ნიკოლ კიდმანი

ნიკოლ მერი კიდმანი (ინგლ.

Nicole Mary Kidman; 20 ივნისი, 1967, ჰონოლულუ) — აშშ-ში დაბადებული ავსტრალიელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი 2006-2018 წლებში. გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის ოსკარი, ემი (2017 — ორჯერ), ოქროს გლობუსი (1996, 2002, 2003, 2018 — ორჯერ), BAFTA, ბერლინის კინოფესტივალის ვერცხლის დათვი (2003) და სატურნი (2002). 2007 წელს ნიკოლ კიდმანი მოხვდა ჟურნალ „ტაიმის“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში. 2003 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი 2018 წლის San Diego Comic-Con-ზე
დაბადების სახელი ნიკოლ მერი კიდმანი
დაბადების თარიღი 20 ივნისი, 1967 (1967-06-20) (56 წლის)
ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
აქტიური 1983-დღემდე
მეუღლე(ები) ტომ კრუზი (1990-2001)
კით ურბანი (2006-დღემდე)
შვილ(ებ)ი 4
მშობლები მამა: ენტონი კიდმანი (და)
ნათესავები ანტონია კიდმანი
ჯილდოები ავსტრალიის ორდენის კომპანიონი
საიტი nicolekidmanofficial.com

კიდმანი დაიბადა 1967 წლის 20 ივნისს ჰონოლულუში, ჰავაის შტატში, ავსტრალიელების, ენტონი კიდმანისა და ჯანელი ენის ოჯახში. კიდმანს გააჩნია შოტლანდიური და ირლანდიური ფესვები. როდესაც კიდმანს 4 წელი შეუსრულდა, მისი ოჯახი დაბრუნდა ავსტრალიაში.

მისი დებიუტი კინოში შედგა 1983 წელს, ავსტრალიურ ფილმში „Bush Christmas“. სახელი გაითქვა 1989 წლის თრილერი ფილმით „მკვდარი მორევი“, ხოლო დებიუტი ჰოლივუდში შედგა 1990 წელს ფილმში „ჭექა-ქუხილის დღეები“. კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია ფილმებით: „შორს“ (1992), „ბეტმენი სამუდამოდ“ (1995), „სიკვდილის მიზეზი“ (1995) და „ფართოდ დახუჭული თვალებით“ (1999). 2003 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მწერალ ვირჯინია ვულფის განსახიერებისთვის ფილმში საათები“ (2002).

კიდმანის სხვა ცნობილი ფილმებია: „მულენ რუჟი“ (2001), „სხვები“ (2001), „ცივი მთა“ (2003), „დოგვილი“ (2003), „დაბადება“ (2004), „ავსტრალია“ (2008), „კურდღლის სორო“ (2010), „გაზეთის დამტარებელი“ (2012), „სტოკერი“ (2013), „პედინგტონი“ (2014), „ლომი“ (2016), „ცდუნება“ (2017), „გამქრალი ბიჭი“ (2018), „დამანგრეველი“, „აკვამენი“ (2018) და სხვა.

იგი არის იუნისეფისა (1994 წლიდან) და იუნიფემის (2006 წლიდან) კეთილი ნების ელჩი. 2017 წელს გახდა ავსტრალიის ორდენის კომპანიონი. მას აქვს აშშ-ისა და ავსტრალიის ორმაგი მოქალაქეობა. 2010 წელს დააარსა საკუთარი კინოკომპანია Blossom Films. 2006 წლიდან ქორწინებაშია მუსიკოს კიტ ურბანთან.

ფილმოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

ნიკოლ კიდმანი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

1967199620 ივნისი20022003200620072018BAFTAავსტრალიააშშბერლინალეგაეროს ბავშვთა ფონდიემის ჯილდოინგლისური ენაოსკარიოქროს გლობუსისატურნის ჯილდოტაიმი (ჟურნალი)ჰოლივუდის დიდების ხეივანიჰონოლულუ

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ივანე მაჩაბელიმთვარეეზიდებიარაბთა გაერთიანებული საამიროებიშრი-ლანკაიაკობ გოგებაშვილისაქართველო IV საუკუნეშიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიქართული სამზარეულოქართლის სამეფოლეგენდაბირთვული იარაღინაძვიპაბლო პიკასოჰექტარილადო გუდიაშვილითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიმედეა ჯუღელიდავითიანი (ნაწარმოები)ჰორმონებიდამასკოფრინველებიპოლიტიკური გეოგრაფიათბილისიგიორგი მამარდაშვილიენგურის ჰიდროელექტროსადგურიკორუფციაალუმინიაჭარაგულიაღმოსავლეთი საქართველოფელაციაეიფელის კოშკიოსმალეთის იმპერიის ისტორიასიზმარიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიაკაკი წერეთელიეკვატორული კლიმატური სარტყელიგრიგოლ ხანძთელისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიდეციმეტრიბაყაყიგიორგი მაზნიაშვილიდანიადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)მზევერცხლიპორტუგალიამინერალების სიარუსეთ-საქართველოს ურთიერთობები69 (სექსუალური პოზა)ათეროსკლეროზიმეწყერიხევსურეთიფემინიზმიატომისაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაბალბადავით სარაჯიშვილიხაბელაშვილების ხიდიქვევრი (ფილმი)ისლანდიაუქმე დღეები საქართველოშიცისფერყანწელებივეფხისტყაოსანიმაიმუნებიარაპენეტრაციული სექსი14 აპრილიპუნიკური ომებიძუძუმწოვრებიატმოსფერული წნევაზაქარია ფალიაშვილიქეთო და კოტე (ოპერა)კონსტანტინოპოლიჰოლოკოსტიმარო მაყაშვილილავრენტი ბერიაგათენებამდე (ტელესერიალი)🡆 More