პეტრე ვრანგელი

პეტრე ნიკოლოზის ძე ვრანგელი (რუს.

27 აგვისტო [ ძვ. სტ. 15 აგვისტო ], 1878 , ნოვოალექსანდროვსკი, კოვენის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 25 აპრილი, 1928, ბრიუსელი, ბელგია) — რუსი ბარონი , მხედართმთავარი, გენერალი, რუსეთ-იაპონიის ომის გმირი და პირველი მსოფლიო ომის გმირი, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს თეთრი მოძრაობის (1918—1920 წლებში) ლიდერი. რუსული არმიის მთავარსარდალი ყირიმსა და პოლონეთში (1920 წელს), გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი, (1918). წმინდა გიორგის ორდენის კავალერი.

პეტრე ვრანგელი
პეტრე ნიკოლოზის ძე ვრანგელი

ბიოგრაფია

1917 წლის იანვრიდან იყო უსურიის ცხენოსანი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაური, 1917 წლის ივლისიდან მე-7 საკავალერიო დივიზიის მეთაური, შემდეგ შერეული საკავალერიო კორპუსის სარდალი. 1918 წლის დასაწყისიდან მოხალისეთა არმიაში ცხენოსანი დივიზიის მეთაური. გენერალ დენიკინთან უთანხმოების გამო ტოვებს მოხალისეთა არმიას და საცხოვრებლად გადადის სტამბოლში. 1919 წლის ნოემბრიდან ისევ უერთდება თეთრგვარდიელთა მოძრაობას, ბრუნდება რუსეთში და აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას. 1919 წლის დეკემბრიდან მოხალისეთა არმიის სარდალია ყირიმში. 1920 წლის აპრილიდან გენერალ დენიკინისგან იბარებს თეთრგვარდიული მოძრაობის ხელმძღვანელობას. იმავე თვიდან მან სახელი გადაარქვა სამხრეთ რუსეთის არმიას და უწოდა რუსული არმია. 1920 წლის აპრილის ბოლოდან იგი რუსული არმიის უმაღლესი მთავარსარდალი და სამხრეთ რუსეთის სახელმწიფოს უმაღლესი მმართველია. თეთრგვარდიული მოძრაობის დამარცხებისა და წითელი არმიის მიერ ყირიმის დაკავების შემდეგ 1920 წლის შემოდგომიდან მიდის ემიგრაციაში, მოკავშირეთა მიერ ოკუპირებულ სტამბოლში. 1922 წელს საცხოვრებლად გადადის სერბეთის, ხორვატიისა და სლოვენიის სამეფოში. 1927 წლიდან ბრიუსელშია, სადაც გარდაიცვალა უეცრად 1928 წელს. ზოგიერთი ვერსიით მოწამლა შინსახკომის აგენტმა. დაკრძალეს ბრიუსელში და 1929 წელს გადაასვენეს ბელგრადში.

ლიტერატურა

პეტრე ვრანგელი 
არის გვერდი თემაზე:
  • Lincoln, W. Bruce. Red Victory: A History of the Russian Civil War. New York, Simon and Schuster, 1989. ISBN 0-671-63166-7
  • Luckett, Richard. The White Generals: An Account of the White Movement and the Russian Civil War. New York, Viking, 1971. ISBN 0-670-76265-2
  • Wrangel, Alexis, General Wrangel - Russia's White Crusader, London, 1987 (reprint 1990) ISBN 0-85052-890-9
  • Always With Honour. By General Baron Peter N Wrangel. Robert Speller & sons. New York. 1957.

Tags:

187819181920192825 აპრილი27 აგვისტობარონიბელგიაბრიუსელიზარასაიპირველი მსოფლიო ომიპოლონეთირუსებირუსეთ-იაპონიის ომირუსეთის იმპერიარუსეთის სამოქალაქო ომირუსული ენაყირიმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მონღოლთა იმპერიასაქართველოს სამეფოდავით IV აღმაშენებელიბარდა სკლიაროსიტოლერანტობაპითაგორას თეორემაინგლისური ენამერწყულიმარკეტინგიქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)სკოლაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიმაიმუნებიბიპოლარული აშლილობასახელმწიფო საზღვარისაქართველოს კონსტიტუციამენსტრუაციაჰაერის დაბინძურებაბიძინა ივანიშვილისტრასბურიწითელადედამიწის ისტორიაოპერალუვრისაქართველოს ისტორიალიონელ მესისანტიმეტრიზამთარირთველიალაზანიგანმანათლებლობანელსონ მანდელასერგო ორჯონიკიძეარჩვიჭიამაიასებრნიფემინიზმიბალეტიდეციმეტრილიმფოციტებიმთლიანი შიდა პროდუქტიელინიზმინატვრის ხე (ფილმი)ლომითხის რქა (ასტროლოგია)ბაგრატ III (საქართველოს მეფე)ვირუსებიამეთვისტოქართლის ცხოვრებაატლანტის ოკეანეცხელი ძაღლისალომე ზურაბიშვილიგერმანიის ქალაქების სიათავისუფლება (ფილოსოფია)მგელიპარაზიტიზმიჩრდილოეთი ამერიკადოლირაბათის ციხექრისტიანობასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშითბილისის ისტორიადავითიანი (ნაწარმოები)აზიავახტანგ I გორგასალიგლობალური დათბობადემეტრე II თავდადებულისაქართველოს მდინარეების სიაარაპენეტრაციული სექსიზუგდიდიაბსცისაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასაბერძნეთიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაკუებიძუძუმწოვრებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმერაბ კოსტავასაქართველოს ქალაქები🡆 More