ორაგული

ორაგული (ლათ.

Salmo) — თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილო ნაწილის აუზის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, იშვიათად ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში; მრავალი სახეობა აკლიმატიზებულია ბუნებრივი არეალის მიღმა. ზურგის ფარფლში 17-ზე ნაკლები სხივი აქვთ. გამრავლების პერიოდში ღებულობენ ღია საქორწინო შეფერილობას. ტოფობენ მდინარეებში, ნაყოფიერება დაბალია. რიგი გამსვლელი ორაგული ქმნის სუფთა მტკნარწყლიან ფორმას. არსებობს სეზონური ფორმებიც. აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომელთა შორის აღსანიშნავია: იშხანი, შავი ზღვის ორაგული, ჩრდილოეთის ორაგული, კუმჟა და სხვა. საქართველოში ორაგულისებრთა ოჯახიდან გავრცელებულია შავი ზღვის ორაგული, ცისარტყელა კალმახი, მდინარის კალმახი, ტბის კალმახი, რიპუსი, პელიადი, ლადოგური სიგი. ორაგული რეწვის, სპორტული თევზჭერისა და აკვაკულტურის მნიშვნელოვანი ობიექტია. ზოგიერთი სახეობის რაოდენობა მცირდება, ზოგიერთი დაცვის ქვეშაა. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ცნობილია ორაგულის ზურგიელი, დოში, სათალი, წითელი ხიზილალა და სხვა.

ორაგული
ორაგული
ჩრდილოეთის ორაგული
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქაშაყისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  ორაგული
ლათინური სახელი
Salmo

სქოლიო

Tags:

ატლანტის ოკეანეთევზებიიშხანი (თევზი)კუმჟალადოგური სიგილათინური ენამდინარემდინარის კალმახიორაგულისებრნიპელიადირიპუსისაქართველოტბის კალმახიშავი ზღვის ორაგულიჩრდილოეთი ნახევარსფეროჩრდილოეთის ორაგულიჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეცისარტყელა კალმახიწყნარი ოკეანე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანემიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაჰექტარიათეროსკლეროზივინსენტ ვან გოგიუქმე დღეები საქართველოშიაკაკი წერეთელიფეხბურთისაქართველოს დიდი სოფლებიისლანდიაერთა ლიგასამეგრელოგერმანიის ქალაქების სიარომის იმპერიახელოვნებაანდაზაავოკადოაფხაზეთის მოსახლეობამთვარექართული გვარითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიგაუტყეურებასიყვარულიჩონგურისოფლის მეურნეობაიბერიაბალდუინ IV იერუსალიმელიხატია დეკანოიძებარბიტურატებიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებათავისუფლება (ფილოსოფია)ალუდა ქეთელაურიდემეტრე II თავდადებულიკარტოფილირუსეთ-საქართველოს ომი (2008)მარიხუანარაინისაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაყვავილოვანი მცენარეებილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიიაკობ გოგებაშვილილეონარდო და ვინჩიეთიოპიააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითზამთარიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ელისაბედ IIნახშირწყლებიკურდღელიბათუმიჯაყოს ხიზნებიკონცეფციათვითმფრინავის ბიჭების საქმეკაცია-ადამიანი?!ჰეკლასამკუთხედიალუდა ქეთელაური (მომღერალი)საიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ფიოდორ დოსტოევსკიდავით კლდიაშვილიფეხბურთის წესებიჰიპერბოლა (ენა)მიწისძვრაეგვიპტესოხუმის დაცემაკლიმატის ცვლილებავიკისაწყობირელიგია9 აპრილის ტრაგედიაჩარლი ჩაპლინისულხან-საბა ორბელიანიტყელურჯი ვეშაპიმეგობრობაფემინიზმიხენიდერლანდებიმაკა საგაიპოვაპუნიკური ომები🡆 More