ნაპირის ყინული

ნაპირის ყინული — ნაპირთან მიბჯენილი ზღვის ყინული, რომელიც წარმოიქმნება გვიან შემოდგომაზე, მიეყინება სანაპიროს, წყალმარჩხ ადგილებში — ფსკერსაც, და ზაფხულის დასაწყისამდე უძრავია.

უმეტესად განვითარებულია არქტიკასა და ანტარქტიკაში, შეჭრილ-შემოჭრილი სანაპიროების გასწვრივ და კუნძულებს შორის. ნაპირის ყინული უძრავი ყინულია, რომელიც არ ასრულებს ჰორიზონტალურ მოძრაობებს, მაგრამ მონაწილეობს წყლის დონის ვერტიკალურ რყევებში.

ზღვებში ნაპირის ყინული წარმოიქმნება მყინვარული ბარიერის ნაპირებთან და სხვა. შეიძლება ჩამოყალიბდეს მარილიანი წყლიდან ან ნებისმიერი ასაკის მოდრეიფე ყინულის ნაპირთან მიყინვის შედეგად. ნაპირის ყინულის სიგანე, ისევე როგორც არსებობა, ჩვეულებრივ სეზონურია და დამოკიდებულია ყინულის სისქეზე, ოკეანის საგების რელიეფსა და კუნძულებზე. მისი სიგრძე რამდენიმე მეტრიდან ასეულობით კილომეტრამდეა.

ნილასის ან ახალი ყინულისაგან შემდგარ ნაპირის ყინულს ჩამოყალიბების საწყის სტადიაზე, 200 მ სიგანემდე ყინულოვან ყინულნაპირის ან უბრალოდ ყინულნაპირის უწოდებენ. მრავალწლიან ნაპირის ყინულს გრენლანდიის ფიორდებში მოიხსენიებენ ესკიმოსური ტერმინით სიკოზაკით ან სიკუსაკით.

თუ ნაპირის ყინული ესაზღვრება სუფთა წყალს, მაშინ მის საზღვარს ნაპირის ყინულის პირს უწოდებენ; თუკი ის ესაზღვრება მოდრეიფე ყინულს, მაშინ მათი გამყოფი ხაზი ატარებს ნაპირის ყინულის საზღვრების სახელწოდებას. ნაპირის ყინული ფართოდაა განვითარებული ანტარქტიდის ნაპირებთან, ხოლო ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ყველაზე მეტ გავრცელებას პოულობს ციმბირის ჩრდილოეთ სანაპიროსა და კანადის არქტიკულ არქიპელაგში.

ზამთარში ნაპირის ყინული ფარავს სრუტეებს, უბეებსა და ზღვის აკვატორიებს რამდენიმე ასეულ კილომეტრზე (აღმოსავლეთ ციმბირის, ლაპტევებისა და სხვა ზღვები), სისქე — 2,5–3 მ. მაღალ განედებში ზოგან წლობით ძლებს და სისქე 10–20 მ აღწევს.

სქოლიო

Tags:

ანტარქტიკაარქტიკაზაფხულიზღვის ყინულიკუნძულიშემოდგომა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ადმირალი (პეპელა)იგიალუდა ქეთელაური (მომღერალი)ქაშვეთის ეკლესიატელეფონების ნომრები საქართველოშიჩინეთის დიდი კედელიალბანეთირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიკვადრატული მეტრილოცვა ეფრემ ასურისაავთანდილ ჭრიკიშვილიევერესტისაქართველოს სახელმწიფო დროშალიეტუვაანტონიმიგიორგი ნიკოლაძეიოჰან სებასტიან ბახიანემიადისკრიმინაციატყეადამიანინიანგებიალაზანიმთავარი გვერდიგიორგი I (საქართველოს მეფე)შხარაეგზისტენციალიზმიუქმე დღეები საქართველოშიპარხლის I ოთხთავიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასახელმწიფო საზღვარიპრომეთევერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ცივი ომიგიორგი მამარდაშვილიდემეტრე Iვერცხლიმსოფლიოს ვალუტებიკარლეს პუჩდემონილონდონიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიმიგრაციასპილოსებრნიშვიდწლიანი ომიევოლუციაბუდუ ზივზივაძემერწყულინიჰილიზმიჩემი ცოლის დაქალებიგამტარიტოტალიტარიზმი69 (სექსუალური პოზა)სილიციუმისაქართველოს კონსტიტუცია1832 წლის შეთქმულებარუსეთილუი XIVქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)ბასიანის ბრძოლაგელათის მონასტერინატვრის ხე (ფილმი)ბიშკეკიორგაზმისაქართველოს დიდი სოფლებიხევისბერი გოჩამელასაქართველოს ტერიტორიული მოწყობაეოზონოფილებიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტილომიგიორგი II (საქართველოს მეფე)მტირალას ეროვნული პარკინაკიანი წელიწადილურჯი ვეშაპიელექტრული დენი🡆 More