ნიჩბისი

ნიჩბისი — ისტორიული სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნიჩბისის განძი. ამჟამად ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულში შედიან სოფლები: ახალი ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი და სასხორი.

ისტორია

ნიჩბისი მცხეთასთან და მეჯვრისხევთან ერთად მეჭურჭლეობის კერა იყო. პირველად სოფელი იხსენიება გიორგი მეორის სიგელში. ნიჩბისი მიეკუთვნებოდა შიომღვიმის მონასტერს. 1615 წელს მეფე ლუარსაბ მეორემ ნიჩბისი გადასცა ციციშვილების საგვარეულოს წარმომადგენლებს მერაბ და ქაიხოსრო ციციშვილებს, რომლებმაც სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ციხე-დარბაზი აიშენეს. ნიჩბისი მნიშვნელოვნად დაზიანდა XVIII საუკუნეში ლეკიანობის დროს.

XX საუკუნის დასაწყისში ნიჩბისის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდა 400-500 კომლი. საზოგადოებაში შედიოდა შემდეგი სოფლები: ძეგვი, სასხორი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, ხეკორძი, ნატბეური, სათოვლე, ახალსოფელი, ზეუბანი. ნიჩბისის საზოგადოება საკმაოდ ღარიბი იყო, მიწები ეკუთვნოდა თავადაზნაურობას.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ახალი ნიჩბისიზემო ნიჩბისიმცხეთის მუნიციპალიტეტინიჩბისის განძისასხორისაქართველოსოფელიქვემო ნიჩბისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ექვთიმე თაყაიშვილიაბრეშუმის დიდი გზაირანივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)თერგდალეულებიგანათლება საქართველოშიქვათახევიკალათბურთიფაშიზმიმონაკოთეიმურაზ Iმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაატლანტის ოკეანეპროტესტანტიზმიინდოეთიტაო-კლარჯეთიბეჰემოთიუილიამ შექსპირივიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელიანა კალანდაძეეკვატორული კლიმატური სარტყელიშვეიცარია1832 წლის შეთქმულებაბუნებრივი რესურსებიამერიკის შეერთებული შტატებიბარბიტურატებისომხური სამოციქულო ეკლესიავენერარესპუბლიკაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგერგეტის სამების ეკლესიასინგაპურიკახეთის მხარენარიყალაჩვეულებრივი სელაპივარლამ ლიპარტელიანიცილებირუმინეთიდავით IV აღმაშენებელიპინგვინისნაირნიზვავიმორალიიბერიაისლამიგიორგი IV ლაშაგლობალიზაციაგამტარიყვავილოვანი მცენარეებივარდების რევოლუციაპარაზიტიზმინიჰილიზმისინონიმებიანანურის ციხეარაპენეტრაციული სექსიპარიზიმედუზებირომიევროპის პარლამენტიქართული ხალხური ცეკვებიდიდგორის ბრძოლაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოგოგა ხაინდრავაგლობალური დათბობაჭიაკოკონობამარკ ტვენიინგლისური ენააშშ-ის სამოქალაქო ომიქართლის გაქრისტიანებასტუმარ-მასპინძელისაფრანგეთის რევოლუციაფილიპინებისვეტიცხოველიეროზიაბელგიამინერალების სიადავით კლდიაშვილიმტკვარისტამბოლი🡆 More