რუხის ბრძოლა

რუხის ბრძოლა — იმერეთის სამეფოს, ოდიშისა და გურიის სამთავროების გაერთიანებული ლაშქრის ბრძოლა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.

ქუჩუკ-კაინარჯის 1774 ზავით თურქეთმა იმერეთის საქმეებში ჩარევის უფლება დაკარგა. 1779 წელს ოსმალეთი შეეცადა იმერეთისათვის ჩამოეშორებინა მისი მოკავშირე ოდიშის სამთავრო და აფხაზეთის ტერიტორიიდან ოდიშზე გაილაშქრა, ოსმალთა მოკავშირეებად გამოვიდნენ აფხაზები, ჯიქები, ალანები, ჩერქეზები, ბალყარელები და ყირიმელი თათრები. კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონ I იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა. მტერმა ენგური გადალახა და ზუგდიდისაკენ დაიძრა. ბრძოლა, რომელიც რუხის ციხესა და ზუგდიდს შორის მოხდა, იმერეთ-გურია-ოდიშის ლაშქრის სრული გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მ. შ. მტრის არტილერია. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;

Tags:

1779ალანებიარტილერიააფხაზებიაფხაზეთიბალყარელებიენგურიზუგდიდიიმერეთის სამეფოკაცია II დადიანიოდიშის სამთავრორუხის ციხესოლომონ Iჩერქეზები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი III (საქართველოს მეფე)რომანტიზმიავსტრალიააფრიკის ქვეყნების სიავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალინოდარ დუმბაძეგველებიელენე ხოშტარიანარკოტიკიატომიფეხბურთიჯიმარასაჰარაგია ყანჩელინაღმიიგიკონსტანტინოპოლის დაცემაქალწული (ასტროლოგია)პომპეიამბროლაურინაციონალიზმიინგლისიაშშ-ის პრეზიდენტების სიაიგავ-არაკიკანონი (ნორმატიული აქტი)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაჭიამაიასებრნიკათოლიციზმიზუგდიდიგრემიქუნთრუშათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიერითროციტებისინგაპურიმედუზებინოე ჟორდანიალევან საგინაშვილიგიორგი II (საქართველოს მეფე)მერაბ მამარდაშვილირელიგია საქართველოშიზმნავახტანგ VIალექსანდრე I დიდირუმინეთიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონითევდორე კველთელიფილოსოფიამამუკა მდინარაძელავრენტი ბერიაადმირალი (პეპელა)მონღოლთა ბატონობა საქართველოშიერთიანი ნაციონალური მოძრაობაეკატერინე IIაია-სოფიას ტაძარიენგურის ჰიდროელექტროსადგურიბაბილონისკოლაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაობობებილოცვა ეფრემ ასურისასაჭმლის მომნელებელი სისტემაარსებითი სახელიშუშანიკის წამებანაცვალსახელიეოზონოფილებინაკრძალიტბაირემინატვრის ხე (ფილმი)დავით VII ულუკირჩხიბი (ასტროლოგია)გიორგი XIსიტყვაოპერასსრკ-ის დაშლაქარი🡆 More