პალეოლითი (ბერძ.
ქვის ხანის დაყოფა პალეოლითად და ნეოლითად ეკუთვნის ინგლისელ არქეოლოგსა და ეთნოგრაფს ჯონ ლებოკს (ტერმინი შემოღებულია 1865). პალეოლითის დასაწყისია უძველესი განათხარი ადამიანების (ჰომო გაბილისი, პითეკანთროპი) არსებობის ხანა და გეოლოგიურად პლეისტოცენის ადრინდელ საფეხურს შეესაბამება. ამ დროის კლიმატური პირობები, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელობისაგან. პალეოლითის ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვის ცული. საჩეხი, წვეტანა, საფხეკი, საჭრისი, დანა და სხვა იარაღები. ამზადებდნენ ხისა და ძვლის იარაღსაც. მეურნეობა მიმთვისებლური იყო, მისდევდნენ შემგროვებლობას, ნადირობასა და თევზჭერას. შუა პალეოლითში (მუსტიეს ეპოქა, ნეანდერტალელი ადამიანი) ჩნდება რელიგიის წარმოდგენები, ისახება ხელოვნური ასდრესი ფორმები. პალეოლითი იწყება დაახლოებით 2–2,5 მლნ. წლის წინ (ოლდოვაის კულტურა, აღმოსავლეთი აფრიკა).
პალეოლითში გამოიყოფა 3 საფეხური — ქვედა (ადრინდელი), შუა (მუსიეს ეპოქა) და ზედა (გვიანდელი).
საქართველოში პალეოლითური კულტურის არსებობა პირველად დადასტურებული იყო 1914 წელს საკაჟიას მღვიმეში. პალეოლითის მეცნიერულ შესწავლას ჩვენში საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის პირველი მეოთხედიდან. 1926 წელს პროფ. გ. ნიორაძემ აღმოაჩინა და მაღალ მეცნიერულ დონეზე შეისწავლა დევისხვრელის მღვიმე. დღეისათვის საქართველოში პალეოლითის გავრცელების 6 ძირითადი რეგიონი გამოიყოფა:
საქართველოში 400-ზე მეტი პალეოლითური ძეგლია, მათ შორის 70-ზე მეტი აშელის ხანისაა (3 მღვიმური და 1 ღია ტიპის სტრატიფიცირებული), 200-ზე მეტი — მუსტიესი (20 ძეგლი მღვიმური, დაახლოებით 130 ზედა პალეოლითისა და მეზოლითის ხანის). მე-3 და მე-5 რეგოინებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ორმხრივი დამუშავების ტექნიკით ნაკეთები იარაღი (ხელცულები, საჩეხები და სხვა).
შუა პალეოლითში იარაღის დამუშავებითა და ტიპობრივი და შედგენილობით 4 ლოკალური ჯგუფი გამოიყოფა:
საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურული ძეგლები ერთიანდება 3 დიდ ქრონოლოგიურ ჯგუფში:
მეზოლითური ხანის ძეგლები ცალკე IV ჯგუფს ქმნიან. საქართველოს ზედა პალიოლითური და მეზოლითური კულტურებისათვის ზოგადი დამახასიათებელი ნიშნებია: სხვადასხვა ქრონოლოგიურ ჯგუფში შემავალი ქვის ძირითადი ნაწარმის ურთიერთსიახლოვე და მსგავსება; ჯგუფებს შორის მკვეთრი ქრონოლოგიური და კულტურული გამოიჯნულობის (ორიანიაკი, სოლუტრე, მადლენი) არარსებობა; მიკროლითური ტექნიკური და მიკროლითური გეომეტრიული მოყვანილობის იარაღის ადრე გამოჩენა და გვიანობამდე შემორჩენა; რქისა და ძვლის ნაკეთობათა ერთგვაროვნება; ე. წ. სოლუტურული კულტურის არარსებობა და მცირე ხელოვნური ნიმუშების ნაკლები რაოდენობა.
პალეოლითის ხანის გამოქვაბულების მხატვრობები მრავლადაა შემორჩენილი ესპანეთში, საფრანგეთში, ციმბირში, საჰარაში, სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, რაც იმას მეტყველებს, რომ პირველყოფილი ადამიანები ამ ადგილებში ცხოვრობდნენ. აქ ჩამოთვლილი ქვეყნების გამოქვაბულ-ძეგლებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ე.წ. ფრანკო-კანტაბრიული ზონის (საფრანგეთ-ესპანეთის ტერიტორია) შემორჩენილი ნიმუშები. მათ შორისაა ალტამირას (ესპანეთი), ლასკოს (საფრანგეთი), ტასილის (ეგვიპტე, საჰარა) გამოქვაბულები, რომელთა მოხატულობაც პირველყოფილი ადამიანის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება.
This article uses material from the Wikipedia ქართული article პალეოლითი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.