რეზო ჩხიკვიშვილი

რეზო ჩხიკვიშვილი (დ.

9 მარტი, 1957, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1990), კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (1989).

რეზო ჩხიკვიშვილი
დაბადების თარიღი 9 მარტი, 1957
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რეზო ჩხიკვიშვილი დაიბადა თბილისში, 1957 წლის 9 მარტს. ექიმების ოჯახში. დაამთავრა თბილისის მე–60 საშუალო სკოლა. კარგად უკრავდა და მღეროდა და თეატრალური ინსტიტუტის სოხუმის განყოფილების სტუდენტი გახდა. ჩაირიცხა რეჟისორ ლილი იოსელიანის ჯგუფში.

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1978 წელს, რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ მიიწვია რუსთავის თეატრში. მისი პირველი როლი იყო კოკა მხეიძე სპექტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. ამ სპექტაკლმა გასაოცარი წარმატება მოუტანა და მსახიობის სავიზიტო ბარათად იქცა. ამ როლის გამო წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს და 1980 წელს კომკავშირის პრემიის ლაურეატიც გახდა, პაატა ბურჭულაძესთან და თამრიკო გვერდწითელთან ერთად.

მეოთხე კურსზე სწავლის დროს ლილი იოსელიანმა დააკავა სპექტაკლ „ჰამლეტში“. პატარა, უსიტყვო როლი იყო, მაგრამ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით თამაში უდიდესი გამოცდილება იყო მისთვის. პროფესიულ და ცხოვრებისეულ წარმატებებს მსახიობი მისი პედაგოგის, ლილი იოსელიანის დამსახურებად მიიჩნევს. თვლის, რომ მან არა მარტო ხელობა შეასწავლა, მის პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც თავისი წვლილი შეიტანა.

1978 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ანზორ ქუთათელაძის მიწვევით უკვე ოფიციალურად გახდა რუსთავის თეატრის მსახიობი. ორი წლის შემდეგ, 1980 წელს, მარჯანიშვილელებთან ერთად გადავიდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში და მის ცხოვრებაში ახალი შემოქმედებითი ეტაპი დაიწყო. ითამაშა სპექტაკლებში: „თოლია“ ( 1980), „ოტელო“ (1981), „თავადის ასული მერი“ (1983), „ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი“ (1985), „ვერაგობა და სიყვარული“ (1987), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1988), „კალიგულა“ ( 1992). გადაიღეს კინოფილმებში: „მე დავბრუნდები“ (1980), „წიგნი ფიცისა“ (1980), „მსურს გავერკვე“ (აზერბაიჯანი, 1981), „პერპეტუმ–მობილე“ (გერმანია, 1981–82), „ანდერძი“ (1883), „ცხოვრება ლენინზე“ (მოსფილმი, 1986–87), „მერცხლები“ (1988) და სხვა. ტელეფილმებსა და ტელესერიალებში: „თეთრი კურდღელი“ (1981), „ვაზის ყვავილობა“ (1982) და სხვა.

1994 წელს გერმანიაში მიიწვიეს ერთი წლით, მაგრამ რეზო დღესაც იქ არის. გერმანიის ქალაქ ესენში, რეზო ჩხიკვიშვილი დაუგეგმავად, შემთხვევით მოხვდა. 1993 წელს, ქართულ–გერმანული პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა თეატრებიდან შეკრებილმა ქართველმა და გერმანელმა არტისტებმა ითამაშეს „ოიდიპოს მეფე“. გერმანული თეატრის დირექციამ სწორედ იქ ნახა ნიჭიერი ქართველი მსახიობი და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. რეზომ ერთ წელიწადში დაჩქარებული ტემპით შეისწავლა ენა და კონტრაქტი გაუგრძელეს. ეს იშვიათობა იყო, რადგან გერმანიაში, ყველა თეატრში ხელმძღვანელობა და დასი 5 წლის ვადით ირჩევა, შემდეგ იცვლება. თუ ძალიან კარგი აღმოჩნდა მსახიობი, კიდევ 5 წლით უგრძელებენ კონტრაქტს, რეზო ჩხიკვიშვილი კი დღემდე ქ. ესენის გრილოს სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობია. შესრულებული აქვს 60–ზე მეტი როლი. გადაღებულია 10–ზე მეტ მხატვრულ და სატელევიზიო ფილმში: „Fünf-Uhr-Schatten“ (1998), „Der Gestohlene Mond“ (2003), „Tatort. Der doppelte Lott“ (2005) და სხვა.

მსახიობი ხშირად ჩამოდის საქართველოში. ითამაშა ფილმებში და სერიალებში: „მომყიდეთ ქმარი“ (1999), „27 დრაკონი“ (2003), „ყავა და ლუდი“ (2006).

2010 წელს დათო დოიაშვილმა „მუსიკის ჰანგების" გადმოქართულებულ ვერსიაში რეზოს მთავარი როლი შესთავაზა. პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა. „აქ სულ სხვა თვალებია, სხვა ტაში, სხვა სუნთქვა, სხვა ემოცია“ – ამბობს მსახიობი.

ოჯახი

მომავალი მეუღლე — ხათუნა ჩაგელიშვილი, რეზომ 1985 წელს, ფილმ „ჩიორას" გახმოვანების დროს გაიცნო. ჰყავთ ორი შვილი – სანდრო და ლევანი.

ფილმოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

Tags:

რეზო ჩხიკვიშვილი ბიოგრაფიარეზო ჩხიკვიშვილი ოჯახირეზო ჩხიკვიშვილი ფილმოგრაფიარეზო ჩხიკვიშვილი რესურსები ინტერნეტშირეზო ჩხიკვიშვილი1957198919909 მარტითბილისიმსახიობისაქართველოს სსრ დამსახურებული არტისტიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული ვაზის ჯიშებიგოდერძი ჩოხელიკურდღელიჯვაროსნული ლაშქრობებიევროპა-აზიის საზღვარი14 აპრილიკენგურუებიბაგრატის ტაძარინიკორწმინდის ტაძარითავისუფლების მოედანი (თბილისი)ბახტრიონის ბრძოლარუსეთ-საქართველოს ომი (1921)შვეიცარიაჩინეთიშვედეთიალუდა ქეთელაურიქართველებისაქართველოს ეროვნული პარკების სიადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიცადამაყვანაავტორიტარიზმიკახეთიერეკლე IIსაქართველოს კანონიხორვატიამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიამეორე მსოფლიო ომისოლომონ Iკანონიერი ქურდინიუ-იორკიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიუდაბნოირემიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიმე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიისლანდიაასპინძის ბრძოლაპარაცეტამოლიანბანიპლებისციტიქართული ენასახელმწიფოალექსანდრე ყაზბეგირუსეთის იმპერიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკამილიმეტრიგორის ციხეჯონჯოლიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაკავკასიამარი ანტუანეტიკირჩხიბი (ასტროლოგია)ვინსენტ ვან გოგირაგბიადამიანის უფლებებიYouTubeსაქართველოს მდინარეების სიაალჟირიღეროვანი უჯრედისოზარ სუბარინიკო ნიკოლაძელუქსემბურგიელექტრული დენისიმკვრივებრუნებასაკურაანემიადედამიწის ისტორიაუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)ალცჰაიმერის დაავადებაძველი თბილისირენესანსისამცხე-ჯავახეთის მხარელუდვიგ ვან ბეთჰოვენიალკოჰოლური სასმელიქვემო ქართლის მხარე🡆 More