ნაჭიშკრევის ბრძოლა

ნაჭიშკრევის ბრძოლა — ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1784 წლის 9 მარტს ერთი მხრივ იმერეთის სამეფოს და გურიის სამთავროს გაერთიანებულ ჯარსა და მეორე მხრივ ოსმალეთის იმპერიის ფოთის გარნიზონს შორის ციხისძირის მიდამოებში.

ნაჭიშკრევის ბრძოლა
თარიღი 9 მარტი, 1784
მდებარეობა ციხისძირი ოსმალეთის იმპერია
შედეგი ოსმალეთის იმპერიის გამარჯვება
მხარეები
იმერეთის სამეფო იმერეთის სამეფო, გურიის სამთავრო გურიის სამთავრო ოსმალეთის იმპერია ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
იმერეთის სამეფო სოლომონ I
გურიის სამთავრო ვახტანგ III გურიელი
ოსმალეთის იმპერია ფოთის ფაშა
ძალები
6 000
დანაკარგები
600 მოკლული, 200 ტყვე

იმერეთის მეფე სოლომონ I იმედოვნებდა ქვემო გურიის გათავისუფლებას ოსმალეთის იმპერიისგან, თუმცა დამარცხდა.

წინაპირობები

1769-1774 წლებში ოსმალეთის იმპერიამ მიიტაცა ქვემო გურია და გააძლიერა თავდასხმები დასავლეთ საქართველოზე. 1784 წელს აჭარის ბეგი აბდულა ხიმშიაშვილი თავს დაესხა სოფელ აკეთს, სადაც გახიზნულები იყვნენ ქვემო გურიის ყოფილი თავადები თავდგირიძეები, რომლებიც იმერეთის მეფე სოლომონ I-ის დახმარებით ქვემო გურიის დაბრუნებისთვის ემზადებოდნენ. ამ ლაშქრობის საპასუხოდ სოლომონმა დაგეგმა ლაშქრობა ქვემო გურიაში. ის ბოლომდე არ ენდობოდა გურიის მთავარს, გიორგი V გურიელს, ამიტომ მისი ვაჟი სიმონი მძევლად დატოვა ქუთაისში, ხოლო მეორე ვაჟი, ვახტანგი, თან იახლა.

ბრძოლა

სოლომონმა აიღო ქობულეთი და დაანგრია ქობულეთის ციხე, შემოუარა ციხისძირს, აიღო ჩაქვი და ბათუმის მიმდებარე სოფლები და უკან დაბრუნებისას ციხისძირთან გადააწყდა ჩასაფრებას. კაცია II დადიანმა ფოთის ფაშას წინასწარ აცნობა ამ ლაშქრობის შესახებ. ფაშამ იმერეთ-გურიის ჯარის ზურგში, ციხისძირთან ჯარი გადასხა, ნაჭიშკრევის ვიწრო გასასვლელებში დახვდა სოლომონს და დაამარცხა. თავად სოლომონი ძლივს გადაურჩა დატყვევებას. ის ამისგან ვახტანგ გურიელმა იხსნა. ბრძოლაში დამარცხებისგან მიღებული ელდით სოლომონ I იმავე წლის აპრილში გარდაიცვალა.

ლიტერატურა

  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 275-279.
  • ჩხატარაიშვილი, ქ., გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან // მაცნე, ტ. 4, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1964. — გვ. 136-137.

Tags:

გურიის სამთავროიმერეთის სამეფოოსმალეთის იმპერიასოლომონ Iციხისძირი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვარდების რევოლუციადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენახელისუფლების დანაწილებახინკალიარისტოტელეკურო (ასტროლოგია)გურიატბარაჭაშაშვისოლიკო ვირსალაძემორალიბუნების დაცვასაქართველოს წითელი ნუსხაასტრიდ ლინდგრენითეიმურაზ Iნაპოლეონის ომებისიტყვაგიორგი ანწუხელიძეელექტრული დენიკოსმოპოლიტიზმინახშირბადიდავით სოსლანიჟირაფისებრნიალავერდიშიდა ქართლიფასკუნჯიდიდება (ჰიმნი)ერთა ლიგარენესანსიმსოფლიო მიზიდულობის კანონიშოვიარაბთა გაერთიანებული საამიროებიჯვაროსნული ლაშქრობებიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ბაში-აჩუკი (ფილმი)ვეფხვისასანიანთა იმპერიაოგანესონიგია ყანჩელიქუთაისიჭიამაიასებრნივიკისაწყობიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)რომბიხვანჭკარა (ღვინო)ბაბუაწვერამსოფლიოს მოსახლეობათრომბოციტებიზაქარია ფალიაშვილიალცჰაიმერის დაავადებახევსურეთილუდვიგ ვან ბეთჰოვენიგიორგი ქოჩორაშვილიქართლიჯონჯოლითეთრი დათვითებულოსმთა23 აპრილიერთიანი ნაციონალური მოძრაობასქესობრივი აქტიკლიმატიიაპონიაეკოლოგიაესპანეთიინგლისის რევოლუციაენგურის ჰიდროელექტროსადგურითურქეთის ისტორიაქეთევან დედოფალიმიტოზიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიკანონიერი ქურდიზმნაჭანჭახისწვერიმასონობალარიმეგობრობა🡆 More