საათი

საათი — დროის საზომი ხელსაწყო.

საათი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საათი (მრავალმნიშვნელოვანი).

საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს (დედამიწის ბრუნვას, ელექტრულ რხევებს, ქანქარას, კვარცის ფირფიტასა და მოლეკულაში ატომების რხევებს და სხვა). საათი არის საყოფაცხოვრებო (მაჯის, მაგიდის, კედლის, კოშკისა და ა. შ.) და სპეციალური დანიშნულებისა (რადიოშუქურის, სასიგნალო, საპროცედურო, ასტრონომიური, საჭადრაკო, სატაბელო და სხვა). მეტად ზუსტია კამერტონიანი საათი, რომელშიც გამოყენებულია კამერტონის სტაბილური რხევები (ცდომილება დღე-ღამეში ± 0,1 წმ), კვარციანი საათის მუშაობა ემყარება პიეზოელექტრულ ეფექტს [ცდომილება 100 ნწმ (10-7 წმ)]. მოლეკულური და ატომური საათის სვლის კორექტირება ხდება მოლეკულური გენერატორით [ცდომილება 100 ნწმ (10-9 წმ)].

საათი
პაოლო მონტი, 1965

ისტორიული ცნობა

პირველი მოწყობილობა, რომლის საშუალებით ადამიანმა შეძლო დროის გაზომვა, იყო მზის საათი ძვ. წ. III ათასწლეულში. შუა საუკუნეებში უმარტივესი საათის დანიშნულებას ასრულებდა გნომონი.

გნომონი

პირველი ხელსაწყო, რომლითაც ადამიანმა დრო გაზომა, იყო გნომონი (ჩვ. წ-მდე III ათასწლეული) — ჰორიზონტალურ სადგამზე ვერტიკალურად ჩარჭობილი ჯოხი. ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულება მიუთითებდა მზის სიმაღლეს და მდგომარეობას მერიდიანის მიმართ, ამიტომ მის მიხედვით ადვილად განსაზღვრავდნენ დროს. შუადღეს შეესაბამებოდა ჩრდილის უმოკლესი სიგრძე.

მზის საათი

საათი 
მზის საათი

ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში იყენებდნენ ამავე პრინციპზე დამყარებულ მზის საათს, რომელსაც ჰქონდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაყოფებიანი წრე-ციფებრლატი . დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. ასე იგებდნენ დროს.

წყლის საათი

უკვე II ათასწლეულში ჩვ. წ-მდე ინდოეთსა და სხვა ქვეყნებშიც იყენებდნენ წყლის საათს. დროს აღრიცხავდნენ დანაყოფებიან ჭურჭელში სავზე რეზერვუარიდან თანაბარი ინტერვალებით წვეთ-წვეთად ჩამდინარე წყლის დაგროვილი რაოდენობის მიხედვით.

ქვიშის საათი

შუა საუკუნეებში რაინდები შერკინებისას დროის გასაზომად ქვიშის საათს იყენებდნენ, რომელიც ასევე ნივთიერების თანაბარი მოძრაობის ათვლას ემყარებოდა. ბრძოლა მთავრდებოდა მაშინ, როცა ქვიშა საათის ერთი ნაწილიდან მეორეში ჩაიცლებოდა.

მექანიკური საათი

მექანიკური საათები მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. საათის კონსტრუქციამ და სამოძრაო მექანიზმმა დიდი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე მექანიკური საათის გამომგონებელია კრისტიან ჰიუიგენსი, რომელმაც 1657 წელს საათის ისრების ასამოძრავებლად ქანქარა გამოიგონა.

ციფრული საათი

საინტერესო ფაქტები

  • მე-19 საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდა ისეთი მექანიკური საათები, რომლებშიც ელექტრული მოწყობილობა გამოიყენება.
  • XX საუკუნიდან ჩნდება ე.წ ატომური და კვარცის საათები, რომელთა სვლის სიზუსტე ფანტასტიკურად დიდია. ამ საათებში ქანქარას როლს შესაბამისად ატომური და კვარცის გენერატორები ასრულებს. ასეთი საათების ყველაზე სრულყოფილ სახეობას ელექტრონული საათი ეწოდება.

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

Tags:

საათი ისტორიული ცნობასაათი საინტერესო ფაქტებისაათი სქოლიოსაათი რესურსები ინტერნეტშისაათიდედამიწა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშილეიკოციტოზიევროპის ჰიმნიემი უაინჰაუსიადამიანის ჩონჩხიებრაელებიეროზიაორალური სექსიხრესილის ბრძოლაასტრიდ ლინდგრენიბიზანტიის იმპერიაგია ყანჩელიჯანსუღ ჩარკვიანიკეთრიკაცხის სვეტიშალვა პაპუაშვილიჭიანჭველასებრნიაპენდიციტიგიორგი XIIდეზოქსირიბონუკლეინის მჟავააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითრეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)გამარჯვების დღერომაული ხელოვნებამიხეილ სააკაშვილითემურლენგიუცხოური აგენტების კანონიიუსტინიანე Iრკინაოქროს საწმისირომის რესპუბლიკასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზაფხულიმინერალების სიაგაერთიანებული ერების ორგანიზაციასიღნაღიშეცდომა (ქართული ტელესერიალი)ლადო ასათიანიქვეწარმავლებივეფხისტყაოსანიდედაენაინგლისური ენაშვეიცარიაინტერვენციაგასტრიტინატურალური რიცხვიპეტრე I დიდიციყვიმგელისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშისაქართველოს სატელეფონო კოდებისუვერენიტეტიანარქიზმივახტანგ VIეოზონოფილებიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითვატიკანიგაზაფხულიდავით გურამიშვილირაკეტაბაგრატიონებისამასი არაგველიარგონავტებიგველის-მჭამელირენესანსიგიორგი VII (საქართველოს მეფე)ჰეკლასაქართველო XVIII საუკუნეშიიუდაიზმიმტირალას ეროვნული პარკითეთნულდიკურდღელიდემეტრე Iზმნიზედავლადიმერ ლენინისაქართველო VI საუკუნეშისაქართველოს დაცული ტერიტორიებისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა🡆 More