ნატალი ჯეინ იმბრულია (ინგლ.
Natalie Jane Imbruglia; /ɪmˈbruːliə/; დ. 4 თებერვალი 1975) — ავსტრალიელი მომღერალი, ფოტომოდელი და მსახიობი.
ნატალი იმბრულია | |
---|---|
ნატალი იმბრულია კანების კინოფესტივალზე, 2008 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ნატალი ჯეინ იმბრულია |
დაბ. თარიღი | 4 თებერვალი, 1975 |
დაბ. ადგილი | სიდნეი[2] |
წარმოშობა | ცენტრალური ნაპირი, ახალი სამხრეთი უელსი, ავსტრალია |
ჟანრ(ებ)ი | პოპ მუსიკა, ალტერნატიული როკი |
საქმიანობა | მომღერალი, ფოტომოდელი, მსახიობი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 1991–დღემდე (მსახიობი) 1997–დღემდე (მომღერალი) |
ლეიბლ(ებ)ი |
|
მეუღლე | Daniel Johns (იქ. 2003; განქ. 2008) |
საიტი | natalieimbruglia.com |
ნატალი იმბრულია ვიკისაწყობში |
1990-იანი წლების დასაწყისში იმბრულია ცნობილი გახდა ბეთ ბრენანის როლით ავსტრალიურ სერიალში „მეზობლები“. სამი წლის შემდეგ მან დატოვა ეს გადაცემა. დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა, რომელმაც წარმატება იქონია პირველივე მცდელობით, სინგლით „Torn“ (1997). იგი მსოფლიო მასშტაბით 6 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. მოგვიანებით გამოცემული ორი ალბომი White Lilies Island (2001) და Counting Down the Days (2005) ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე 1997 წლის Left Of The Middle. თუმცა ამავე დროს Counting Down the Days ნატალის კარიერაში ბრიტანეთში ჩარტის სათავეებში მოხვედრილ რიგით პირველ ალბომად იქცა.
მეოთხე სტუდიური ალბომი Come to Life ნატალიმ 2009 წლის 2 ოქტომბერს გამოსცა. ამ ჩანაწერს განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუწვევია. ბრიტანეთში დისკი არ გამოცემულა. ამასთან, ნატალი შოუს The X Factor ავსტრალიურ ვერსიაში ჟიურის წევრად დაინიშნა. 2015 წელს მან გამოუშვა ალბომი Male.
ნატალი ცნობილია ორი კინოროლითაც. ესენია 2003 წლის „ჯონი ინგლიში„ (ლორნა კემპბელი) და 2009 წლის „საზამთროდ დახურულია“ (ელის სილვერსტონი). 1997 წლიდან დღემდე გაყიდული აქვს 10 მილიონი ჩანაწერი და მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორისაა 8 ARIA Awards, ორი Brit Awards, ერთი ბილბორდის მუსიკალური ჯილდო და გრემის სამი ნომინაცია.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ნატალი იმბრულია
This article uses material from the Wikipedia ქართული article ნატალი იმბრულია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.