ოლჯაითუ-ყაენი

ოლჯაითუ-ყაენი (მონღ.

Өлзийт; დ. მარტი, 1278 — გ. 17 დეკემბერი, 1316, სოლთანიე) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მერვე ილხანი (1304-1316 წწ.). არღუნ-ხანის მესამე შვილი, ყაზან-ყაენის ძმა და მემკვიდრე.

ოლჯაითუ-ყაენი
მონღ. Өлзийт
ოლჯაითუ-ყაენი
ჩინელი ბრძენი ოლჯაითუს საჩუქრად გადასცემს წიგნს
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-8 ილხანი
მმართ. დასაწყისი: 19 ივლისი, 1304
მმართ. დასასრული: 17 დეკემბერი, 1316
წინამორბედი: ყაზან-ყაენი
მემკვიდრე: აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: მარტი, 1278
გარდ. თარიღი: 17 დეკემბერი, 1316
გარდ. ადგილი: სოლთანიე
შვილები: სულეიმან-შაჰი
აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი
ბაიაზიდი
ბასტამი
ტაიფური
აბულხეირი
დინასტია: ჰულაგუიანები
მამა: არღუნ-ხანი
დედა: ურუქ-ხათუნი
რელიგია: ქრისტიანობა, შემდეგ ისლამი

1289 წელს ოლჯაითუ ქრისტიანმა დედამ ურუქ-ხათუნმა მონათლა და უწოდა ნიკოლოზი, პაპ ნიკოლოზ IV-ის პატივისცემის ნიშნად, რომელთანაც არღუნს ჰქონა დიპლომატიური კონტაქტები. 1295 წელს მიიღო ისლამი.

1305 წელს ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (ამჟამად ზენჯანის ოსტანი) განაახლა ქალაქ სოლთანიეს მშენებლობა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა არღუნ-ხანმა. მალე ქალაქი გახდა ჰულაგუიანების საზაფხულო დედაქალაქი, ხოლო ზამთრის დედაქალაქი ბაღდადი დარჩა. ქალაქის მშენებლობა დასრულდა 1313 წელს. მისი მთავარი მშვენება იყო ოლჯაითუს მავზოლეუმი, რომელიც აშენდა ილხანის სიცოცხლეშივე.

საგარეო პოლიტიკა

ოლჯაითუ დიპლომატიურ ურთიერთობაში იყო ევროპელ მმართველებთან, იმის იმედით, რომ ისინი დაეხმარებოდნენ მამლუქების წინააღმდეგ ბრძოლაში და სირიის დაპყრობაში. ილხანმა ევროპაში გაგზავნა ელჩობა ბუსკარელო გიზოლფის მეთაურობით, რომელსაც წერილი გაატანა საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზთან, ინგლისის მეფე ედუარდ I-თან და პაპ კლემენტ V-სთან. მაგრამ როგორც წინა მმართველების (აბაღა-ხანი, არღუნ-ხანი, ყაზან-ყაენი) პერიოდში ამჟამადაც არ მოჰყოლია მოლაპარაკებებს რაიმე პრაქტიკული შედეგები.

1308 წელს ოლჯაითუ დაეხმარა ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე II-ს თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან გააგზავნა 30 000 მონღოლი მებრძოლი მცირე აზიაში, გაანადგურა ოსმან I-ის ძალები და ბიზანტიელებს დაუბრუნა ადრე წართმეული ბითვინია.

1304-1305 წლებში მამლუქებმა მოახდინეს თავდასხმა ჰულაგუაინების ვასალ კილიკიის სომხეთის სახელმწიფოზე, მაგრამ მალე იქ მივიდნენ მცირე აზიის მონღოლური გარნიზონები და მამლუქები დაამარცხეს.

მას შემდეგ, რაც 1312 წლისაგვისტოში ოლჯაითუს მხარეზე გადავიდნენ ემირები ყარა-სუნქური, დამასკოს მმართველი და აყ-ყუშ აფრამი, ტრიპოლის მმართველი, ილხანმა წამოიწყო ლაშქრობა სირიის მამლუქების სამფლობელოებში. ჯარები შეტევაზე გადავიდნენ ოქტომბერში, 23 დეკემბერს კი მიუახლოვდნენ ქალაქ რაჰბას. გარნიზონმა მონღოლებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. 1313 წლის 26 იანვარს ოლჯაითუ იძულებული გახდა მოეხსნა ალყა. ჰულაგუიანებს უარის თქმა მოუწიათ სირიის დაპყრობაზე.

1307 წელს ჰულაგუიანების მმართველობის ქვეშ მოექცა გილანი. 1313 წელს ილხანის ჯარებმა დაიკავეს ნიკუდარი სამხრეთ ავღანეთში. მათ წინააღმდეგ დაიძრა ჩაღათას ულუსის არმია კებეკისა და უფლისწულ იასავურის ხელმძღვანელობით. 1314 წლის იანვარში გადავიდნენ ამუდარიაზე და მიაყენეს სასტიკი მარცხი ჰულაგუიანების ხორასნის არმიას მდინარე მურღაბის მახლობლად. გაქცეულებს კი სდიეს ჰერათის ჭიშკრამდე. მიიღო რა ცნობა მისი არმიის განადგურებისა, ოლჯაითუ დაიძრა სოლთანიედან 18 თებერვალს. მოწინააღმდეგემ დაიხია საკუთარი ულუსის ტერიტორიაზე. ამ დროს კებეკმა იასავური დაადანაშაულა ღალატში და ოლჯაითუმ იასავურის დახმარების მიზნით გადალახა ამუდარია. იასავური დაბრუნდა ილხანის ჯართან ერთად ხორასანში. ოლჯაითუმ მას უბოძა ბადღისის საძოვრები.

სქოლიო

Tags:

12781304131617 დეკემბერიარღუნ-ხანიმარტიმონღოლური ენასოლთანიეყაზან-ყაენიჰულაგუიანთა სახელმწიფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი სააკაძებზობაკონტინენტიევროპული საბჭომადაგასკარიდანიატონაჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიაალავერდიეოზონოფილებიაზიაუილიამ შექსპირისაქართველოშინაური ძაღლიჩრდილოეთი აფრიკაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიბაში-აჩუკიბაში-აჩუკი (ფილმი)ტემპერატურათბილისის ისტორიაოგანესონიწნევატურიზმიბიპოლარული აშლილობალობიმინერალებიგელათის მონასტერივანდალიზმიმტირალას ეროვნული პარკი14 აპრილი1924 წლის აგვისტოს აჯანყებატაო-კლარჯეთითეთნულდისაქართველოს პრემიერ-მინისტრიმგელიგამარჯვების დღეასტრიდ ლინდგრენიოსმალეთის იმპერიადელფინებიანანურის ციხერუსთავირომის რესპუბლიკამოსკოვიფოცხვერირკინაალკოჰოლური სასმელიალექსანდრე ყაზბეგიაბას I (ირანი)გურიაყიზილბაშებიმენსტრუაციაევროპის მდინარეების სიაარაბთა გაერთიანებული საამიროებიბორჯომი (წყალი)მიწისძვრაჩემი ცოლის დაქალებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)საქართველოს კონსტიტუციაგია ყანჩელიბიძინა ივანიშვილირიონიკაცია-ადამიანი?!ქუთაისიოლიმპიური თამაშებიიაპონიაიეთიმ გურჯითირკმელიპითაგორას თეორემაშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიზაფხულიფერნანდო მაგელანითითაობააღმოსავლეთი საქართველოდუნაიანტონიმი🡆 More