჭვირნიშნოდ. მისი გაყალბება, 5000-მანეთიანი ბანკნოტებისგან განსხვავებით, არ წარმოადგენდა დიდ ბარიერს საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის. ასევე, 1000-მანეთიანი ბანკნოტების ნომინალური ღირებულებიდან გამომდინარე მისი გაყალბება იქნებოდა ძალიან ეფექტური. 5000-მანეთიანი ნომინალის ბანკნოტების ბეჭდვა 1921 წლის 1 თებერვლიდან დაიწყო, შესაბამისად 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დასაწყისისთვისძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობა სწორედ 1000-მანეთიანი ბანკნოტებით უნდა მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ინფლაციის გათვალისწინებით საზოგადოებაში ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ აღნიშნულ ფულის კუპიურებზე უნდა ყოფილიყო, მანამ სანამ ახლად დამტკიცებული 5000-მანეთიანი ბანკნოტების დაბეჭდვა და გავრცელება დაიწყებოდა სამომხმარებლო მასაში. აღნიშნული ფაქტორიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა რუსული დაზვერვისათვის 1000-მანეთიანი ქართული ბონების გასაყალბებლად. საქართველოსთან ომის დროში გაწელვის

შემთხვევაში, სწორედ ამ ბანკნოტების დიდი რაოდენობით გაყალბებაგასაღების ოპერაციას უნდა მოეხდინა საქართველოს ეკონომიკის პარალიზება და შესაბამისად საქართველოს თავდაცვითუნარიანობის შესუსტება.

  • 4) რუსეთის უშიშროების მკაცრად გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია მალევე

გამოაშკარავდა. რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას ქართული სპეცსამსახურები იყვნენ სრულ მზადყოფნაში ომის მიმდინარეობისას ნებისმიერი სახის სპეკულაციის აღსაკვეთად.

1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ანალიზისას ნათლად ჩანს საქართველოს მთავრობის სრული მზადყოფნა რუსეთის უშიშროების მხრიდან ნებისმიერი სახის სპეკულაციის შესაძლო განხორციელებაზე:

  • 1) 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისთანავე შესაძლო

არეულობებისა და სპეკულაციური ხასიათის საქმიანობების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა კომენდანტის საათი 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე

  • 2) 16 თებერვალს გამოიცა შესაბამის განკარგულებათა ნუსხა, რომლის

მიხედვითაც ღამის საათებში დედაქალაქში დაიწყო პატრულირება მილიციამ და სამხედრო დანაყოფებმა;

  • 3) აიკრძალა ყოველგვარი მიტინგი და სახალხო შეკრება, წინასწარ თბილისის

მილიციის უფროსის, პოლკოვნიკ ვლადიმერ სულაქველიძის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე;

  • 4) შესაძლო ბოლშევიკური აგიტაციისა და საზოგადოებაში დეზინფორმაციის

შეტანის აღსაკვეთად საქართველოში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებს დაევალათ გამოცემული ნომრის თითო ეგზემპლარი ჩაებარებინათ თბილისის გენერალგუბერნატორის კანცელარიაში გადასახედად;

  • 5) სპეციალური განკარგულებით, საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა დაიწყეს 24

საათიანი აღრიცხვა უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც ცხოვრობდნენ სასტუმროებსა და ბინებში ქირით. მკაცრად კონტროლდებოდა საბინაო დავთრებში შეტანილი ყოველი ცვლილება

  • 6) ამიერიდან საბოტაჟის მცდელობისათვის, აგენტურული საქმიანობისა თუ

სპეკულაციური ქმედებებისთვის დაპატიმრებული პირები, მათ შორის ფულის გაყალბება-გასაღებისთვის დაკავებული მოქალაქეები გადაეცემოდნენ სამხედრო სასამართლოს;

  • 7) შეიქმნა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საფინანსო

უწყებების გაერთიანება - სპეციალური ფინანსური კომისია

1921 წლი ომის დროს, საქართველოს უშიშროებამ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დააპატიმრა საბჭოთა რუსეთის, საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიები, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ სადაზვერვო საქმიანობაში. თავისუფლად შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დიპლომატიური იმუნიტეტის საფარქვეშ მოქმედი საბჭოთა აგენტურა ჩართული ყოფილიყო კავკავიდან და ნაზრანიდან დიდი რაოდენობით ქართული ბანკნოტების შემოტანა-გასაღებაში.

რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიქმნა სპეციალური კონტრსადაზვერვო ქსელი, რომელსაც ევალებოდა საბჭოთა აგიტატორებისა და სპეკულანტების გამოვლენა-დაპატიმრება. მაგალითისთვის, 1921 წლის 20 თებერვალს, თბილისში მოქმედმა მილიციის აგენტურამ გამოავლინა და დააკავა ექვსი პირი, რომელთაც ბრალი ედებოდათ სპეკულაციურ საქმიანობაში. დაპატიმრებულები გადაეცნენ სამხედრო სასამართლოს.

საქართველოში დიდი რაოდენობით ყალბი ბანკნოტების შემოდენისა და არსებული ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად დაარსდა „მთავარი ფინანსური კომისია“, რომელშიც შედიოდა შემდეგი საფინანსო უწყებები:

  • 1) საქართველოს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკი;
  • 2) ამიერკავკასიის ბანკი;
  • 3) იტალო-კავკასიის ბანკი;
  • 4) საქართველოს ვაჭართა ბანკი;
  • 5) საქართველოს მეფაბრიკეთა და მექარხნეთა საზოგადოება.

მთავარი ფინანსური კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს პარმენ გოთუა, გამოცდილი ეკონომისტი, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ხმოსანი და თბილისის თვითმმართველობის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური კრიზისის გამო, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გადასახადებზე ერთი თვით სრული მორატორიუმი გამოეცხადებინა.

შედეგები

2022 წლის გადმოსახედიდან, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გასვლიდან 101 წლის შემდგომ, რთულია ზუსტად ვთქვათ რა სახის ეკონომიკური ზიანი მიადგა საქართველოს, ეროვნული ფულადი ნიშნების მასობრივად გაყალბება-გასაღების ოპერაციიდან. თუმცა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ საქართველოს გასაბჭოებიდან მალევე ბონის მსყიდველუნარიანობა მკვეთრად შემცირდა და საგრძნობლად გაიზარდა ინფლაციის დონე ქვეყანაში. 1921 წლის თებერვლის თვეში, ქართული ბონის თვითღირებულებამ ერთ ოქროს მანეთთან შეადგინა 2000:1-ზე, მაშინ როდესაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის მეორე თვეს, აპრილში თანაფარდობამ 7700:1-თან შეადგინა. ოკუპაციიდან ერთ თვეში ქართული ბონი 3.828-ჯერ გაუფასურდა.

1921 წლის მიწურულს, დეკემბრის თვეში, ოქროს მანეთთან ბონის თანაფარდობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: 2 872 800 ქართული ბონი - ერთ ოქროს მანეთთან. საქართველოს გასაბჭოების პირველ წელს ეროვნული ფულადი ნიშნები დაახლოებით 28.728-ჯერ გაუფასურდა ოქროს მანეთთან მიმართებაში. ეროვნული ფულადი ნიშნების რეკორდულად გაუფასურებისა და ჰიპერინფლაციის დაწყების ფონზე რეკორდულად გაიზარდა ფულის ბეჭდვაც საქართველოში. მაგალითისთვის, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გამოსცა 7.3 მილიარდი მანეთის ღირებულების ბონი, როდესაც საბჭოთა საქართველოს მთავრობის მიერ დეკემბრის თვეში დაბეჭდილ ბონთა ნომინალურმა რაოდენობამ - 29 მილიარდი შეადგინა.

შემდგომი მოვლენები

1925 წელს ევროპაში გადასულმა ქართული ემიგრაციის ნაწილმა განიძრახა საბჭოთა კავშირის ეკონომიკის დასასუსტებლად გამოეცათ ყალბი საბჭოთა ფულადი ნიშნები. სსრკ-ში არსებული ჰიპერინფლაციის გამო, საბჭოთა ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო მონეტარული რეფორმების გატარება, რომელიც ისტორიაში „1922-1924 წლების ფულადი რეფორმების“ სახელით არის ცნობილი. გაუფასურებული საბჭოთა რუბლი და საბჭოთა ბონები ჩანაცვლდა ოქროთი გამყარებული ვალუტით - საბჭოთა ოქროს მანეთითა და ჩერვონეცის კუპიურებით. 1924 წლის 15 თებერვლის დადგენილებით, სრულიად საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეწყდა რეფორმამდელი საბჭოთა კუპიურების გამოშვება. ასევე, 1924 წლის 15 თებერვლის დადგენილებით, შეწყდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის ბონების გამოშვებაც. სწორედ აღნიშნული ფულადი რეფორმის გატარების ხელშესაშლელად და საბჭოთა კავშირისათვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად, 1924 წელს საფრანგეთში შექმნილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი, სადაზვერვო ორგანიზაცია „თეთრი გიორგისს წევრების ნაწილმა გამოთქვა იდეა მასობირვად გაეყალბებინათ და გაესაღებინათ საბჭოთა ჩერვონეცები, სსრკ-სთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად. გერმანიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით „თეთრი გიორგის“ წევრებმა დაიწყეს დიდი რაოდენობით საბჭოთა ჩერვონეცების დაბეჭდვა და შემდგომ გასაღება სსრკ-ში. აღნიშნულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, შალვა ქარუმიძე. შალვა ქარუმიძე იყო იურისტი, ეკონომისტი, ბანკირი და ბიზნესმენი. მან, როგორც პირველი რესპუბლიკის დეპუტატმა ხელი მოაწერა საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად ძმასთან ერთად დააარსა საკრედიტო ბანკი სოფელ თორტიზაში, შექმნა მატყლის დამამზადებელი ამხანაგობა „მწყემსი“ ხევსურეთში.

შალვა ქარუმიძემ შესანიშნავად იცოდა საბაკნო სფერო და ფინანსები, ამიტომაც გასაგები ხდება თუ რატომ დაევალა კონკრეტულად მას საბჭოთა ბანკნოტების გაყალბება-გასაღების სპეცოპერაციის ორგანიზება. აღნიშნული სპეცოპერაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოძახილი და პასუხი იმ ფინანსური დანაშაულისა, რაც ჩაიდინა საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. საქართველოს ოკუპაციის მეხუთე წლისთავზე, ქართულმა სპეცსამსახურებმა წამოიწყეს იგივე „ეკონომიკური ომი“, რაც თავის დროზე რუსეთის დაზვერვამ განახორციელა საქართველოს ეკონომიკის დასასუსტებლად. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ აღნიშნული სპეცოპერაცია ცნობილია, როგორც ე. წ. „ჩერვონცების საქმე“.

ლიტერატურა

  • 1) საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი (სცსა):

1. სცსა. ფ. №1863; აღ.1, ს. 543
2. სცსა. ფ. №1836; აღ. 1 ს. 309
3. სცსა. ფ. №1833; აღ. 1, ს. 1202

  • „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედიალექსიკონი“, თბილისი, 2018 წ;
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ი. იაკობაშვილი, მ. ხოსიტაშვილი, ე. ჯგერენაია, „საქართველოს დამფუძნებელი კრება : სხდომის ოქმები : ტომი VII“, თბილისი, 2019 წ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

1921 საბჭოთა კავშირის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია რუსეთ-საქართველოს ომში წინაპირობა1921 საბჭოთა კავშირის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია რუსეთ-საქართველოს ომში სპეცოპერაციის დეტალები1921 საბჭოთა კავშირის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია რუსეთ-საქართველოს ომში შედეგები1921 საბჭოთა კავშირის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია რუსეთ-საქართველოს ომში შემდგომი მოვლენები1921 საბჭოთა კავშირის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია რუსეთ-საქართველოს ომში ლიტერატურა1921 საბჭოთა კავშირის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია რუსეთ-საქართველოს ომში რესურსები ინტერნეტში1921 საბჭოთა კავშირის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია რუსეთ-საქართველოს ომში სქოლიო1921 საბჭოთა კავშირის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია რუსეთ-საქართველოს ომში

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტუბერკულოზიბუდაპეშტიკონტინენტილიტრიპროტესტანტიზმინიადაგიალკოჰოლური სასმელილუქსემბურგიცენტრალური პროცესორიმორალისაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაბულგარეთისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრიგიორგი მამარდაშვილიზედსართავი სახელიშხარაპროპაგანდაირაკლი კობახიძეუნგრეთიასურელი მამებიმთავარი გვერდიFacebookაფხაზეთიიეთიმ გურჯიქანი (გეოლოგია)გაზაფხულიილია IIწითელასაქართველოს სატელეფონო კოდებინოდარ დუმბაძეწიგნი სიბრძნე სიცრუისაპოპ-მუსიკაციყვიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაგორის ციხეარგონავტებიალპური დანაოჭებააია-სოფიას ტაძარილომი (ასტროლოგია)არალის ზღვაარსებითი სახელიხინკალიდემეტრე II თავდადებულილეიკოციტოზიკახეთის აჯანყება (1659)კავკასიადედოფალაიულიუს კეისარიტიციან ტაბიძევერცხლირეზოლუციამზის სისტემასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიოლიმპიური თამაშებინარკოტიკიმზის დაბნელებააბო თბილელის წამებაანანურის ციხებუღა თურქის შემოსევაბუნების დაცვაფარავანიტროპიკული სარტყლებიქეთო და კოტე (ოპერა)მიხეილ ყაველაშვილიდაირატოლერანტობაპარაცეტამოლიYouTubeხარებაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ამერიკარუსული დამწერლობა🡆 More