პლაჟი

პლაჟი (ფრანგ.

plage — ზღვის დამრეცი ნაპირი) — ზღვის სანაპირო ზოლი, რომელიც აგებულია ზვირთცემის ნაკადის მოქმედების ზონაში დაგროვილი ნატანი მასალით. განასხვავებენ კენჭიან, ხრეშიან, ქვიშიან, ნიჟარიან პლაჟებს.

პლაჟი
თვალწარმტაცი ზღვის ქვიშიანი პლაჟი (ინგლისი)

პლაჟი წარმოადგენს ზვირთცემისაგან ნაპირის დაცვის ბუნებრივ საშუალებას. მორფოლოგიურად განარჩევენ სრული და არასრული პროფილის პლაჟებს. პირველს დამრეცი ზვინულის ფორმა აქვს, მეორე წარმოადგენს ზღვისკენ დახრილ ნატანის გროვას, რომლის ზურგი ნაპირის ბექს ებჯინება. ზვირთცემის პირდაპირი და უკუდინების სიჩქარეთა განსხვავების გამო პლაჟზე ხდება ნატანი მასალის დახარისხება სიდიდისა და სიმკვრივის მიხედვით.

გარკვეულ ხელსაყრელ პირობებში პლაჟზე წარმოიქმნება სასარგებლო წიაღისეულის ქვიშრობული საბადოები. სოლარიუმებისა და აერარიუმებით მოწყობილ პლაჟებს იყენებენ მკურნალობისათვის.

ფართო გაგებით პლაჟი იქმნება არა მხოლოდ ზღვაზე, არამედ ტბაზე, წყალსატევებზე და სხვა. სანაპირო ზოლები პლაჟის სახით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მ.შ. შესანიშნავი საერთაშორისო საზღვაო კურორტები სანაპირო ფართო და ვიწრო პლაჟის სახით გააჩნია საქართველოს საზღვაო ქალაქებსაც, რომლებიც ათვისებულია რეკრეაციული მიზნებისათვის.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 99-100.
  • Ricci Lucchi F., Sedimentologia. Parte 3, cap. 6, pp. 183-214, Bologna, CLUEB, 1980.

Tags:

ზღვაფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლეიკოციტებიყვავილოვანი მცენარეებიკუბური მეტრინაპოლეონ ბონაპარტიკილომეტრიპლანეტასტიბიუმიალექსანდრე ყაზბეგიკონსერვატიზმისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაიესო ქრისტეტოტალიტარიზმივენდეტადალი (მითოლოგია)ალტრუიზმიისკო დასენირიონიეკოლოგიათირკმელიგიორგი ჩაკვეტაძეთემურლენგის ლაშქრობები საქართველოშირთველიმადაგასკარიქართველებიწინადადებამუსიკანიკოლოზ ბარათაშვილიხემარწყვანიკორწმინდის ტაძარიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემარუსეთიიოჰან სებასტიან ბახიგიორგი მაზნიაშვილიდიმიტრი სამხარაძეთავისუფლების მოედანი (თბილისი)ილია IIლოცვა ეფრემ ასურისავიკისაწყობინაციონალიზმიგაერთიანებული სამეფოსაქართველოს სახელმწიფო გერბიცივი ომივიქტორ დოლიძესიყვარულის დღექართული ენასანტიმეტრიბორჯომი (წყალი)ქართველები რუსეთშიმთაწმინდის პანთეონიფთორიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაქართული ფილმების სიაენცეფალოპათიააჭარათბილისის ისტორიანიამორიხელოვნებაალკოჰოლური სასმელიბიზანტიის იმპერიასტამბოლიალექსანდრე დუგინირითმაბათუმისაქართველოს პარლამენტიკახეთიირლანდიაგიორგი VII (საქართველოს მეფე)ადოლფ ჰიტლერიდედაპლატაალავერდივანდალიზმინიკო ნიკოლაძეკონსტიტუციაკასპიის ზღვაფსორიაზივოლფგანგ ამადეუს მოცარტი🡆 More