პაატა გუგუშვილი: ქართველი ეკონომისტი

პაატა ბესარიონის ძე გუგუშვილი (დ.

პაატა გუგუშვილი: ბიოგრაფია, თხზულებები, ლიტერატურა ტერმინს „გუგუშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გუგუშვილი.

15 სექტემბერი, 1905, კოდორი, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი ― გ. 27 თებერვალი, 1987, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962).

პაატა გუგუშვილი
პაატა გუგუშვილი: ბიოგრაფია, თხზულებები, ლიტერატურა
დაბ. თარიღი 15 (28) სექტემბერი, 1905
გარდ. თარიღი 27 თებერვალი, 1987(1987-02-27) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა პაატა გუგუშვილი: ბიოგრაფია, თხზულებები, ლიტერატურა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
პაატა გუგუშვილი: ბიოგრაფია, თხზულებები, ლიტერატურა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პაატა გუგუშვილი: ბიოგრაფია, თხზულებები, ლიტერატურა სსრკ
საქმიანობა ეკონომისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე ნინო გუგუშვილი (მიქაბერიძე)
შვილ(ებ)ი ბესარიონ გუგუშვილი და გულბაათ გუგუშვილი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

პაატა გუგუშვილი დაიბადა 1905 წლის 15 სექტემბერს სოფელ კოდორში. 1917–23 წლებში სწავლობდა ფოთისა და ქუთაისის გიმნაზიებში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტ-ფინანსისტის სპეციალობით. ლექციებს ისმენდა აგრეთვე სამართლისა და საქართველოს ისტორიის დარგებში, მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკური ისტორიის, ნუმიზმატიკა-მეტროლოგიის სემინარებში, რომელთაც აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს სახალხო მეურნეობის ისტორიის, პოლიტიკური ეკონომიისა და სოციოლოგიის ლექციათა კურსებს. ავტორია მრავალი ათეული ნაშრომისა, რომლებიც ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრის ისტორიის, სახალხო მეურნეობის განვითარების, დაგეგმვის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, ბიბლიოლოგიის, ამიერკავკასიისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და სხვა საკითხებს.

1961 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1974 წელს კი — აკადემიკოსად. 1973 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ სოციალურ ეკონომიკური პრობლემების სამეცნიერო საბჭოს.

დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში, ეკონომიკური წყაროების მეცნიერულ პუბლიკაციაში.

მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ეკონომიკის ინსტიტუტი, რომელსაც იგი სამ ათეულ წელზე (1944-76) მეტი ხნის განმავლობაში ედგა სათავეში. ამ ინსტიტუტმა დიდი როლი ითამაშა ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში, მნიშვნელოვანი პრობლემების დამუშავებაში, კვალიფიციური კადრების მომზადებაში. ინსტიტუტს 1991 წლიდან მიენიჭა გუგუშვილის სახელი. პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტი საქართველოში ეკონომიკის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი მიმართულების მსხვილი სამეცნიერო კვლევითი ცენტრია. არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. თავდაპირველად ეწოდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი (1958), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი (1989), პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი (1991), სსიპ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი (2006), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი (2011).

აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი და მისი ეკონომიკური სექციის თავმჯდომარე, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის რჩეული ნაწერების თხზულებათა 12 ტომეულის, აგრეთვე ხუთტომეულის „ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორია საქართველოში“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის რჩეული ნაწერების ორტომეულის მთავარი რედაქტორი.

ავტორია მრავალი ნაშრომისა, მათ შორის 50 მონოგრაფიისა. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მონოგრაფია „საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს.“ (I-VII ტომი, 1949-84), რომლის სამი წიგნი გამოცემულია რუსულ ენაზეც (ამ ნაშრომს 2000 წელს ეკონომიკის მეცნიერების დარგში „XX საუკუნის საუკეთესო მონოგრაფიის“ სტატუსით ჟურნალ „მაკრო-მიკროეკონომიკის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიენიჭა პირველი პრემია).

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

პაატა გუგუშვილი გარდაიცვალა 1987 წლის 27 თებერვალს, 81 წლის ასაკში, ქალაქ თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

თხზულებები

  • კარლ მარქსი გამომგონებლობის შესახებ, ტფ., 1935;
  • საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში. მონოგრაფიები. ტ. 1-7, 1949-1984;
  • ეკონომიკური ტერმინოლოგიისა და მეცნიერული თარგმნისათვის, თბ., 1952;
  • თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგიის შესახებ. თბ., მეცნიერება, 1966;
  • აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. კრ-ში: ეკონომიკა, ტ. 5. თბ., მეცნიერება, 1973, გვ. 374-391
  • გამოჩენილი ქართველი ეკონომისტის ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. თბ., მეცნიერება, 1973;
  • საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები. თბ., მეცნიერება, 1973;
  • О формировании семьи в аспекте воспроизводства населения. Доклад. Тб., Мецниереба, 1976. 52 с.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

პაატა გუგუშვილი: ბიოგრაფია, თხზულებები, ლიტერატურა 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო

Tags:

პაატა გუგუშვილი ბიოგრაფიაპაატა გუგუშვილი თხზულებებიპაატა გუგუშვილი ლიტერატურაპაატა გუგუშვილი რესურსები ინტერნეტშიპაატა გუგუშვილი სქოლიოპაატა გუგუშვილი15 სექტემბერი1905198727 თებერვალიაბაშის მუნიციპალიტეტიაკადემიკოსითბილისიპროფესორისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიაქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კვორუმიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაკავკასიური ნაგაზიანბანიფინეთიდედამიწის სტრუქტურაკუბური მეტრიოსმალეთის იმპერიის ისტორიაბულგარეთითახვიირანიბიპოლარული აშლილობამზის დაბნელება1924 წლის აგვისტოს აჯანყებაკასპიის ზღვადუბაის საამირომთაწმინდამორფოლოგია (ენათმეცნიერება)სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაწელიწადის დროებიბალდუინ IV იერუსალიმელიესპანეთიგიორგი IV ლაშასეკულარიზმისაქართველოს გეოგრაფიასახელმწიფო საზღვარიჩინეთიჰაერიობობებიქრისტეფორე კოლუმბისაქართველოს პრემიერ-მინისტრიქართული ვაზის ჯიშებიგიორგი XIიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმირთველიხელისუფლების დანაწილებაქართველებინაწლავებიავსტრიამიხეილ ყაველაშვილილიმფოციტებინაციონალ-სოციალიზმინიკო ბაგრატიონიბიზანტია-საქართველოს ურთიერთობებისაქართველოს თავდაცვის ძალებინიუ-იორკიასტრიდ ლინდგრენიილია თოფურიათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიმცენარეებიმონღოლებიქართული გვარიაღმოსავლეთი საქართველოკოლხეთის სამეფოსქესობრივი აქტისაქართველო VI საუკუნეშიგიორგი V ბრწყინვალეკომუნიზმიაკა მორჩილაძეზღარბისებრნივიკისაწყობითეიმურაზ Iრუსეთ-საქართველოს ომი (1921)კლიმატიგორის ციხემთავარი გვერდითვითმმართველობაგიორგი ჩაკვეტაძემუნიარაგვიშარლ მიშელირომბინოდარ დუმბაძექართული სამზარეულორომის დაარსებაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიქაქუცა ჩოლოყაშვილივალტორნა🡆 More