ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს თბილისში ჩახრუხაძის ქ.

N17-ში ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე. მუზეუმი 1982 წელს გაიხსნა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი
41°41′43″ ჩ. გ. 44°48′23″ ა. გ. / 41.69528° ჩ. გ. 44.80639° ა. გ. / 41.69528; 44.80639
დაარსდა 1982
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა თბილისი
კლასიფიკაცია მემორიალური

საცხოვრებელი სახლი დღევანდელი სახით XIX ს-ის ბოლო მეოთხედში ჩამოყალიბდა. ფასადს კლასიცისტური ელემენტები ამჯობს, ეზოსკენ კი ნაგებობა ორ სართულად განლაგებული ხის აივნებით არის მიმართული. მოგრძო ეზოს სივრცეს შავთელის ქუჩისგან აგურის ზღუდე გამოჰყოფს.

გადმოცემა ამ ადგილს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელს უკავშირებს. ვარაუდობენ, რომ სახლის სარდაფში და პირველ სართულზე შემორჩენილი ძველი აგურის წყობა იმ ბანიანი სახლის ნაწილი უნდა იყოს, რომელშიც პოეტი ცხოვრობდა.

მუზეუმში დაცულია 2000-მდე ექსპონატი, პოეტთან დაკავშირებული პიროვნებების ფოტო-მასალა, ბარათაშვილთა საგვარეულო გერბი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დოკუმენტაცია, ნივთები.

მუზეუმი აქტიურადაა ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში. ცალკე გამოყოფილ დარბაზში ხშირად იმართება მუსიკალური და პოეზიის საღამოები, გამოფენები, წიგნის პრეზენტაციები, შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ დიასპორებთან სახელწოდებით „კულტურათა დიალოგი“.

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი
სახლ-მუზეუმის საერთო ხედი

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) – ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.

2017 წელს თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნითი ღონისძიება გამართა.

საგამოფენო სივრცეში პირველადაა გამოყენებული თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია. რეექსპოზიციის პროექტის მიზანია, კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური მეთოდებით – ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისად და მიმზიდველი აქციოს დამთვალიერებლისათვის.

ლიტერატურა

  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0

რესურსები ინტერნეტში

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

სქოლიო

Tags:

თბილისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხარებაატომისაქართველოს მდინარეების სიათრომბოციტებიეგზისტენციაპოპ-მუსიკაბერძნული კოლონიზაციარომიპოლიმერებიმდინარეილია თოფურიაყაზახეთიდევი ჭანკოტაძესაქართველოს პარლამენტიანა კალანდაძენარკოტიკიგალაკტიონ ტაბიძერელიგია საქართველოშისაქართველოს პრეზიდენტიგელათის მონასტერისპილოსებრნიფოტოსინთეზიშავი ზღვააღმოსავლეთი საქართველომერწყულიბაბუაწვერარუსუდანიჭიანჭველასებრნიაფრიკაგაერთიანებული სამეფოდიმიტრი სამხარაძეევროპის მდინარეების სიარომის იმპერიასიზმარივახტანგ VIლომიკონსტანტინე გამსახურდიამერაბ მამარდაშვილიგლობალური დათბობაკეთილშობილი ირემიფოთიანა დოლიძენოდარ დუმბაძენაკრძალიაბანოთუბანიჩრდილოეთი აფრიკაქრომოსომაუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)ნაციონალ-სოციალიზმიპარიზიკუთხეჭიამაიასებრნინიდერლანდებიამერიკაგიორგი III (საქართველოს მეფე)მალტაგარემოს დაბინძურებარომაული ხელოვნებათაშმიჯაბიასურეთისომხეთინიკო ნიკოლაძესაქართველოს სამოქალაქო ომინაწლავებიკომუნიზმითვითმმართველობაკაცია-ადამიანი?!სოზარ სუბარიაფხაზეთიმე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოასტიგმატიზმიგორის ციხენაკიანი წელიწადიჰეკლალონდონისაქართველოს ისტორია🡆 More