ნაბადი, მოთელილი მატყლისაგან დამზადებული წინ გახსნილი მთლიანი წამოსასხამი.
XIX საუკუნის ქართველების და სხვა კავკასიელ ხალხთა ეროვნული კოსტიუმის ელემენტი, აქვს მთლიანი ზურგი და კალთები, ღრმად ამოღებული ყელი და განიერი მხრები, დანიშნულების მიხედვით მზადდება მოკლე ან გრძელი, მსუბუქი ან მძიმე, დაბალი ან მაღალხაოიანი. XIX საუკუნეში საუკეთესო ნაბადის წარმოებით განთქმული იყო ჩრდილოეთ კავკასია, ყაბარდო-ჩერქეზეთი, დაღესტნის მთიანეთი და ოსეთი, ამიერკავკასიაში — საქართველო (იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი და დუშეთის კუთხე). ნაბადის წარმოების ქართული ხალხური ტრადიციები ბოლოდრომდე კარგად იყო შემონახული შინამრეწველობაში. მაგალითად, სოფელი ჯვარის (სამეგრელო) ერთ-ერთ უბანში, ჩქვალერში, ქალები ოჯახებში თარგის მიხედვით საუკეთესო გრძელბეწვიან მთლიან ნაბადებს თელავდნენ. ამ შრომატევად სამუშაოში შედიოდა მატყლის რეცხვა, ჩეჩვა „გაწვერგულება“, შეთელვა და სხვა. XIX საუკუნეში ნაბადი ჩოხა-ახალუხთან ერთად ფართოდ გავრცელდა ყუბანისა და თერგის კაზაკობაში როგორც სამხედრო ამუნიციის ნაწილი, რომელმაც ხელი შეუწყო ქართულ-კავკასიური წარმოების ნაბადზე მოთხოვნილების ზრდას.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ნაბადი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.