ოსკარის მე-3 დაჯილდოება

ოსკარის მე-3 დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების მე-3 დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით.

ცერემონია გაიმართა 1930 წლის 5 ნოემბერს და მასში მონაწილეობა მიიღეს 1929 წლის 1 აგვისტოდან და 1930 წლის 31 ივლისამდე გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. დაჯილდოება გაიმართა სასტუმრო ამბასადორში, ლოს-ანჯელესი. შოუს უმასპინძლა კონრად ნეიჯელმა.

ოსკარის მე-3 დაჯილდოება
თარიღი 5 ნოემბერი, 1930
ადგილი სასტუმრო ამბასადორი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მასპინძელი კონრად ნეიჯელი
მნიშვნელოვანი ფაქტები
საუკეთესო სურათი დასავლეთის ფრონტი უცვლელია
ყველაზე მეტი ჯილდო დასავლეთის ფრონტი უცვლელია და დიდი სახლი (2)
ყველაზე მეტი ნომინაცია სიყვარულის აღლუმი (6)
 < მე-2 ოსკარი მე-4 > 

ცერემონიაზე აკადემიამ გასცა ჯილდოები 8 კატეგორიაში. ამ დაჯილდოებაზე შემოღებული ნომინაცია საუკეთესო ხმის ჩაწერისთვის არის პირველი ნომინაცია, რომელიც დაემატა პირველ დაჯილდოებაზე წარმოდგენილ კატეგორიებს.

დასავლეთის ფრონტი უცვლელია გახდა პირველი ფილმი, რომელმაც ჯილდო მიიღო ერთდროულად საუკეთესო სურათისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში, ლუის მაილსტოუნი კი პირველი ადამიანი, რომელმაც მეორეჯერ მიიღო ოსკარი. ყველაზე მეტი, 6 ნომინაცია დაიმსახურა ფილმმა სიყვარულის აღლუმი, თუმცა არცერთ მათგანში არ გაუმარჯვია.

ოსკარის მე-2 დაჯილდოების შემდეგ გადაწყდა, რომ შემდეგი ცერემონია 1930 წლის ნოემბერში ჩატარდებოდა, რათა შემცირებულიყო დრო ცერემონიასა და მასში მონაწილე ფილმების გამოსვლის პერიოდს შორის. შედეგად, 1930 იყო ერთადერთი წელი, როდესაც ერთდროულად ორი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გამარჯვებულები და ნომინანტები

ოსკარის მე-3 დაჯილდოების გამარჯვებულები და ნომინანტები
საუკეთესო სურათი საუკეთესო რეჟისორი
  • კარლ ლემლი უმცროსი Universal Studios-ისთვის – დასავლეთის ფრონტი უცვლელია
    • ირვინგ თალბერგი Metro-Goldwyn-Mayer-ისთვის – დიდი სახლი
    • ჯაკ უორნერი და დერილ ფ. ზანუკი Warner Bros.-ისთვის – დიზრაელი
    • რობერტ ზ. ლეონარდი Metro-Goldwyn-Mayer-ისთვის – განქორწინებული
    • ერნსტ ლუბიჩი Paramount Pictures-ისთვის – სიყვარულის აღლუმი
  • ლუის მაილსტოუნი – დასავლეთის ფრონტი უცვლელია
    • კლარენს ბრაუნი – ანა კრისტი
    • კლარენს ბრაუნი – რომანი
    • რობერტ ზ. ლეონარდი – განქორწინებული
    • ერნსტ ლუბიჩი – სიყვარულის აღლუმი
    • კინგ ვიდორი – ალილუია!
საუკეთესო მსახიობი კაცი საუკეთესო მსახიობი ქალი
  • ჯორჯ არლისი – დიზრაელი
    • ჯორჯ არლისი – მწვანე ქალღმერთი
    • უოლას ბირი – დიდი სახლი
    • მორის შევალიე – დიდი აუზი
    • მორის შევალიე – სიყვარულის აღლუმი
    • რონალდ კოლმანი – ბულდოგი დრამონდი
    • რონალდ კოლმანი – მსჯავრდებული
    • ლორენს ტიბეტი – The Rogue Song
საუკეთესო სცენარი საუკეთესო ხმის ჩაწერა
  • დიდი სახლი – ფრენსის მარიონი
    • დასავლეთის ფრონტი უცვლელია – ჯორჯ ებოტი, მაქსველ ანდერსონი და დელ ენდრიუსი
    • დიზრაელი – ჯულიენ ჯოზეფსონი
    • განქორწინებული – ჯონ მიანი
    • Street of Chance – ჰოვარდ ესტაბრუკი
  • დიდი სახლი – დაგლას შირერი
    • The Case of Sergeant Grischa – ჯონ ტრიბი
    • სიყვარულის აღლუმი – ფრანკლინ ჰანსენი
    • Raffles – ოსკარ ლაგერშტორმი
    • ალის სიმღერა – ჯორჯ გროუვსი
საუკეთესო ოპერატურა საუკეთესო მხატვრული რეჟისურა
  • ბერდთან ერთად სამხრეთ პოლუსზე – ჯოზეფ რაკერი და უილარდ ვან დერ ვირი
    • დასავლეთის ფრონტი უცვლელია – ართურ იდისონი
    • ანა კრისტი – უილიამ ჰ. დენიელსი
    • ჯოჯოხეთის ანგელოზები – ტონი გაუდიო და ჰარი პერი
    • სიყვარულის აღლუმი – ვიქტორ მილნერი
  • ჯაზის მეფე – ჰერმან როსი
    • ბულდოგი დრამონდი – უილიამ კამერონ მენზისი
    • სიყვარულის აღლუმი – ჰანს დრაიერი
    • სელი – ჯეკ ოკეი
    • მაწანწალა მეფე – ჰანს დრაიერი

რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1930ლოს-ანჯელესი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დიდი ბარიერული რიფიჯიხვიგანახლებადი ენერგიაწრეწირიგლიცინიასაჰარაზურა ყიფშიძელევან საგინაშვილიმერაბ კოსტავასაათი (ერთეული)ტრეფიკინგიანბანიტაო-კლარჯეთითეიმურაზ IIხვიჩა კვარაცხელიანახშირწყლებიინგლისური ენააბრეშუმის დიდი გზასაქართველოს მმართველთა სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024აფრიკალომისკოლაბესლანის ტერაქტიფიოდორ დოსტოევსკიაზიაკარლეს პუჩდემონიფეხბურთიმზის დაბნელებაკოლხეთის სამეფოარაბთა დაპყრობითი ომებინიკოლა ტესლამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ალაზანიდავით კლდიაშვილიალმასიქართული სამზარეულოგიორგი ნიკოლაძენიკოლოზ ბარათაშვილიივანე ჯავახიშვილიამფიბიებირუმინეთიგლობალიზაციათბილისიგამაფრთხილებელი შეფერილობააზერბაიჯანიდუბაილადო ასათიანიაია-სოფიას ტაძარიივანე მაჩაბელიჭიამაიასებრნივერცხლიჯუზეპე ვერდიანტარქტიდასასმელი წყალირომანტიზმიბუნების დაცვაიესო ქრისტესაქართველოს სახელმწიფო დროშასაქართველოს დემოგრაფიალიზა იასკოცხელი ძაღლიაბრეშუმის ჭიაბუდაპეშტიმიტოზითურქეთის ისტორიადედამიწატრირემათრომბოციტებიჰემანგიომაშველიენცეფალოპათიავნების კვირამჟავური წვიმაჩინეთიშვიდწლიანი ომისაქართველო🡆 More