რეიმსი

რეიმსი (ფრანგ.

2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 188 078 ადამიანს, საფრანგეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას მეცამეტე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 4010 ადამიანი. ფართობი 46.9 კმ². ვრცელდება ზღვის დონიდან 80–135 მ სიმაღლეზე. რეიმსიდან 129 კილომეტრში მდებარეობს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი. დასახლებულ პუნქტში არის რომაული ეკლესია, ყოფილი სენ-რემის მონასტერი და ტოს სასახლე, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრობის სიაში შეიტანა. რეიმსი დაარსდა ძვ.წ 80 წელს. მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა გალიის და შემდგომ რომის იმპერიის საფრანგეთში. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი — იანვარი და თებერვალი. რეიმსი არის შამპან-არდენის რეგიონის და მარნას დეპარტამენტის დასახლებული პუნქტი.

ქალაქი
რეიმსი
Reims
რეიმსი
დროშა გერბი
რეიმსი რეიმსი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი შამპან-არდენი
დეპარტამენტი მარნა
კოორდინატები 49°15′46″ ჩ. გ. 04°02′05″ ა. გ. / 49.26278° ჩ. გ. 4.03472° ა. გ. / 49.26278; 4.03472
მერი Arnaud Robinet
ფართობი 46.9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80–135
მოსახლეობა 188 078 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 4010 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 51100[1]
ოფიციალური საიტი http://www.reims.fr[2]
რეიმსი — საფრანგეთი
რეიმსი

ისტორია

რეიმსი თავდაპირველად კელტური ტომის, რემების, დასახლება, შემდეგ რომის პროვინცია ბელგიკის ცენტრი იყო. ეწოდებოდა დუროკორტორუმი, შემდეგ – რემი. III საუკუნიდან იყო ეპისკოპოსის რეზიდენცია. V საუკუნეში დაიპყრეს ფრანკებმა. 496 წელს აქ ფრანკთა მეფე ხლოდვიგმა ქრისტიანობა მიიღო; ამასთან იყო დაკავშირებული საფრანგეთის მეფეების რეიმსში მეფედ კურთხევის ტრადიცია (უკანასკნელად აქ 1825 წელს ეკურთხა შარლ X). 1139 წელს მიიღო კომუნის უფლება. შუა საუკუნეებში რეიმსში ეწყობოდა დიდი ბაზრობები. ქალაქი ძლიერ დაზარალდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918 წწ.), მეორე მსოფლიო ომის (1939-1945 წწ.) დროს ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. 1945 წლის 7 მაისს რეიმსში მიირეს ვერმახტის კაპიტულაცია დასავლეთის ფრონტზე.

დაძმობილებული ქალაქები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> Base officielle des codes postauxLa Poste, 2018.
  • Annuaire de service-public.fr
  • Tags:

    რეიმსი ისტორიარეიმსი დაძმობილებული ქალაქებირეიმსი რესურსები ინტერნეტშირეიმსი სქოლიორეიმსიაგვისტოგალიაზღვის დონეთებერვალიიანვარიივლისიიუნესკომარნამსოფლიო მემკვიდრეობაპარიზირომის იმპერიასაფრანგეთიტოს სასახლეფრანგული ენაქალაქიშამპან-არდენიძვ. წ. 80

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    დუნაისეტყვანარკოტიკიბულგარეთიფეხბურთის წესებისაქართველო VI საუკუნეშიჰარი პოტერიაბო თბილელის წამებაჭინჭარიავოკადოანალური სექსიკაპიტალიზმიშინაური კატასაქართველოეროზიაჭაბუა ამირეჯიბისისხლისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტი22 აპრილირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეპროტესტანტიზმითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიბესლანის ტერაქტიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)სეკულარიზმისაქართველოს თავდაცვის ძალებიელენე ახვლედიანისიყვარულიბახტრიონის ბრძოლადათა თუთაშხიაისრაელისაქართველოს პრეზიდენტიბარბიტურატებისარკაზმიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითვახტანგ I გორგასალინაპოლეონის ომებილიბერალიზმითეთრი დათვიბათუმის ბოტანიკური ბაღიაუტიზმისიღნაღისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაიულიუს კეისარიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიმარტივი რიცხვიკახა კალაძენიკო ნიკოლაძეეკა გიგაურიამეთვისტოწმინდა ნინოაქლემივატერლოოს ბრძოლაავსტრალია (კონტინენტი)დედამიწის ისტორიაქაქუცა ჩოლოყაშვილიადამიანის უფლებებიაბას I (ირანი)ტყეაჭარაშრი-ლანკაპაბლო პიკასოივანე ჯავახიშვილიქვეწარმავლებიშინაური ძაღლიგაპიროვნება24 აპრილივოლფგანგ ამადეუს მოცარტირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისტუმარ-მასპინძელითბილისის ისტორიაებრაელებიჰიმალაიქართლის სამეფოფუტურიზმიაგნოსტიციზმიაია-სოფიას ტაძარიცხოველები🡆 More