რუსუდანი (ბერძ.
Ρουςουδάν; დ. 1158/1160) — საქართველოს მეფის, გიორგი III-ისა და ბურდუხანის უმცროსი ქალიშვილი, თამარ მეფის და.
რუსუდანი ბერძ. Ρουςουδάν | |
---|---|
დაიბადა | დაახლ. 1158/1160 |
გარდაიცვალა | XIII საუკუნე |
ცხოვრობს | საქართველო ბიზანტია ტრაპიზონის იმპერია |
ეროვნება | ქართველი |
რელიგიური მრწამსი | მართლმადიდებელი |
მეუღლე | მანუელ კომნენოსი |
შვილები | ალექსი დავითი |
მშობლები | მამა: გიორგი III დედა: ბურდუხანი |
ნათესავები | და: თამარ მეფე |
1180 წლისთვის რუსუდანი ცოლად შეირთო მანუელ კომნენოსმა, ბიზანტიის იმპერატორის, ანდრონიკე I-ის ვაჟმა. მათ ორი ვაჟი ეყოლათ: ალექსი და დავით კომნენოსი.
1185 წელს, როდესაც ანდრონიკე I კომნენოსი ტახტიდან ჩამოაგდეს და მოკლეს, სავარაუდოდ, ამ დროს დააბრმავეს და შემდეგ მოკლეს რუსუდანის მეუღლეც. 1186 წელს დედოფალმა დატოვა კონსტანტინოპოლი და თავის ორ ვაჟთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, სადაც უკვე მისი და, თამარი, მეფობდა.
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს კონსტანტინოპოლში ქაოსი სუფევდა და თამარმა გამოიყენა ეს სიტუაცია. მან დაიკავა პონტოს პროვინცია, დალაშქრა რამდენიმე სხვა ქალაქი და თავის დისშვილებს გადასცა. ასე წარმოიშვა ტრაპიზონის იმპერია, რომელსაც ალექსი ჩაუდგა სათავეში. სწორედ საქართველოსთან კავშირმა გაახანგრძლივა იმპერიის სახელმწიფოებრიობა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article რუსუდანი (გიორგი III-ის ასული), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.