რგოლოვანი ჭიები

რგოლოვანი ჭიები (Annelida), მაღალი ორგანიზაციის ჭიების ტიპი.

აქვთ სხეულის მეორეული ღრუ — ცელომი. მათი სიგრძე რამდენიმე მმ-დან 3 მ-მდეა. სხეული ორმხრივსიმეტრიულია, შინაგანი ტიხრებით დაყოფილია სეგმენტებად (სომიტები), რასაც შეესაბამება გარეგანი რგოლები. რგოლოვანი ჭიებს ახასიათებთ შინაგან ორგანოთა მეტამერია. აქვთ კარგად განვითარებული კან-კუნთოვანი პარკი. საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება პირის ღრუსაგან, ხახისაგან, შუა და უკანა ნაწლავისაგან, რომელიც ანალურ ხვრელში იხსნება. სისხლის მიმოქცევა უმეტესად დახშულია. რგოლოვანი ჭიები კანით სუნთქავენ, ზოგს ლაყუჩები აქვს. გამოყოფს ფუნქციას ასრულებენ ნეფრიდიები (ჩვეულებრივ თითოეულ სეგმენტში თითო წყვილია). ნერვული სისტემა შედგება თავის ტვინის, ხახის ქვეშა განგლიონებისა და მუცლის ნერვული ძეწვისაგან. ცალსქესიანი ან ჰერმაფროდიტი ცხოველები არიან, ვითარდებიან პირდაპირ ან მეტამორფოზით. გვხვდება უსქესო გამრავლებაც — დაკვირტვა (პარატომია). რგოლოვანი ჭიების ტიპში დაახლოებით 9000 სახეობაა. იყოფა ორ ქვეტიპად:

რგოლოვანი ჭიები
ჭიაყელა
ჭიაყელა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  რგოლოვანი ჭიები
ლათინური სახელი
Annelida

ლიტერატურა

  • ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ზოოლოგია, თბ., 1973;
  • ელიაშვილი ტ., ქსე, ტ. 8, გვ.317, თბ., 1984

Tags:

ნერვული სისტემანეფრიდიებიჭიები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ოპერასიტყვარომის დაარსებაწყალიმცხეთის ჯვრის მონასტერიგელათის მონასტერიქუნთრუშაანემიამზის სისტემააზერბაიჯანიშუშანიკის წამებაივანე მაჩაბელიირემიბახტრიონი (პოემა)ლეონარდო და ვინჩილადო ასათიანითბილისის ბოტანიკური ბაღიმთლიანი შიდა პროდუქტი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაკვადრატული მეტრიპუნიკური ომებიასტრიდ ლინდგრენიკუბიზმიდავით IV აღმაშენებელინიუტონის კანონებიმუსიკა29 აპრილიდიდი პანდასაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი ლეონიძეფოცხვერიმონოთეიზმიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიკუნილინგუსიანტარქტიდაფასკუნჯივიტამინებიპარიზიჰიდრავლიკატოლგვერდა სამკუთხედინახშირწყლებიმაიმუნებიზმნაქაშვეთის ეკლესიასანტიმეტრიესპანეთიქრომოსომაუკრაინააშშ-ის ისტორიარუმინეთიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდანარიყალაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაინგლისის რევოლუციაეპითეტიარაგვიკვადრატიგოდერძი ჩოხელითამარ ჩერგოლეიშვილიკონსტანტინოპოლის დაცემაპროპაგანდასახელმწიფომსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითგიორგი I (საქართველოს მეფე)ბაროკოქართული ვაზის ჯიშებისაფრანგეთიგულისაქართველოს პარლამენტიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიძალაკონგონაცვალსახელინაკიანი წელიწადიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)რელიგიაბელარუსი🡆 More