ნოვრუზი (ნავროზი, ნოორუზი, ნაურიზი, ნავრეზი) (სპარს.
نوروز — Nowruz, ტაჯ. Наврӯз, ქურთ. Newroz, უზბეკ. Navroʻz, თურქმ. Nowruz, ყაზახ. Наурыз, ყირგ. Нооруз, თურქ. Nevruz, აზერ. Novruz, ყირიმ. Navrez) — გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაული, რომელიც თურქ და ირანელ ხალხებში აღინიშნება. სიტყვა ნავრუზი (სპარს. نو روز — Now ruz) სპარსული ენიდან მომდინარეობს და „ახალ დღეს“ ნიშნავს.
აღინიშნება გაზაფხულის ბუნიაობის დროს: მარტს ირანში, შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, 22 მარტს ყაზახეთში. ბაჰაის კალენდრის მიხედვით ამ დღეს ახალი წელიწადი იწყება.
გაზაფხულის ბუნიაობის დღესასწაული, ნოვრუზი გაჩნდა ხორასანში 3000 წლის წინ, სოფლის მეურნეობის გაჩენისას. დღესასწაული ზოროასტრიზმის ტრადიციებს უკავშირდება. სამანიდების კარზე მყოფი ფირდოუსი და ომარ ხაიამი ნავრუზის გაჩენას ირანის ლეგენდარულ მეფეებს, ჯამშიდსა და კაიუმარსს უკავშირებდნენ.
ნოვრუზის აღნიშვნა გაუქმდა 1926 წელს საბჭოთა მთავრობის მიერ და აღდგა აზერბაიჯანში 1967 წელს. ყაზახეთში ნავრუზი სახელმწიფო დღესასწაულად 1991 წლის 15 მარტს ყაზახეთის სსრ–ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადდა და ყოველ 22 მარტს აღინიშნება როგორც „სახალხო დღესასწაული — Наурыз мейрамы“. აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ნავრუზს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი აქვს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ნოვრუზი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.