ნეიტრინო

ნეიტრინო (იტალ.

neutrino — (კნინობითი) < neutrone — „ნეიტრონი“; აღნიშვნა: — „ნიუ“) — ელექტრულად ნეიტრალური ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც ელექტრონის მასასთან შედარებით აქვს ძალიან მცირე (შესაძლოა ნულის ტოლი) უძრაობის მასა, 1/2-ის ტოლი სპინი (პლანკის მუდმივას ერთეულებით გამოსახული). სახელწოდება „ნეიტრინოს“ იყენებენ სამი სხვა დასხვა ელემენტარული ნაწილაკის — ელექტრონული (), მიუონური () და ტაონური () ნეიტრინოს მიმართ.

ნეიტრინო
ნეიტრინო

ნეიტრინო მიეკუთვნება ლეპტონებს, რომლებიც არ მონაწილეობენ ე. წ. ძლიერ ურთიერთქმედებაში. ამ ნაწილაკებს აქვს სპეციფიკური ლეპტონური მუხტი: ელექტრონული ( და ნაწილაკებისათვის), მიუონური ( და ) და ტაონური ( და ). ელექტრონისა და მიუონისგან განსხვავებით (, და ნეიტრინოები (გარდა ტრადიციულისა) უშუალოდ მონაწილეობენ მხოლოდ სუსტ ურთიერთქმედებაში. ეს გარემოება, ერთის მხრივ, განაპირობებს ნეიტრინოს მრავალ უნიკალურ თვისებას, მეორე მხრივ, მეტისმეტად აძნელებს მასზე პირდაპირ დაკვირვებას. ამის გამო ნეიტრინოს ბუნება ძირითადად გამოკვლეულ იქნა არაპირდაპირი ექსპერიმენტებით.

კვლევის ისტორია

1931 წელს ჰიპოთეზა ელექტრონული ნეიტრინოს, ან უფრო ზუსტად, ანტინეიტრინოს არსებობის შესახებ გამოთქვა შვეიცარიელმა ფიზიკოსმა ვ. პაულიმ, რათა აეხსნა ენერგიის მუდმივობის კანონის მოჩვენებითი დარღვევა ბეტა-დაშლის პროცესში. 1934 წელს ამ დაშლის თეორია შექმნა იტალიელმა ფიზიკოსმა ე. ფერმიმ, რომელმაც შემოიღო ე. წ. სუსტი ურთიერთქმედების ცნება. β-დაშლა ამ თეორიის მიხედვით არის ნეიტრინო  ნეიტრონის გარდაქმნა ნეიტრინო  პროტონად, რასაც თან ახლავს (ნეიტრინო ), წყვილის გამოსხივება:

    ნეიტრინო . (1ა)

ფერმის თეორია წინასწარმეტყველებს შებრუნებულ პროცესსაც:

    ნეიტრინო . (1ბ)

ე. ი. ამ თეორიის თანახმად არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ ანტინეიტრინო რეაგირებს პროტონთან, რის შედეგად წარმოიშობა ნეიტრონი და პოზიტრონი. შესაძლებელია აგრეთვე ნეიტრინო  პროცესი, რომელიც შეესაბამება ატომბირთვების პოზიტრონულ β+-დაშლას:

    ნეიტრინო ,

სადაც აზეპს სიმბოლოთი აღნიშNულია ბირთვი, რომელიც შეიცავს ზ პროტონს და რომლის მასური რიცხვია ა. ეს პროცესი თანამედროვე ასტროფიზიკის თანახმად განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს მზესა და ვარსკვლავებში მიმდინარე თერმობირთვულ რეაქციებში, რომლებიც მათი ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენენ. ფერმის თეორიის წარმატებამ ხელი შეუწყო ნეიტრინოს, როგორც ახალი ელემენტარული ნაწილაკის, საყოველთაო აღიარებას მის 1953 წლის აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე (1ბ) რეაქციის მეშვეობით (კ. კოუენი, ფ. რაინესი, აშშ). მეორეს მხრივ, ელემენტარული ნაწილაკების, ძირითადად კი პი- და კა-მეზონების, დაშლის სპეციფიკამ მოითხოვა (ენერგიის, იმპულსისა და მომენტის შენახვის კანონების საფუძველზე) ამ პროცესებშიც ნეიტრინოს ტიპის ნაწილაკის შეყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ნაწილაკის ზოგადი მახასიათებლები (ელექტრონეიტრალურობა, მცირე მასა, 1/2 სპინი, სუსტი ურთიერთქმედება სხვა ნაწილაკებთან) ერთი და იგივეა. დამტკიცდა, რომ ნეიტრინო ნეიტრინო , რომელიც გამოსხივდება მიუონთან (ნეიტრინო ) ერთად [ნეიტრინო  და ა. შ.], განსხვავდება ელექტრონული ნეიტრინოსაგან (ნეიტრინო ) ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დამატებითი ლეპტონური კვანტური რიცხვებით.

1956 წელს სუსტ ურთიერთქმედებაში ლუწობის შენახვის დარღვევის აღმოჩენამ ახალი ეტაპი შექმნა ნეიტრინოს გამოკვლევაში. ლუწობის შენახვის დარღვევის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ სუსტი ურთიერთქმედების პროცესში წარმოშობილ ნაწილაკებს უნდა ჰქონდეს გარკვეული პოლარიზაცია თავისი მოძრაობის მიმართულებით. ბეტა-დაშლაში ელექტრონებისა და პოზიტრონების სიგრძივი პოლარიზაციის გაზომვებიდან გამომდინარეობს, რომ ნეიტრინო  სრულად პოლარიზებულია თავისი იმპულსის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხოლო ნეიტრინო  — იმპულსის მიმართულებით.

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნეიტრინოს თეორიის განვითარებაში დაკავშირებულია 1973-1975 წლებში ჰადრონებსა და ელექტრონებზე ნეიტრინოს გაბნევის პროცესებში ნეიტრალური სუსტი დენების აღმოჩენასა და ლეპტონებისა და კვარკების სუსტი და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებების ერთიანი თეორიის შექმნასთან. ამ თეორიის თანახმად ორივე ნეიტრინო, გარდა უვე ცნობილი (ნეიტრინო ) და (ნეიტრინო ) ელემენტარული გადასვლებისა, რომელთა აღწერა შესაბამისი დამუხტული სუსტი დენებით ხდება, განიცდის აგრეთვე „დრეკად“ (ნეიტრინო ) და (ნეიტრინო ) ელემენტარულ გადასვლებს ნეიტრალური დენებით, რაც იწვევს დამახასიათებელ გაბნევის პროცესებს: ნეიტრინო , ნეიტრინო , ნეიტრინო  (2)

პირველი პროცესი შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც დამუხტული, ისე ნეიტრალური დენებით, უკანასკნელი ორი კი — მხოლოდ ნეიტრალური დენებით.

თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, (2) პროცესები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ასტროფიზიკურ მოვლენებში, რადგან ისინი გარდაქმნიან სხვადასხვა სახის ენერგიას (ნეიტრინო ) წყვილის ენერგიად. ნეიტრინოს განსაკუთრებულ როლს ამ პროცესებში განაპირობებს მისი უზარმაზარი შეღწევადობის უნარი (მაგალითად, 1 მეგევ ენერგიის ნეიტრინოს გარბენი ტყვიაში 1020 სმ-ია). ნივთიერებაში ფოტონების ინტენსიური შთანთქმის გამო ენერგიის კარგვა დიდი სიმკვრივისა და ტემპერატურის მქონე ვარსკვლავების (თეთრი ჯუჯები, ზეახალი ვარსკვლავები და სხვა) მიერ სინათლის გამოსხივებით გაძნელებულია, ამიტომ ისინი ენერგიას უმეტესად (ნეიტრინო ) წყვილების გამოსხივების (ე. წ. ვარსკვლავების ნეიტრინული ნათობა) შედეგად კარგავენ.

ამჟამად საყოველთადო მიღებულ ცხელი სამყაროს კოსმოლოგიურ მოდელში არსებობს შეზღუდვა ზემოდან ნეიტრინოს სხვადასხვა ტიპის რიცხვზე (ნეიტრინო ) და მათ ჯამურ მასაზე ნეიტრინო  ევ). რაც შეეხება სხვა ტიპის ნეიტრინოს, გარდა ნეიტრინო -სი და ნეიტრინო -სი, ბოლო წლებში მიღებულია დამაჯერებელი ექსპერიმენტული მითითება ერთი ასეთი ნაწილაკის ნეიტრინო -ს არსებობაზე, რომელიც თავის დამუხტულ პარტნიორთან ნეიტრინო  ერთად ქმნის ლეპტონების ახალ ქვეჯგუფს (ნეიტრინო ); ეს ჯგუფი თავისი სუსტი და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებებით ელექტრონული (ნეიტრინო ) და მიუონური (ნეიტრინო ) ქვეჯგუფების ანალოგიურია.

ლიტერატურა

Tags:

ელემენტარული ნაწილაკიელექტრონიიტალიური ენაპლანკის მუდმივასპინი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ყივანახველასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიმუნიმეტაფორაკრწანისის ბრძოლაფოლკლორიმიტრამონა ლიზარომის რესპუბლიკაცივი ომიყაზახეთიიგლუფობიების სია1924 წლის აგვისტოს აჯანყებაქართული ხელნაწერი წიგნიაფხაზეთის ომი (1992-1993)ალბერტ აინშტაინიდედამიწაპროტესტანტიზმიალცჰაიმერის დაავადებათბილისის პანსიონებიევერესტიბოლშევიკებიელენე ახვლედიანიმემედ აბაშიძეალუდა ქეთელაურიალ პაჩინოფელაციაგაუტყეურებაკონსერვატიზმიღვიძლისტერეოტიპიფანდურიავსტრიატიციან ტაბიძედელფინებიმალდივის რესპუბლიკაებრაელებიილია ჭავჭავაძეყვავილიმაკულატურა (ფილმი)ავაზაელ კლასიკო69 (სექსუალური პოზა)ნიგერიატერორიზმიპაბლო პიკასოსამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაღამურასაქართველოს პრეზიდენტიჩინეთის დიდი კედელისაქართველოს კონსტიტუციაფონეტიკასოლომონ Iნარკომანიამდინარეზაქარია ფალიაშვილიჩუტყვავილასაქართველოს მმართველთა სიავეფხისტყაოსანირომის დაარსებამოსახლეობის სიმჭიდროვეFacebookჰაერის დაბინძურებაივანე მაჩაბელიკოსმოპოლიტიზმიირემისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაპრელუდია (სექსი)არაბობა საქართველოშიმტირალას ეროვნული პარკიიგავ-არაკიდავით VII ულუსაქართველოს ფაუნამარკ ტვენიკვების ჯაჭვიკაცია-ადამიანი?!იბერიაკაპიტალიზმი🡆 More