ფესახი (ებრაული, იდიში: פֶּסַח (?·i)) ანუ ქართ.
დღესასწაულის თარიღი თანამედროვე საერთაშორისო კალენდრით მოძრავია და მარტში ან აპრილში აღინიშნება. ფესახი არის ერთ-ერთი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილი ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და ანტიკური ევიპტიდან ებრაელთა გამოსვლას. საუფლო დღესასწაულზე (ისრაელში შვიდ და ისრაელის გარეთ რვა დღის მანძილზე) ებრაელები ჩვეულებრივი პურის ნაცვლად მიირთმევენ უფუარ კვერს.
'ფესახი ებრ.: פסח' | |
მაცა - უფუარი პურის ხმიადი | |
აღნიშნავენ | ებრაელები, სამარიელები და კერაიტები |
---|---|
პერიოდი | 15 - 21 (22) ნისანი გრეგორიანული კალენდრით 2009 : 8 - 15 (16) აპრილი 2010 : 29 მარტი - 5 (6) აპრილი 2011 : 18 - 25 (26) აპრილი |
ძველი აღთქმის წიგნი გამოსვლა მოგვითხრობს, ეგვიპტეში საშინლად იჩაგრებოდა ებრაელი ხალხი. უფალმა მათ გასანთავისუფლებლად მრავალი ნიშანი და ათი სენი მოუვლინა ეგვიპტეს. მაგრამ ფარაონს გული გასასტიკებული ჰქონდა. მაშინ უფალმა ეგვიპტელებს მოუვლინა ღვთის რისხვა - პირველშობილთა მოკვდინება. ებრაელები გაფრთხილებულები იყვნენ, სახლის შესასვლელ კარზე ნიშანი დაედოთ ბატკნის სისხლით. ამ ნიშნის მქონე კარს სიკვდილის ანგელოზი გვერდს აარიდებდა და სენი მათ არ შეეხებოდა. ასეთი განსასჯელისაგან თავზარდაცემულმა ფარაონმა ებრაელებს ნება დართო ეგვიპტიდან წასულიყვნენ. განთავისუფლებული ებრაელები ისე ჩქარობდნენ, რომ პურის აფუებას აღარ დაელოდნენ, უფუარი ცომისაგან ხმიადი კვერები დააცხეს და საგზლად წაიღეს. ამიტომ ფესახის დღეებში, როდესაც იხსენიებენ პირველშობილ ყრმათა მოკვდინებას, მონობისაგან განთავისუფლებასა და ეგვიპტიდან გამოსვლას, არ ჭამენ აფუებულ პურს. ამის გამო დღესასწაულს მეორენაირად „უფუარობის დღესასწაულს“ უწოდებენ (חַג הַמַּצּוֹת - ხაგ ჰა’მაცოთ) ამ დღესასწაულის უშუალო სიმბოლო და აუცილებელი ატრიბუტია უფუარი პურის კვერი - ხმიადი, რომელსაც მაცა ეწოდება.
ფესახი ანუ პასექი, ისევე როგორც შავოუთი და სუქოთი მიეკუთვნება სამ პილიგრიმულ დღესასწაულს (შალოშ რეგალიმ), როდესაც ისტორიული ტრადიციის თანახმად,მორწმუნეები ლოცვით მსვლელობას აწყობენ და მოილოცავენ იერუსალიმის ტაძარს. ანალოგიურ მომლოცველთა მსვლელობას აწყობენ სამარიტელები იმ განსხვავებით, რომ ამ მსახურებაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობენ და მოილოცავენ გერიზიმის მთას.
ძველი აღთქმის თანახმად, ფესახი აღინიშნება ებრაული კალენდრის მიხედვით ნისანის თვის 15 რიცხვში, სავსემთვარეობისას. ამისი შესაბამისი სამარიტიელებისა და კარაიტებისათვის არის აბიბის თვის 15 რიცხვი. ეს გაზაფხულის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიაობის შემდეგ დგება. ძველი ებრაული ტრადიციით ნისანის თვის დადგომის ნიშანი იყო ქერის მომწიფება. თუ ქერი არ დამწიფდა, მაშინ ნაკიანი თვე, ადარის მეორე თვე უნდა დაემატოს კალენდარს. ბოლო 12 საუკუნის მანძილზე კალენდარი მათემატიკურად გამოითვლება.
ფესახის ანუ პასექის დღესასწაულის პირველი და მეშვიდე დღე უქმეა, იკითხება ლოცვები, მზადდება სადღესასწაულო კერძები. შუალედ დღეებს ეწოდება „ხოლ ჰამოედ“ (ებრ. חול המועד). დიასპორა 8 დღის განმავლობაში ზეიმობს. ერთი დღის დამატება მოხდა იმ მიზეზით, რომ შორს მცხოვრებ ებრაელს საკმარისი დრო ჰქონოდა იერუსალიმის ტაძარში წასასვლელად.
კარაიტები და სამარიტიელები ებრაული კალენდრისაგან განსხვავებულ კალენდარს იყენებენ და მათი პასექის თარიღი ოდნავ განსხვავებულია. მაგალითად, 2009 წელს ებრაული კალენდარის ნისანის თვის 15 რიცხვი შეესაბამება 9 აპრილს, ხოლო სამარიტიული და კარაიტული აბიბის თვის 15 შეესაბამება 11 აპრილს. კარაიტები და სამარიტიელები პასექის შვიდ დღეს ერთნაირად აღნიშნავენ და მთელი დღესასწაულის განმავლობაში მიირთმევენ აუფუებულ პურს.
პასექის ანუ ფესახის დღესასწაული უფლის მიერ დადგენილი წესით აღინიშნება, რომელიც აღწერილია ხუთწიგნეულში. ნისანის 10-ში ბატკანი ან კრავი უნდა საგანგებოდ უნდა გადაირჩეს, 14-ში უნდა დაიკლას, შეიწვას და უნდა მიირთვან 15-ში საღამოს. ამასთან მომზადებული უნდა იყოს უფუარი ხმიადები - მაცა და მწარე მწვანილი - მარორი. გამთენიისას საჭმლის ნარჩენები უნდა დაიწვას. ეს არის მსხვერპლშეწირვა.
პასექის რიტუალი ბიბლიის გარდა აღწერილია ძვ.წ. V საუკუნის ეგვიპტურ პაპირუსებზე ე.წ. არამეულ პაპირუსებში; ჰეროდეს პერიოდის ფლავიუსის და ფილონის ხელნაწერებში.
ფესახი ანუ პასექი პირველად ნახსენებია ძველი აღთქმის ხუთწიგნეულში, გამოსვლაში. სიტყვის მნიშვნელობაზე რამდენიმე განმარტება არსებობს.
ამავე მოსაზრებას ეყრდნობა პასექის ინგლისური სახელწოდება პასოვერ ინგ. passover (passed over). ეს ტერმნი პირველად გამოყენებულია ბიბლიის უილიამ ტინდალისეულ თარგმანსა და ინგლისის მეფის ჯეიმზ I სტიუარტის ვერსიაში.
ფესახის წეს-განრიგით საზვარაკე კრავი უნდა მიეტანათ კარავში, მოგვიანებით კი იერუსალიმის ტაძარში. საზვარაკე კრავი მოიხსენიება 14 ნისანის დილის ლოცვისა და ღვთისმსახურების დროს. ვინაიდან ფესახის კრავი წმინდა შესაწირია, მისი კერძით არ შეიძლება გაუმასპინძლდნენ არაებრაელებს, განდგომილებს, მსახურებსა და წინადაუცვეთელებს.
ფესახის ანუ პასექის დღესასწაულზე იესო ქრისტე გაემართა იერუსალიმში, ისე როგორც უფლის მერ დადგენილი წესი მოითხოვდა. იერუსალიმელები მას პალმის რტოებით მიეგებენ (ბზობის დღესასწაული ქრისტიანულ სარწმუნოებაში). დღესასწაულის დღეებში აღსრულდა წინასწარმეტყველება, ძე ღვთისა გასცეს, შეიპყრეს, განსაჯეს, ჯვარს აცვეს, ხოლო სამი დღის შემდეგ იგი მკვდრეთით აღსდგა ბზობა, ვნების კვირა და ბრწყინვალე ქრისტიანული დღესასწაული აღდგომა კალენდარულად დაკავშირებულია ფესახის დღესასწაულთან. მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება აღდგომას აღნიშნავს ფესახის დღესასწაულის შემდეგ. სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი შემადგენელია აფუებული ნამცხვარი „სააღდგომო პასკა“. სააღდგომოდ შეწირული კრავი სიმბოლოა იმ მსხვერპლისა, რაც გაიღო იესო ქრისტემ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ფესახი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.