მხედრული: დამწერლობა

მხედრული დამწერლობა — ქართული დამწერლობის განვითარების ბოლო საფეხური.

მხედრული: დამწერლობა ტერმინს „მხედრული“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მხედრული (მრავალმნიშვნელოვანი).

იგი ნუსხური ასოების გამარტივების გზითაა მიღებული. ადრეული ნიმუშები უკვე X საუკუნიდან გვხვდება, მხედრულის პირველ ნიმუშად ატენის სიონის ერთ-ერთი წარწერა ითვლება, რომელსაც ზაზა ალექსიძე და გ. აბრამიშვილი 982–986 წლებით ათარიღებენ. უძველესია აგრეთვე ბაგრატ IV-ის ორი სიგელი (შიომღვიმისა და ოპიზის) XI საუკუნიდან. მხედრული დამწერლობით შესრულებული ადრეული ძეგლები ძირითადად ისტორიული საბუთების, ხელნაწერთა მინაწერებისა და წარწერების სახითაა წარმოდგენილი.

მხედრული: დამწერლობა
მხედრული დამწერლობის ერთ–ერთი ადრეული ნიმუში, ბაგრატ IV–ის სიგელი, XI საუკუნე
მხედრული: დამწერლობა
ანასეული ქართლის ცხოვრების ხელნაწერი, მხედრული დამწერლობის ნიმუში

ტერმინი „მხედრული“ გვიანდელია და იგი პირველად XIV საუკუნეში დასტურდება. სიტყვა „მხედრული“ ამ პერიოდის ძეგლებში გამოიყენება „ხუცურის“ საპირისპირო მნიშვნელობით, როგორც საერო დანიშნულების დამწერლობა. მომდევნო საუკუნეებში მხედრული იმდენად იკიდებს ფეხს, რომ თანდათან ანაცვლებს ნუსხურს; აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ სასულიერო წიგნებიც იწერებოდა მხედრული ანბანით იმ მიზეზით, რომ საერო პირები ვერ კითხულობდნენ ნუსხურს.

ნუსხური დამწერლობა XIX საუკუნის მიწურულამდე გამოიყენებოდა, ამ დროიდან კი მხედრული დამწერლობა ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული შრიფტები.

მხედრულის გრაფიკა

მხედრული: დამწერლობა 
მარიამისეული ქართლის ცხოვრება, XVII საუკუნისათვის დამახასიათებელი მხედრული ხელი

X-XI საუკუნეების ადრეულ ძეგლებზე წარმოდგენილ მხედრულს ახასიათებს ნუსხური კუთხოვანი ფორმების მომრგვალება და ერთიანი კონტური თითქმის ყოველ ასოში. ასოთა განლაგება ოთხხაზოვან ბადეში ნუსხურის ანალოგიურია, თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული ასოთა ფორმებიც, ძირითადი განსხვავება მომრგვალებულ მოხაზულობებშია. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ადრეულ ნიმუშებში ერთსა და იმავე ასოს განსხვავებული მოხაზულობა აქვს იმის მიხედვით, იგი ცალკემდგომია თუ გადაბმული სხვა ასოსთან; ცალკემდგომი ასოები, როგორც წესი, უფრო მეტად ინარჩუნებენ ძველ, ნუსხურის მსგავს მოხაზულობასა და მდებარეობას. ამის გამო ქართული დამწერლობის განვითარების ამ ეტაპს ალექსანდრე ცაგარელი და ივანე ჯავახიშვილი არ მიიჩნევენ მხედრულად და მას გარდამავალ საფეხურს, „მრგლოვან ნუსხა–ხუცურს უწოდებენ“. მათი მოსაზრებით მხედრული დამწერლობა XIV საუკუნისათვის ყალიბდება. დღეს მკვლევრები ამ თვალსაზრისს არ იზიარებენ და ითვლება, რომ დამწერლობის X-XI საუკუნეებში გავრცელებული ეს სახე უკვე შეიძლება მხედრულად ჩაითვალოს.

მხედრული: დამწერლობა 

გარდამავალი მხედრულის მაგალითი, ფრაგმენტი ბაგრატ IV-ის სიგელიდან, XI საუკუნე.

„გურგენ : მეფეთა : მეფისაი : პაპისა : ჩემისა : ბ~გტ კურაპალა ...“

მომდევნო პერიოდში მხედრულის გრაფიკამ განვითარების რთული გზა გამოიარა, რის შედეგადაც მან შეიძინა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ასოთა მოხაზულობები მკვეთრად დაშორდა ნუსხურს. შეიცვალა რამდენიმე ასოს განლაგება ოთხხაზოვან სისტემაში; მაგალითად, ანმა ზემოთ აიწია და პირველ–მესამე ხაზებს შორის მოთავსდა, ონმა პირიქით — ქვემოთ ჩამოიწია და მესამე–მეოთხე ხაზებში მოექცა, ინის სამი კბილი გაერთიანდა, ანს ზედა კიდური თანდათანობით დაუმოკლდა, ასს პირველი კბილი ქვემოთ ჩამოუგრძელდა, ნი კი 180°–ით ამოტრიალდა და სხვა.

მხედრულის ჩამოყალიბების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სწრაფი და გადაბმული წერისკენ მიდრეკილებაა. მხედრულით ნაწერ ძეგლებში ხშირად გვხვდება ასოთა კანონზომიერი გადაბმები (მაგალითად მხედრული: დამწერლობა  — „ეს“, მხედრული: დამწერლობა  — „ელ“, მხედრული: დამწერლობა  — „ყო“, მხედრული: დამწერლობა  — „და“, მხედრული: დამწერლობა  — „ვე“, მხედრული: დამწერლობა  — „გა“). ამგვარი გადაბმების ნაწილი შენარჩუნებულია პირველ ქართულ საბეჭდ შრიფტებში, თუმცა უმრავლესობა ბეჭდური წიგნის განვითარებასთან ერთად დაიკარგა და დღეს ხელწერაშიც იშვიათად გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ ხუცურისაგან განსხვავებით, მხედრულში არ არსებობს მთავრული (დიდი) ასოები. XVIII საუკუნის ოციან წლებში ნიკოლოზ ორბელიანს, სულხან-საბა ორბელიანის ძმას ჰქონდა მცდელობა, რომ მხედრულში შემოეღო დიდი ასოები, თუმცა ისინი საყოველთაო ხმარებაში ვერ დამკვიდრდა.

მხედრული: დამწერლობა 
დედაბრული ხელის ნიმუში

ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს — დედაბრული ხელი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა.

დედაბრული ხელის სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ იგი ძირითადად ქალებს შორის იყო გავრცელებული. დედაბრული ხელით შესრულებულია როგორც პირადი წერილები (მაგალითად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერი H-1258), აგრეთვე ისტორიული საბუთები (Qd-3351, Qd-3366, Qd-3578, Qd-3580) და ხელნაწერი — კარაბადინი (H-1258). არსებობს აგრეთვე დედაბრული ხელით შესრულებული წერილი თურქულ ენაზე.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • თ. გამყრელიძე, წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბილისი, 1990
  • რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბილისი, 1980
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949
  • ე. მაჭავარიანი, ქართული ანბანი, თბილისი, 1977
  • ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბილისი, 2008

Tags:

982986X საუკუნეXI საუკუნეატენის სიონიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ზაზა ალექსიძენუსხურიქართული დამწერლობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ისლამური სახელმწიფონატრიუმინეიტრონული ვარსკვლავისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაბორჯომინაწლავებიწყარო (გეოგრაფია)მონაკოკულტურასვანეთიკუნილინგუსირევაზ ინანიშვილისიზმარიერეკლე II-ის ოჯახისამცხე-ჯავახეთის მხარეთანდებულიუქმე დღეები საქართველოშიმეტაბოლიზმიაზოდათა თუთაშხიაკვარციწმინდა გიორგისეკულარიზმიაბსცისასაქართველოს სამეფოეპილეფსიადუნაივაჟა-ფშაველაბგერაშავი ზღვარაფაელირიცხვითი სახელიგველის-მჭამელითითაობაალბანეთისასმელი წყალისამხრეთი კორეალევანტე (საფეხბურთო კლუბი)დიდება (ჰიმნი)ბერძნებიტიციან ტაბიძებარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ეპითეტირამადანილარიYouTubeპოლონეთიკალათბურთივეფხვისაქართველოს პრემიერ-მინისტრიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმგელიგურამ კაშიავენდეტაშიმონ მარცინიაკიაპენდიციტიქაშვეთის ეკლესიავარლამ ლიპარტელიანიტუპაკ ამარუ შაკურითევზები (ასტროლოგია)ბანგკოკიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაცენტრალური სტადიონი (თბილისი)პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიქართვლის დედათინათინიეროვნული ლიგაღამურადემოკრატიაზესტაფონიმიუზიკლიოსმალეთის იმპერიის ისტორიატრეფიკინგიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითსაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატიგურია🡆 More