რეზო ჩხეიძე

რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე (დ.

რეზო ჩხეიძე არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: რევაზ ჩხაიძე.

8 დეკემბერი, 1926, ქუთაისი — გ. 3 მაისი, 2015, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966), სსრკ სახალხო არტისტი (1980), პროფესორი.

რეზო ჩხეიძე
რეზო ჩხეიძე
დაბადების სახელი რევაზ ჩხეიძე
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, 1926
ქუთაისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 3 მაისი, 2015 (88 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა კინორეჟისორი
სცენარისტი
პროდიუსერი
შვილ(ებ)ი ბიძინა ჩხეიძე, თამარ ჩხეიძე

ბიოგრაფია

დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი — დია ჩიანელი) ოჯახში.

1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო“ და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).

გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი“ (1959), „განძი“ (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი“ (1962), „ჯარისკაცის მამა“ (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები“ (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან“ ერთად, 1970), „ნერგები“ (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.

ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, 1973-2005 წლებში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო.

რეზო ჩხეიძე 2015 წლის 3 მაისს გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ჯალაღანია რ., სიმაღლე, თბ., 1981;
  • Бровченко Г., В центре событий — человек, «Советский экран», 1965, № 14;
  • Тиканадзе Р., Единение народов, единение поколений, «Искусство кино», 1972, № 8;

რესურსები ინტერნეტში

რეზო ჩხეიძე 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

რეზო ჩხეიძე ბიოგრაფიარეზო ჩხეიძე ლიტერატურარეზო ჩხეიძე რესურსები ინტერნეტშირეზო ჩხეიძე სქოლიორეზო ჩხეიძე19261966198020153 მაისი8 დეკემბერითბილისიპროფესორისაქართველოს სსრ სახალხო არტისტისსრკ სახალხო არტისტიქართველებიქუთაისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვენაალტრუიზმიიმერეთილაშა ტალახაძეიტალიამელააშშ-ის პრეზიდენტების სიამეტაფორაუინსტონ ჩერჩილიალექსანდრე ჭავჭავაძესასანიანთა იმპერიანარიყალადავით IIIლიმფოციტებიპროტესტანტული რეფორმაციაბიშკეკისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკარუსეთის იმპერიათემურლენგიმინერალებისაქართველოს წითელი ნუსხადედამიწის ისტორიაბულგარეთინახშირბადიგიორგი მიქაუტაძებუდაპეშტიიაკობ გოგებაშვილისისხლის მიმოქცევის სისტემამსოფლიოს უდიდესი ქალაქებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეადოლფ ჰიტლერიეთიკამეორე მსოფლიო ომიჩრდილოეთი ამერიკაკანონიერი ქურდიიულიუს კეისარიატომიდავით გურამიშვილისაქართველოს თავდაცვის ძალებიმიხეილ მესხის სტადიონიარგონავტებინაციონალ-სოციალიზმიგიორგი სააკაძეძველი საბერძნეთიალუდა ქეთელაურიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაწითელაირემიპითაგორას თეორემაფილტვებირომბისაქართველოს მმართველთა სიაამერიკაასტრიდ ლინდგრენიზურა ყიფშიძებელარუსიგლიცინიახმოვანინარკოტიკირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)იასამანისასმელი წყალიტყესპილოსებრნიიაპონიაზედსართავი სახელიშოთა რუსთაველიფელაციაჩარლი ჩაპლინიფერმენტებიათენივენერამეწყერი24 აპრილილადო ასათიანისაქართველოს დაცული ტერიტორიებიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაშუა საუკუნეები🡆 More