გარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო

ნორიო — სოფელი საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნორიო, ზემო ქვიშიანი, ქვემო ქვიშიანი).

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნორიო.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3756 ადამიანი.

სოფელი
ნორიო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თემი ნორიო
კოორდინატები 41°47′18″ ჩ. გ. 44°58′43″ ა. გ. / 41.78849167° ჩ. გ. 44.97875417° ა. გ. / 41.78849167; 44.97875417
მოსახლეობა გარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო 3756 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნორიო (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ნორიო (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
ნორიო (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ნორიო (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)

გეოგრაფია

მდებარეობს თბილისიდან აღმოსავლეთით, იალნოს ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარეების ნორიხევისა და ფაშატრიხევს შორის გაშლილ ზეგანზე, ზღვის დონიდან 820 მ სიმაღლეზე. იგი გარდაბნიდან დაცილებულია 50 კმ-ით, თბილისიდან 25 კმ-ით. სოფელს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარტყოფი, დასავლეთიდან თბილისის ზღვა, სამხრეთით სოფელი ახალი სამგორი და წილუბანი.

ჰიდრორესურსები

მდინარეები ნორიხევი და ფაშატრიხევი სოფლიდან მოცილებით ერთდება. სამხრეთით ისინი უერთდება მარტყოფისა და საცხენე-ახალსოფლის მდინარეებს და წარმოიქმნება მდინარე ლოჭინი. სოფლის შემოგარენში არის მრავალი წყარო: ნეფისწყარო, ანგელოზის წყარო, იფნის წყარო, არწივის წყარო, ნიკოლაანთ მილხინა და მილხინის ტოტი და სხვა. რაც შეეხება სასმელ წყალს დასავლეთიდან იგი გამოყვანილია აშკავეთის, კალამაძის და წილუბნის წყაროებიდან. ჩრდილოეთიდან კი ნასოფლარ შვინდაძიდან მოედინება. სოფლის მახლობლად არის გოგირდოვანი წყალი, რომელიც გამოდის ეგრეთ წოდებულ ყველაწმინდის დაბლა. მას იყენებდნენ კანის სამკურნალოდ. ტყეში არის სამკურნალო ტალახი. (ზარავინის პანტების ძირზე) ტყეში აგრეთვე გამოედინება მლაშე წყალი, რომელსაც ცომის მოსაზელად და მწნილის ჩასადებად იყენებენ.

ფლორა და ფაუნა

ნორიოს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით აკრავს ფოთლოვანი ტყეები. სადაც შეგვხვდება მუხა, წიფელი, ქარაფი, ნეკერჩხალი და საქართველოს ტყეებისათვის დამახასიათებელი ტყის ხილის ჯიშები: პანტა, მაჟალო, ბალამწარა, ძახველი, კუნელი, კვრინჩხი, ზღმარტლი და ზოგიერთ ადგილას ხელოვნურად გაშენებული წიწოვანები და კაკალი. ტყეებს მინდვრები ცვლის, რომელიც მდიდარია ბალახოვანი მცენარეებით, რომელსაც იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა მეცხოველეობისა და მეფუტკრეობის გასავითარებლად.

ნორიოს ტყეებში ბინადრობს შემდეგი სახეობის ცხოველები: ფოცხვერი, მგელი, ტურა, მელა, კურდღელი, შველი, კვერნა, გარეული კატა. უფროსები ამბობენ, რომ 50-70-იან წლებში აქ მურა დათვი და ირემიც მრავლად ყოფილა. შინაური ცხოველებიდან ადგილობრივ მცხოვრებლებს მოშენებული ჰყავთ: ძროხა, ღორი, ცხვარი და თხა. ფრინველებიდან: ქათამი, ინდაური, იხვი, ბატი და სისირი.

ისტორია

ნორიოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს შუბის პირები და ქვაყუთი სამარხების არსებობა მიუთითებს, რომ აქ დასახლება უკვე 3500-3000 წლის წინათ, გვიან ბრინჯაოს ხანაში იყო. თავად ტოპონიმ „ნორიოს“ ეტიმოლოგია ჯერჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის. ანტონ მარტყოფელის ცხოვრების აღწერაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ ნორია ერქვა სოფლის მამასახლისს.

ძველ დროს ნორიო მდინარე ნორიხევის მარცხენა მხარეს დამრეც ფერდობზე იყო გაშენებული. მონღოლთა ბატონობის დროს ნორიოდან 4 კილომეტრით დაშორებული ღვთაების მონასტერში მოთავსებული იყო ქსენონი, სადაც სიკვდილს გადაარჩინეს თვით დავით ულუ, რომელიც სიბაზე ყოფნის დროს უცნობი სენით დაავადდა. თემურ ლენგის მესამე შემოსევისას (1394 წ.) მომხდურნი თავს დასხმიან და აუწიოკებიათ ნორიო-მარტყოფის მოსახლეობა. ბერმონაზონნიც კი საბრძოლველად გამზადებულან. ეპისკოპოს გიორგი რუსთაველის მამა ანტონის მიერ ედესიდან ჩამოსვენებული თიხის ე.წ. "ხელთუქმნელი" ხატი დაუმალავს. თემურის ურდოებთან ბრძოლაში ეპისკოპოსი დაღუპულა და მას შემდეგ ეს ხატი ვეღარ უპოვიათ. მონასტერში დარჩა აღნიშნული ხატის პირი, რომელიც 1818 წელს სიონის ეკლესიაში გადაასვენეს.

ნორიო ასევე იხსენიება „პარიზის ქრონიკებშიც": "მოურავის (იგულისხმება გიორგი სააკაძე) პირობით ქართველები შეიყარნენ, დაესხნენ მარტყოფში, ნორიას ხარების ღამეს ყიზილბაშთა თავსა. ყარჩხა ხან სადარი და უსუფხან შირვანის ხანი და სულთნებიც მრავალი დახოცეს" (გვ. 48), ანუ, ჩანს, რომ მარტყოფის ბრძოლაში თავად ნორიოელებსაც აქტიური მონაწილეობა მიუღიათ. ნორიო ისტორიულად კახეთის შემადგენლობაში შედიოდა. კახეთის საზღვარი სოფელთან ახლოს თბილისს ებჯინებოდა და მცხეთამდე აღწევდა. შაჰ-აბასის მიერ კახეთის აოხრების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში დაღესტნელების შემოსევებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. იგი გაძლიერდა განსაკუთრებით XVIII საუკუნეში. ამ ძნელბედობის ჟამს ნორიოს მის მეზობელ სოფლებთან — მარტყოფთან და საცხენესთან ერთად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა დაეკისრა, აღმოსავლეთიდან თბილისის დაცვის საქმეში.

1795 წლის ოქტომბერში მარტყოფის ტყის გავლით ლეკთა მარბიელი რაზმი ნორიოში შემოჭრას აპირებდა, ისინი შეუნიშნავს ტაკაშვილების კოშკიდან მზვერავ "წატურას". ლეკები ისე გათამამებულან, იარაღი აუყრიათ და იქ მდებარე პატარა ტბაში ბანაობაც კი დაუწყიათ. ნორიელებს ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში მარტყოფელებიც მიშველებიან და მათ დაუმარცხებიათ 1500 კაციანი რაზმი. დ. ბატონიშვილი ახალ ისტორიაში წერს: "იხილეს რა ლეკთა უძლურება ქართველთა, შეკრბნენ უმეტეს ათას ხუთასისა, მივიდნენ ნორიოს, გარნა იძლივნენ ფრიად...ზაალ ანდრონიკაშვილისგან, რომელიც იყო სიმხნითა აღმოჩენილ ყოველსა საქართველოს შინა". ზაალ ანდრონიკაშვილი ყოფილა მარტყოფის სამოურაოს მოურავი. ამ სამოურაოში ნორიოც შედიოდა. ბრძოლის ადგილს დღესაც ნაომრის სერი ეწოდება. ტბა აღარ არსებობს, მაგრამ ამ ადგილს ნალეკარისტბათაც მოიხსენიებენ.

ნორიოს მიმდებარედ კიდევ ერთი ისტორიული ადგილია, ე.წ. ნარუსლები. 1803 წელს აქ ჯარითურთ დაბანაკებულა რუსი გენერალი გულიაკოვი, როდესაც ის აპირებდა თავს დასხმოდა მარტყოფში გამაგრებულ აჯანყებულ ბატონიშვილებს (რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს შეერთების შემდეგ, იმპერატორის გადაწყვეტილებით ბაგრატიონები რუსეთში უნდა გადაესახლებინათ, რასაც აჯანყება მოჰყვა).

XVIII საუკუნიდან სოფელმა მდებარეობა შეიცვალა მიზეზი კი სტიქია იყო, რომელიც ფერდობს რეცხავდა და მოსახლეობას აზარალებდა. გადაადგილება და მდინარის მარჯვენა სანაპიროზე დასახლება დამთავრდა XX საუკუნის 40-იან წლებში. ისტორიკოსი ივ. არჯევანიძე თავის წიგნში „თბილისიდან ალაზნის ველისკენ" მიუთითებს: XIX საუკუნის დამდეგამდე ნორიო, მარტყოფი და საცხენისი ქალაქ თბილისის მისადგომების გადამწყვეტ სამხედრო გამაგრებულ პუნქტებს წარმოადგენდნენ, დაღესტანი-ლეკეთის მხრიდან შემოსული მტერებისაგან სატახტო ქალაქის დასაცავად.

1898 წლის 19 ივნისს გაზეთი '”ივერია” იუწყებოდა, რომ ნორიოში ნავთობი მოიპოვებოდა. 1938 წლიდან ნორიოში იწყება ნავთობის მოპოვება. ნორიოს ნავთობი მეტად მაღალხარისხოვანია, იგი მცირე რაოდენობით შეიცავს გოგირდს, ამ თვისებამ მისი უნიკალურობა განაპირობა. მისგან მიიღეს მეტად საჭირო პროდუქტი — ლუმინოფლორი, “ნორიოლად” წოდებული. ამ პროდუქტს ზუსტ ხელსაწყოთ მშენებლობაში იყენებდნენ. ნორიოს ნავთობიდან იღებენ ყინვაგამძლე ტრანსმისიურ სამანქანო ზეთს, რომელიც გამოიყენებოდა არქტიკასა და ჩრდილოეთ რაიონებში. ნავთობის წარმოება ამჟამად შეჩერებულია.

ნორიოს მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. სოფლის ცენტრში, კულტურის სახლის გვერდით, აღმართულია ომში დაღუპულთა მემორიალი, სადაც ამოკვეთილია იმ 304 ნორიოელის გვარი და სახელი, რომლებიც ვეღარ დაუბრუნდნენ სოფელს. სკოლის ეზოშია აღმართული ობელისკი იმ 20 მოსწავლის მოსაგონებლად, რომლებიც სკოლის მერხიდანვე გაიწვიეს არმიაში და ბრძოლაში დაიღუპნენ. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მერძევეობის მეურნეობა.

განათლება და კულტურა

სოფელში არის საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობს დაახლოებით 500-დან 600-მდე მოსწავლე. სოფელში ფუნქციონირებს მუსიკალური სკოლა. სოფელში მდებარეობს კულტურის სახლი. მოქმედებს ბიბლიოთეკა და ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ხალხური რეწვა

ნორიოელები უფრო მიწის დამუშავებასა და მეცხოველეობას მისდევდნენ. დახელოვნებული იყვნენ შალის ქსოვაში. ცხვარი ნორიელებს ყოველთვის ჰყოლიათ და მის მატყლს იყენებდნენ ამ საქმეში. მას რეცხავდნენ და საჩეჩელზე ჩეჩავდნენ, შემდეგ თითისტარზე ართავდნენ და ქსოვდნენ. ჰქონიათ ხის ოთხკუთხედი შალის საჭიმები, რომელზედაც გარცხილ შალებს ჭიმავდნენ და აშრობდნენ. ეს ნაწარმი თბილისში მიჰქონდათ გასაყიდად. ნორიოელებმა, როგორც მეცხოველეებმა, იცოდნენ შესანიშნავი ყველისა და მაწვნის დამზადება, რომელსაც თბილისში ჰყიდიდნენ. დღესაც ოჯახების უმეტესობა ამით ირჩენს თავს.

ნორიოელებს, რომ საბრძოლო და საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება სცოდნიათ ამის დასტურია ბრინჯაოს შუბის პირები, შემდეგ პერიოდში კი ჩვენებური მჭედლებისგან დამზადებული ნაჯახები, ბარები, თოხები, მაშები ღუმელისათვის და სხვა. ამ საქმეში განსაკუთრებით ყურაშვილები გამოირჩეოდნენ, მათ ახლაც "მჭედლებიანთ" ეძახიან. ნორიოში მოიპოვება ძვირფასი თიხები. მის მოპოვებას აწარმოებდნენ 60-70-იან წლებში. მას იღებდნენ სწორედ იმ ადგილას სადაც 1938 წელს პირველი ნავთობჭაბურღილი დაუდგიათ. ე.წ. “ხუტას ძირზე”. თიხები მიჰქონდათ კაზრეთში და იყენებდნენ სპილენძისა და ოქროს გადასამუშავებლად. მისი მოპოვება შეჩერებულია.

დღესასწაულები

კვირაცხოვლობა

აღდგომის მეორე კვირას ნორიოში იმართება კვირაცხოვლობა. სოფლის თავში ეტყობა პატარა ეკლესია მდგარა. ამჟამათ იქ აშენებულია ნიში, რომელიც ერთ-ერთი მოციქულის თომას სახელობისაა (ურწმუნო თომა). ხალხი მიდის და იქ სანთლებს ანთებს. იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც დაახლოებით 30 წლის არიან და რა თქმა უნდა, მათზე უფროსებსაც ახსოვთ, რომ ამ დღესასწაულზე ნორიოელებს სტუმრები მოსდიოდნენ მარტყოფიდან, ლილოდან, გლდანიდან და სხვა სოფლებიდან. ნიშთან იმართებოდა ცეკვა-თამაში და ჭიდაობა, სახლებში კი იყო სტუმრის გამასპინძლება და სიხარული. ახალგაზრდები და მათი მშობლები დღესასწაულზე ბევრჯერ საპატარძლოსაც შეარჩევდნენ ხოლმე.

მარიამობა

ნორიოში ისევე, როგორც მთელ საქართველოში, 28 აგვისტოს აღინიშნება მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღე. მას ნორიელები ღვთაების მონასტერში აღნიშნავენ. არა მარტო ახლო მახლო სოფლებიდან, არამედ კახეთის შორეული სოფლებიდანაც მოდიან აქ სალოცავადაც და დროის გასატარებლადაც. მიღებული ყოფილა აქ 27 აგვისტოს ამოსვლა და ღამის თევა. 29 აგვისტოს კი ხელთუქმნელი ხატის პატივსაცემად ღვთაებობა იმართება. ამ დღეს აღინიშნება ანჩისხატობაც. როგორც ცნობილია მამა ანტონისაგან ჩამოტანილი ხატი იყო თიხაზე გამოსახული და წარმოადგენდა ანჩისხატის ასლს. ახლაც იმართება ეს დღესასწაული და 29 აგვისტოს კათალიკოს პატრიარქი ილია II ხშირად მობრძანდება ხოლმე ღრვთაების მონასტერში. 1918 წელს, როდესაც ახლად იყო აღდგენილი ეკლესიის ავტოკეფალია, მონასტერში ამობრძანებულა კათალიკოს პატრიარქი კირიონ II საძაგლიშვილი, რომელიც 27 აგვისტოს ღამით მოკლეს.

ისტორიული ძეგლები

კულტურული ძეგლები: ღვთაების სამონასტრო კომპლექსი, ხარაზაულის წმინდა გიორგი, ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია, მამადაანთ წმინდა გიორგის ეკლესია, ტაბლიაანთ ღვთისმშობლის ეკლესია, გორიჯვარი, თელეთის სახე, აბრამაანთ და მამნიაანთ წმინდა გიორგი, ტაკაანთ წმინდა გიორგი, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესია, მისალოცი, კვირაცხოველი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და სხვა.

ციხე

სოფლის ცენტრში ცენტრალური გზის პირას, მდინარე ნორიხევის მარჯვენა მხარეს დგას დიდი ციხე. ციხე ქრონოლოგიურად ორი ფენისგან შედგება, აღმოსავლეთ მონაკვეთი XVII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო დასავლეთი აგებულია 1752 წელს, მეფე ერეკლე II-ის მეფობისას. ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვებით, გამოყენებულია ყორე ქვაც. გალავანში ამოყვანილი ცილინდრული კოშკებიც, რომელთაც შესასვლელი ეზოს მხრიდან აქვთ. II და III სართულებზე სათოფურებია.

ღვთაების სამონასტრო კომპლექსი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო 
ღვთაების მონასტერი

ნორიოს მახლობლად დგას მარტყოფის ღვთაების მონასტერი, რომელიც დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ანტონ მარტყოფელის მიერ IV საუკუნეში. მონასტრის მთავარი ნაგებობაა გუმბათოვანი ტაძარი, რომელმაც მრავალი გადაკეთების შემდეგ საბოლოო სახე XIX სუაკუნეში მიიღო. ტაძარი ნაგებია თლილი ქვით და უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. გარს აკრავს სათოფურებიანი გალავანი. მონასტრის აღმოსავლეთით, მთაზე, აღმართულია ანტონ მარტოფელისავე აგებული კოშკი. მონასტრის კიდევ ერთი ნაგებობაა 1629 წელს კალატოზ ახერდას მიერ აშენებული სამსართულიანი სამრეკლო.

ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია

„ცოფურაანთ უბანში“ დგას ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია. მისი მშენებლობა დაკავშირებულია იაკობ მანსვეტაშვილის წინაპრების სახელთან. იგი თვითონ მოგვითხრობს შემდეგს: XVII საუკუნეში რუსეთიდან მივლინებული ყოფილა ვიღაც წარჩინებული კაცი ჩვენს მეფეებთან სახელმწიფო და სავაჭრო საქმეებზე. მას თან დიდი ამალა მოჰყოლია. დიდი სიცხეები ყოფილი და ამის გამო ამალის წევრებისათვს დროებით საცხოვრებლად კარგი სააგარაკო ადგილი სოფელ ნორიოში შეურჩევიათ. ამალის წევრებს მანსვეტოვსა და ხორევს ნორიელი ქალები შეურთავთ ცოლად და რუსეთში აღარ დაბრუნებულან. სოფლის ბოლოში დღესაც ცხოვრობენ ხორიაშვილები. რაც შეეხება მანსვეტოვს იგი პირნაყვავილარი (ჩოფურა) ყოფილა, მის შთამომავლებს ნორიოელებმა გვარი შეუცვალეს და ცოფურაშვილები უწოდეს. (ი. მანსვეტაშვილი _ მოგონებანი – გვ.240. 2006წ.)

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო 
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ცოფურაშვილებს XVIII საუკუნის ბოლოს ნორიოში საგვარეულო ეკლესია და კოშკი აუგიათ. კოშკი დღესაც უცვლელად დგას. რაც შეეხება ეკლესიას 2003-2005 წლებში ნორიოელებმა მას სახე შეუცვალეს, მოხსნეს სახურავიდან პატარა გუმბათი. ეზოს შემოავლეს დაბალი გალავანი და სამრეკლო ააგეს. ძალიან ბევრი ნორიოელი უსასყიდლოდ ასრულებდა სამუშაოს. ეკლესია მოხატული იქნა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ნორიოელ ახალგაზრდას — სამხატრო აკადემიის სტუდენტს დიმიტრი ძიძიკაშვილს. ეკლესია ხელახლა გაიხსნა 2005 წლის 28 აგვისტოს.

საკურთხევლის ტიხართან არის პატარა ნიში, სადაც წერია: "აქ განისვენებს დეკანოზი ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტაშვილი'. ეს კაცი ცნობილი იაკობ მანსვეტასვილის მამა ყოფილა.

სხვა ეკლესიები

სოფელ ნორიოში ამის გარდა არის ორი მოქმედი ეკლესია, რომელსაც ადგილობრივი მკვიდრი — მღვდელი მამა კახაბერ უერთაშვილი ემსახურება. ერთ-ერთი მოქმედი ეკლესიაა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია, იგი XIX საუკუნეში ქოპილაშვილებს აუშენებიათ სოფლის ზემო უბანში.

ნორიოში ყველაზე მაღალ ადგილას, კერძოდ ზომო უბნის სასაფლაოზე დგას იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობაა (8,5X5) გვიანი შუა საუკუნეების. იგი აღადგინა და მოახატვინა არსენ ოსიყმაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო 
წმინდა გიორგის სალოცავი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო 
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ნორიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ნორიხევის მარცხენა ნაპირზე უცხოვრიათ მამადაშვილებს, რომლებიც შემდეგში მდინარის მარჯვენა ნაპირზე დასახლებულან. თავიანთ ძველ ნასახლარებთან მათ დარჩენიათ პატარა ტიპის ეკლესია, რომელსაც მამადაანთ წმინდა გიორგს უწოდებენ. ეკლესიის მხოლოდ კედლების ნაშთები იყო მოღწეული. იგი 2007 წელს მამადაშვილი ჩიტანას შვილებმა — ვალიკო, ზაურ და ტარიელ მამადაშვილებმა აღადგინეს

კოშკები

სოფელში დგას რამდენიმე კოშკი, მათ შორის აღსანიშნავია „ცოფურაანთ კოშკი“, რომელიც აშენებულია XVII საუკუნის II ნახევარში. ის წარმოადგენს საგვარეულო კოშკს. დგას სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, ცოფურაშვილების უბანში. იგი სამ სართულიანია. შესასვლელი კარი პირველ სართულზეა მოთავსებული. II და III სართულებზე ასასვლელი კედელშია ჩატანებული. „კეჟერაანთ კოშკი“ დგას სოფლის შუაგულში. კოშკებს საბრძოლო და საცხოვრებელი დანიშნულება ჰქონდათ.

"ბადრიძეაანთ" კოშკი

მეორე საგვარეულო კოშკი სოფლის ცენტრში გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. კოშკი XVIII საუკუნისაა. იგი სამსართულიანია. თანადროულია დიდი ციხისა და ცოფურაშვილების კოშკისა. I სართულის ზომებია 4,9X4X6 მ. I სართულს სათოფურები არ აქვს. II სართულს აქვს სათოფურები დასავლეთის გარდა. III სართულს აქვს სალოდეები. კოშკის ამშენებელი, ჩვენი სოფლის მკვიდრი ქრისტესია ბადრიძე იმსახურებს იმას, რომ მისი ღვაწლი სამშობლოს წინაშე ორიოდე სიტყვით მოვიხსენიოთ, იგი თავისთავს მოიხსენიებს მარტყოფელ კეჟერაშვილად. აი რატომ: მისი წინაპრები ბადრიძეები ყოფილან, ნორიოში უცხოვრიათ, აზნაურობა ჰქონიათ მიღებული. მათი გვარის ერთი წარმომადგენელი დასახლებულა უმემკვიდრეოდ გადაშენებულ კეჟერაშვილების მამულში და გვართან ერთად აზნაურობის ხარისხიც დაუკარგავს.

ქრისტესია დიდად განათლებული პიროვნება ყოფილა, მოვლილი ჰქონია იერუსალიმი, ბაბილონი, ეგვიპტე და სხვა. 1749 წელს ერეკლეს სტამბა აღუდგენია თბილისში, მაგრამ არა ჰყოლიათ სასტამბო საქმის მცოდნენი. ერეკლე II-ს იგი პალესტინაში გაუგზავნია ამ საქმის შესასწავლად. იქიდან დაბრუნებული განსწავლული მღვდელი სტამბის გამგეთ დაინიშნა. 1783 წელს მას სტამბა მეფისგან იჯარით აუღია იმ პირობით, რომ მოგების ნახევარი სამეფო ხაზინაში უნდა შეეტანა. იგი ერეკლე მეფის კარის მღვდელიც ყოფილა. იგი საქართველოში პირველი ადგილობრივი კერძო მეწარმეა პოლიგრაფიულ მრეწველობაში და საერთოდ მანუფაქტურულ წარმოებაში. მას მრავალ ენათაგან ბერძნულიც სცოდნია და დიდ დახმარებას უწევდა ერეკლე II-ს ახტალისა და ალავერდის საბადოებზე მომუშავე ბერძენ ხელოსნებთან ურთიერთობაში. სპეციალურად ჩამოსახლებული ბერძნები მუშაობდნენ თბილისის, ახტალისა და ალავერდის სპილენძის საბადოებში და ქარხნებში. ქრისტესიას დიდი მისია უკისრია, ეს იყო აღა-მაჰმად-ხანის მიერ განჯის სახანოში დატოვებული ტყვე ქართველებისა და სხვა ქრისტიანების საკითხის მოგვარება. მან შეძლო 700 ქრისტიანი ოჯახის საქართველოში დაბრუნება.

როდესაც მეფე ერეკლე გარდაიცვალა მცხეთაში სახადი მძვინვარებდა, ქრისტესია უშიშრად შეჰყვა თელავიდან სვეტიცხოველში გადმოსვენებულ მეფის ცხედარს და უჭირისუფლა.

ძნელია ჩამოთვლა იმ უამრავი დამსახურებისა მას, რომ მიუძღვის მამა-შვილის ერეკლე II-სა და გიორგი XII-ის წინაშე. ამიტომ იყო, რომ გიორგი მეფემ მას ნამდვილი გვარი და მამულები დაუბრუნა და აზნაურობაც განუახლა. წყალობის სიგელი დაცული ყოფილა სამონასტრო ბიბლიოთეკაში. ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

მისი შთამომავლები ამბობენ, რომ იგი დაკრძალულია ღვთაების სამონასტრო კომპლექსის ახლოს, ყოვლად წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში. მისი შთამომავალი იყო აწ გარდაიცვლილი ისტორიკოსი პროფესორი შოთა ბადრიძე (ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან გვ. 300_311_1976 წ).

"ტაკაანთ" კოშკი

მესამე საგვარეულო კოშკი - ე.წ. ტაკაანთ კოშკი მდებარეობს ტყეში, სოფლიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით. კოშკი სამსართულიანია. ის სხვა საგვარეულო კოშკებთან შედარებით უფრო ძველია. მასში შესვლა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ პირველი სართული ნახევრად მიწაშია ჩაფლული. ტაკაშვილების გვარს XIX საუკუნემდე აქ უცხოვრია, მერე კი სხვა გვარებთან ერთად დღევანდელი დასახლების ადგილას დამკვიდრებულან. ეს გვარი ერთ-ერთი უძველესი გვარია სოფელში. ასეთი გვარი სხვაგან არ გვხვდება თუ არ ჩავთვლით საგურამოს მახლობლად ნორიოდან ჩასახლებულ ტაკაშვილებს. კოშკის მახლობლად მდებარეობს პატარა ეკლესია, რომელსაც ტაკაანთ წმინდა გიორგს უწოდებენ. სწორედ ამ კოშკიდან დაუნახავს ნორიოელ წატურას ლეკები, რომლებიც ნორიოელებმა და მარტყოფელებმა ერთად ამოხოცეს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო გეოგრაფიაგარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო ისტორიაგარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო განათლება და კულტურაგარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო ისტორიული ძეგლებიგარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო იხილეთ აგრეთვეგარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო ლიტერატურაგარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო სქოლიოგარდაბნის მუნიციპალიტეტი ნორიო2014გარდაბნის მუნიციპალიტეტიზემო ქვიშიანითემისაქართველოსოფელიქვემო ქვიშიანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლევან გოთუაფეოლა (ფილმი)ავსტრიალიმფოციტებილაშა ბექაურიბალეტიმთვარეკანადანიკა კვეკვესკირიებრაელებიკოლხეთის სამეფოევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024მიგრაციალარიჯინსების თაობაფეხბურთიგაზაფხულილომიბურთი და მოედანიაშშ-ის პრეზიდენტების სიაკასპიის ზღვამუნიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაერეკლე II-ის ოჯახიეიფელის კოშკივაჟა-ფშაველაბახტრიონის ბრძოლაბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ბიპოლარული აშლილობამამა გაბრიელინიკოლა ტესლაეგრისის დიდი ომისაქართველოს საფეხბურთო სტადიონების სიაზედსართავი სახელიშამქორის ბრძოლა (1195)გიორგი მამარდაშვილიცხოველებირომის დაარსებადამატებითი დროოსმალეთის იმპერიის ისტორიაცენტნერიავაზასაქართველოს კონსტიტუციამცენარეებიდუნაისტადიონივიტალი დარასელიაკრასუსიუფლისციხესინონიმებიპერსონალური კომპიუტერითითაობასაქართველო VI საუკუნეშიბანგკოკიკუნილინგუსიბერძნები საქართველოშიჭადრაკირომის იმპერიაიპოლიტე ხვიჩიაგიორგი ლორიაისლანდიასაჰარასამასი არაგველიგერმანიის ქალაქების სიაეგვიპტეხვიჩა კვარაცხელიავიტამინი Dკლიმატიწიგნი სიბრძნე სიცრუისამყინვარწვერიაპენდიციტისპორტივარლამ ლიპარტელიანისაქართველოს ეროვნული პარკების სიაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგია🡆 More