აპოცენტრი და პერიცენტრი

პერიცენტრი და აპოცენტრი (ბერძნ.

περί პერი — გარშემო, ახლოს, გვერდით; ბერძნ. από აპო — „-დან“, „-გან“ (რთული სიტყვის ნაწილი, გამოხატავს უარყოფას და რაღაცის ნაკლებობას), ლათ. centrum — ცენტრი) — ციური სხეულის ორბიტის უახლოესი და უშორესი წერტილები ცენტრალური სხეულიდან, რომლის გარშემოც ისინი ბრუნავენ.

აპოცენტრი და პერიცენტრი
1 დედამიწა
2 თანამგზავრის ორბიტა
3 დედამიწის თანამგზავრი
4 დედამიწის ეკვატორული ხაზი
5 დედამიწის ბრუნვის ღერძი
6 პერიგეა
7 აპოგეა
8 აფსიდათა ხაზი

მზის სისტემის პლანეტების ორბიტაზე პერიცენტრსა და აპოცენტრს უწოდებენ შესაბამისად პერიჰელიუმსა და აფელიუმს (პერიჰელიუმი და აფელიუმი; ბერძნ. ‘ήλιος ჰელიოს — მზე). ასევე ფართოდ გამოიყენება ტერმინები პერიგეა და აპოგეა (აგრეთვე პერიგეუმი და აპოგეუმი; ბერძნ. περίγειος — „დედამიწის გვერდით“; ბერძნ. απόγεια — „დედამიწიდან“), რომელთაც დედამიწის ორბიტაზე მთვარესა და ხელოვნურ თანამგზავრის უახლოესა და უშორეს წერტილებს უწოდებენ.

ფორმულა

ორბიტაზე პერიაფსიდებსა და აპოაფსიდებს ახასიათებთ შემდეგი ფორმულები:

  • პერიაფსიდები: მაქსიმალური სიჩქარე აპოცენტრი და პერიცენტრი  მინიმალურ (პერიაფსიდები) მანძილზე აპოცენტრი და პერიცენტრი 
  • აპოაფსიდები: მინიმალური სიჩქარე აპოცენტრი და პერიცენტრი  მაქსიმალურ (აპოაფსიდები) მანძილზე აპოცენტრი და პერიცენტრი 

მაშინ როცა, კეპლერის პლანეტათა მოძრაობის კანონისა და ენერგიის მუდმივობის თანახმად, შემდეგი მონაცემები მოცემულ ორბიტაზე არის მუდმივი:

  • განსაზღვრული ფარდობითი იმპულსის მომენტი აპოცენტრი და პერიცენტრი 
  • განსაზღვრული ორბიტალური ენერგია აპოცენტრი და პერიცენტრი 

სადაც,

  • აპოცენტრი და პერიცენტრი  არის უდიდესი მანძილი ელიფსის ცენტრიდან წრეწირამდე
  • აპოცენტრი და პერიცენტრი  არის სტანდარტული გრავიტაციის პარამეტრი
  • აპოცენტრი და პერიცენტრი  არის ექსცენტრისიტეტი, განსაზღვრული როგორც აპოცენტრი და პერიცენტრი 

ტერმინოლოგია

ჩვეულებრივ გამოიყენება ტერმინები აპოცენტრი და პერიცენტრი, თუმცა ტექნიკური ხმარებისთვის ამჯობინებენ ტერმინებს: აპოაფსიდები და პერიაფსიდები.

სხეული უახლოესი წერტილი უშორესი წერტილი
გალაქტიკა პერიგალაქტიკონი აპოგალაქტიკონი
ვარსკვლავი პერიასტრი აპოასტრი
შავი ხვრელი პერიმელასმა/პერიბოთრა/პერინიგრიკონი აპომელასმა/აპობოთრა/აპონიგრიკონი
მზე პერიჰელიუმი აფელიუმი
მერკური პერიჰერმიონი აპოჰერმიონი
ვენერა პერიცითერიონი/პერიცითერეანი/პერიკრიტიონი აპოცითერიონი/აპოცითერეანი/აპოკრიტიონი
დედამიწა პერიგეა/პერიგეუმი აპოგეა/აპოგეუმი
მთვარე პერისელენიუმი/პერიცინთიონი/პერილუნე აპოსელენიუმი/აპოცინთიონი/აპოლუნე
მარსი პერიარეიონი აპოარეიონი
იუპიტერი პერიზენე/პერიიოვი აპოზენე/აპოიოვი
სატურნი პერიკრონე/პერისატურნიუმი აპოკრონე/აპოსატურნიუმი
ურანი პერიურანიონი აპოურანიონი
ნეპტუნი პერიპოსეიდიონი აპოპოსეიდიონი
პლუტონი პერიჰადიონი აპოჰადიონი

დედამიწის პერიჰელიუმი და აფელიუმი

აპოცენტრი და პერიცენტრი 
პერიჰელიუმის მაგალითი
აპოცენტრი და პერიცენტრი 
აფელიუმის მაგალითი

დედამიწა მზეს ყველაზე მეტად იანვრის დასაწყისში უახლოვდება, ივლისის დასაწყისში — შორდება. პერიჰელიუმს, აფელიუმსა და დედამიწის სეზონებს შორის კავშირი იცვლება
21 000 წლიან ციკლში. ეს ანომალიური პროცესი იწვევს კლიმატის პერიოდულ ცვლილებას (იხ. მილანკოვიჩის ციკლები).

ამ მოვლენის სამომავლო თარიღი და საათი მოცემულია შემდეგ გრაფაში:

წელი პერიჰელიუმი აფელიუმი
2007 3 იანვარი 20Z 7 ივლისი 00Z
2008 3 იანვარი 00Z 4 ივლისი 08Z
2009 4 იანვარი 15Z 4 ივლისი 02Z
2010 3 იანვარი 00Z 6 ივლისი 11Z
2011 3 იანვარი 19Z 4 ივლისი 15Z
2012 5 იანვარი 00Z 5 ივლისი 03Z
2013 2 იანვარი 05Z 5 ივლისი 15Z
2014 4 იანვარი 12Z 4 ივლისი 00Z
2015 4 იანვარი 07Z 6 ივლისი 19Z
2016 2 იანვარი 23Z 4 ივლისი 16Z

სქოლიო

Tags:

აპოცენტრი და პერიცენტრი ფორმულააპოცენტრი და პერიცენტრი ტერმინოლოგიააპოცენტრი და პერიცენტრი დედამიწის პერიჰელიუმი და აფელიუმიაპოცენტრი და პერიცენტრი სქოლიოაპოცენტრი და პერიცენტრიბერძნ.ლათ.ორბიტა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღემიხეილ სააკაშვილიკანონიერი ქურდიგიორგი XIIშვედეთისტიგმაქართლის გაქრისტიანებაჭადრაკიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიგერმანიის ქალაქების სიაზამთარილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიგაზაფხულისაქართველოს პრემიერ-მინისტრიმინერალებივერცხლიტემპერატურაცხოველებიანანურის ციხეასკარიდისებრნიდეციმეტრითეთრი დათვივიკისაწყობიეპითეტიტაო-კლარჯეთიდავითი (მიქელანჯელო)The Beatlesდემაგოგიაგურიის მხარეილია თოფურიადუბაის საამიროსათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს წითელი ნუსხავინსენტ ვან გოგისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეერთეულთა საერთაშორისო სისტემაადოლფ ჰიტლერიდუბაიალუმინიაღდგომაშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიქართული საბჭოთა ენციკლოპედიასამეგრელოფერნანდო მაგელანიქუთაისიევროპის ჰიმნიზაფხულიპლებისციტიუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)გიორგი III (საქართველოს მეფე)სტუმარ-მასპინძელიკუებიყივანახველათეიმურაზ Iგამზრდელი (პოემა)საქართველოს სატელეფონო კოდებიკრასუსიფთორიეიფელის კოშკისიონის ტაძარიევროპა-აზიის საზღვარიჩარლი ჩაპლინიმიკროორგანიზმებილურჯი ვეშაპიკომუნიზმიფარნავაზ Iმეორე მსოფლიო ომიმენსტრუაციაბათუმის ბოტანიკური ბაღიგარემოს დაცვასაჰარადიდგორის ბრძოლასვანეთიიულიუს კეისარიბახტრიონის ბრძოლა🡆 More