რუსუდანი

რუსუდანი (დ.

რუსუდანი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსუდანი (მრავალმნიშვნელოვანი).

დაახლოებით 1194 — გ. 1245) — საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში, თამარ მეფის და დავით სოსლანის შვილი. 1223 წელს იქორწინა ერზრუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძე ღიას ად-დინზე, რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა. რუსუდანის მეფობის პირველ წლებში (1223-1225) საქართველოს ლაშქარმა რამდენიმეჯერ ილაშქრა არან-აზერბაიჯანში, სადაც ვასალურმა და მეზობელმა ქვეყნებმა მტრული მოქმედება დაიწყეს. გარნისის ბრძოლაში (1225) ჯალალედინმა დაამარცხა საქართველოს ლაშქარი, რომელსაც ივანე ათაბაგ-ამირსპასალარი მეთაურობდა და ხვარაზმელები 1226 წელს თბილისს მიადგნენ. რუსუდანი და სამეფო კარი ქუთაისში გადავიდა. ჯალალედინმა 9 მარტს თბილისი აიღო. ხვარაზმელებმა გაწყვიტეს ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობა (ქართველები და სომხები) და დიდძალი ქონება იგდეს ხელთ. თბილისის აღების შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვა-რბევას შეუდგა. 1225-1230 წლებში ქართველთა ლაშქარი სხვადასხვა ადგილას გამუდმებით ებრძოდა ხვარაზმელებს.

რუსუდანი
რუსუდანი
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1223
მმართ. დასასრული: 1245
წინამორბედი: გიორგი IV ლაშა
მემკვიდრე: დავით VI, დავით VII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1194
გარდ. თარიღი: 1245
მეუღლე: ღიას ად-დინი
შვილები: 1. დავით VI ნარინი
2. თამარი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით სოსლანი
დედა: თამარ მეფე
ხელმოწერა: რუსუდანი
რუსუდანი
რუსუდან მეფის მონეტა

დაახლოებით 1230/1231 წელს რუსუდანმა თავისი 5 წლის ვაჟი დავითი თანამოსაყდრედ აკურთხებინა ქუთაისში. დაახლოებით 1233 წელს რუსუდანი სამეფო კართან ერთად თბილისში გადავიდა. 1235 წელს მონღოლებმა აიღეს საქართველოს ყმადნაფიცი განძა (განჯა) და თბილისისკენ დაიძრნენ. რუსუდანმა თბილისის დაცვა ციხისთავ მუხას ძეს დაავალა, თვითონ კი ისევ ქუთაისში გაიქცა. გაატარა ფულის რეფორმა; განახლდა ვერცხლის მონეტების მოჭრა. 1236/1237 წელს რუსუდანმა თავისი ასული თამარი რუმის სულთანს ყაიას ედ-დინს მიათხოვა და მასთან გაგზავნა ლაშა გიორგის ძე დავითი, რომ, როგორც ტახტის მოსალოდნელი მეტოქე, თავიდან მოეშორებინა.

რუსუდანმა და მთავარსარდლობამ ვერ გაუწიეს მონღოლებს ორგანიზებული წინააღმდეგობა. სამეფოს სანაპირო-სასაზღვრო რაიონების მმართველები (ავაგ ამირსპასალარი, ვარამ გაგელი, შანშე მანდატურთუხუცესი და სხვები) ბრძოლის მაგიერ თავიანთ ციხესიმაგრეებში შეიხიზნენ. დაქსაქსული ძალების დამორჩილება მონღოლებმა შედარებით ადვილად შეძლეს. 1239/1240 წელს რუსუდანმა რომის პაპს სთხოვა დახმარება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და დაიწყო საზავო მოლაპარაკება მონღოლებთან. ამავე დროს მან ბათო-ყაენთან გაგზავნა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი არსენი, რომლის დაბრუნების შემდეგ მონღოლებს დაუზავდა. 1242/1243 წელს რუსუდანი და მისი ძე დავითი თბილისში გადავიდნენ, საიდანაც დავითი ყაენთან გაგზავნეს. დასნეულებული რუსუდანი მის მოლოდინში გარდაიცვალა.

ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966;
  • გუჩუა ვ.,ქსე, ტ. 8, გვ. 515, თბ., 1984
წინამორბედი:
გიორგი IV
საქართველოს მეფე
1223 - 1245
შემდეგი:
დავით VI
დავით VII

Tags:

119412231225122612301245ბოლნისის ბრძოლაგარნისის ბრძოლა 1225დავით სოსლანითამარ მეფეთბილისისომხებიქართველებიქუთაისიღიას ად-დინიჯალალედინი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ილია თოფურიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონითებულოსმთასტიბიუმისაქართველოს კონსტიტუციაჭიანჭველასებრნისეკულარიზმილითოსფეროლეიკოციტებითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიევერესტიაღდგომაკუებიბზობადედამიწაკონგოქართველები რუსეთშიგორისაქართველო IX-X საუკუნეებშიარჩვისტუმარ-მასპინძელიილია IIვარლამ ლიპარტელიანიკრიშტიანუ რონალდუხმოვანიქანი (გეოლოგია)კარლეს პუჩდემონივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიპომპეიეკოლოგიაჭადრაკიმთვარეპოლიმერებიიაკობ გოგებაშვილიკანადაზაქარია ფალიაშვილიაბას I (ირანი)თვითმმართველობაფოცხვერიგამარჯვების დღელიმფოციტებიშავი ზღვაკოლხეთის სამეფოქართველებიეოზონოფილებიალუმინისკოლაბერძნული მითოლოგიაავტორიტარიზმიშარკა ბლუწელიწადის დროებიელენე ახვლედიანიმდინარეწრეწირიფოტოსინთეზიადოლფ ჰიტლერიჰარი პოტერიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითმარიხუანამილიმეტრილათინური ენაგურიასოციალიზმიდედამიწის დღეგერმანიის ქალაქების სიაშამქორის ბრძოლა (1195)ხეოფსის პირამიდასულეიმან Iსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიბაბისმთაქუნთრუშააჭარის ავტონომიური რესპუბლიკათბილისის მეტროპოლიტენიტბადედა ენაიბერია🡆 More